ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
(ცსკა-ში) გადმოსვლით".
ტიკ-თოკო, ამ სიტყვებზე პასუხი ერთია:
Желаю неудачи!
ამ ვითომ ვაი პატრიოტებმა (ყველას არ ეხება) სოროსის დოლარებზე გაყიდულებმა და საზღვართან ჩახდილებმა ხმა არ უნდა ამოიღონ. თურქეთში რო გადასულიყავი გასუსულები იქნებოდნენ
თან იმას დავამატებ წინა კომენტარს , რომ ქართველ გულშემატკივარს არა მარტო თავისი ცსკაში გადასვლით მიაყენა შეურაცხყოფა არამედ რუსების თვალში ისე გამოვიდა რომ მათი ფულის გამო სულ ფეხებზე დაიკიდა ქართველი გულშემატკივარი !!!
ერის და ქვეყნის ყპატივცემულობა უნდა იყოს დასჯადი, ამ სიტუაციაში კი სასჯელი უნდა იყოს ნაკრებიდან გაშვება და იბედნიეროს იქ ჟანგიან დერჟავაში და გააბედნიეროს გალერის მონები !!!!!!
სხვა ახალგაზრდებს გავუხსნათ კარები ნცაა-ში ბევრი ახალგაზრდაა და მიეცეთ მათ შანსი . ცსკას კალათბურთელს არ აქვს მორალური უფლება ნაკრების ფორმით ქართულ ჰიმნზე დგომის უფლება!!!