ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
რუსები უმადური ერია. რომ არსებობენ, უახლესი ისტორიიდან ორი ქართველის დამსახურებაა, პეტრე ბაგრატიონის და სტალინის. ისინი რომ არა, დღეს რუსეთის სახელმწიფო ამ სახით არ იქნებოდა. რომ არაფერი ვთქვათ პეტრე პირველზე. მაგრამ ისინი სახელმწიფოებრივად იმას აკეთებენ, რაც მათი გაძლიერებისთვისაა კარგი და ზნეობაზე ზედმეტად არ ჰფიქრობენ. სახელმწიფოებრივად ეს სწორი მიდგომაა.არც ვამტყუნებ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მიმტევებელი და ზნეობრივი ერი ვართ, ამიტომაც ვართ ამ დღეში.
რაც შეეხება თორნიკეს, არმიის კლუბი არმიის წევრებით კომპლექტდება, როგორც მახსოვს. მას წოდებასაც აძლევენ და თუ დასჭირდა, ვალდებულები არიან ემსახურონ რუსეთს, როგორც არმიელები. სავარაუდოდ თორნიკეც მიიღებს რუსეთის არმიის წოდებას. ასაკიდან გამომდინარე, ალბათ, ლეიტენანტის, და თუ დასჭირდათ საქართველოს წინააღმდეგაც აბრძოლებენ.... ეს თეორიულად. ახლა თვითონ განსაზღვრე, რამდენად სამართლიანი იყავი, იმ შენს გაცეცხლებულ-ისტერიულ კომენტარში.
1. კახა შენგელია არ იყო კარგი კალათბურთელი;
2. კახა შენგელია კარგი კაცია:
3. თორნიკე შენგელია კარგი კალათბურთელია (NBA-ს გამოკლებით);
4. თორნიკე შენგელიამ დიდი შეცდომა დაუშვა ანუ ვერ გამოდგა კარგი კაცი