ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
გამარჯვებები და ტიტულები საქართველოსთვუს !!!
თოკო , ამ ნაც ხროვას და მათ ტროლებს ყურადღება არ მიაქციო, ესენი ( 90% -ზე მეტი, დანარჩენი კი ხმას აყვა) კონკრეტული ინტერესებს ახორციელებენ და ფულს იღებენ ამაში...
შემთხვევით ხდება, რომ სწორედ ასეთი კომენტარები იბლოკება? შემთხვევით არაფერი ხდება...
მე-10 ჯერ მაინც დავწერე, მაგრამ ბლოკავენ...
P.s. მე "ნაცი" არ ვარ და ამ კომენტარში ფული არ ამიღია!
Rusi armielebis tvalsachino carmomadgenelia amieredan chemtvis Shengelia, mandve iyos...
ვიგნიასებთ ცოტა ხანს და ჩავჩუმდებით, ვითომც არაფერი ყოფილა ))
კაშიაზე ასე არ იყო ? შეგვარცხვინაო, ნაკრებიდან მოვკვეთოთო, ბოდიში მოიხადოს თორე არ გავჩერდებითო...
და მერე ? არც ბოდიში მოიხადა და მას შემდეგ ერთი ათჯერ მაინც ითამაშა სანაკრებო მატჩი თბილისში. ვითომც არაფერი... იმიტომ რომ თემის სიმძაფრე გადავლილია, ორთქლიც გამოშვებული. კიდევ ერთხელ - ტუუუ, ტუუუუუუუ !!!
ახლაც ასე იქნება რაა, ცოტას "ვიბობოქრებთ" ჯიგრულ-პათეტიკურად
"ჩვენ უბრალოდ ვერთობით
ჩვენი ურთიერთობით"
თავს ნუ იგდებს სასაცილო მდგომარეობაში, კლავიატურის ლომებო!
ერთი ადგილი რომ გქონეთ, ორ ნაბიჯშია რუსის ჯარი, აქამდე უამრავჯერ შეგეძლოთ პასუხი გაგეცათ მაგრამ არა, არ გაქვთ ერთი ადგილი.