"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, რომელმაც არაერთხელ ასახელა თავისი სამშობლო და მომავალშიც ასახელებს.და იმ ხალხის გასაგონად რომლებიც თავს ესხმიან ამ მართლაც რო უნიკალურ სპორტსმენს მინდა ურჩიო: ცივი წყალი დალიეთ! კიდევ ერთხელ წარმატებები თოკოს!!!!
tuko
09 ივლისი 2020 18:31
55
ამ ნაბიჯით შენგელიამ გაიკეთა თავისი პირადი საქმე, მაგრამ შეურაცხყო ქართველი ქომაგები, ამიტომ ფანების სახელით მოვითხოვთ:
1. ნებაყოფლობით გადადგეს ნაკრების კაპიტნობიდან (თუკი შერჩა ღირსება და თავმდაბლობა) და ნაკრებში მაღალი დონის, რეგულარული თამაშით გამოისყიდოს "დანაშაული" - ამ შემთხვევაში მზად ვართ მივიღოთ მისი ეს გადაწყვეტილება, ხოლო თუკი კუდაბზიკობას დაიწყებს და იტყვის, არაფერი მჭირს ასახსნელიო და არც კაპიტნობაზე იტყვის უარს, მაშინ უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან - წინააღმდეგ შემთხვევაში, კალათბურთის ფედერაციასა და მას პირადად ნაკრების ფანები მოვუწყობთ ობსტრუქციას!
fani
09 ივლისი 2020 18:17
26
რახან შენ იტყვი!
მანჩო
09 ივლისი 2020 21:03
14
მარტო ცსკა კი არ დაინტერესდა, ცსკამ შესთავაზა ყველაზე მეტი
papa
09 ივლისი 2020 20:10
4
თოკო არის ევროპის ერთერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც აქვს ამბიცია და უნდა რეალიზება, მაგალითად ევროლიგის მოგება. სულ რამოდენიმე გუნდია ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, ამ გუნდსბიდან მხოლოდ ცსკა-მ გამოიჩინა ინტერესი და სპორტული თვალსაზროსით მე თოკოსი მესმის. მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს რო ეს რუსული გუნდია. დარწმუნებული ვარ რეალს რომ ეაქტიურა ან მილანს თოკო რომელიმე მათგანს აირჩევდა. არ იაქტიურეს, და ამიტომ თოკოს წარმატებას ვუსურვებ იქ სადაც შამსი აქვს მოიგოს ევროპის მთავარი ტურნირი.

და კიდევ, არმიის გუნდია თუ უბრალოდ რუსული, ჩემი აზრით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რადგან რაცერთი კალათბურთელუ ვინც მაგ კლუბში ათამაშობს რუსულ არმიასთან არ აიგივებს თავის თავს, არც რუსი და მითუმეტეს არც უცხოელი. სხვა რუსულ გუნდსბში კიდევ უამრავ ქართველს უთამაშია და თამაშობს, კალათბურთს, ფეხბურთს და რაგბს.
თანგო
09 ივლისი 2020 18:16
37
ძირითადად ეგრეა, გეთანხმები, მარა მაინც ცსკა-ს დედაც... მაგათი წაგება სულ გამეხარდება, იმედია თოკოს კარგი ტამაშის ფონზე.
ქორ-პარიკმახერი
10 ივლისი 2020 10:18
0
თანგო გენეცვალე ლოგიკაში
ALONZO
09 ივლისი 2020 18:39
17
ნიკა-ს მოსაზრებას მთლიანად ვიზიარებ. ბოდიშს ვუხდი დანარჩენ ბიჭებს, მაგრამ სადაც ეს ითამაშებს, მე იქ ნაღდად ვერ მივალ და ვერ ვუგულშემატკივრებ გუნდს!
მირიანი
09 ივლისი 2020 17:29
25
ირაკლი, ხოდა თუ ცოცხალია შენი იყოს, ვინ გართმევს?))) ჩემთცის ტრუპია და რა ვქნა)))))
ონისე
09 ივლისი 2020 17:14
22
უდიდესი წარმატებები მინდა ვუსურვო თორნიკეს
23456
09 ივლისი 2020 17:13
39
რა საჯინობოს ეძახდნენ ან როდის?კალათბურთის ბაი-ბუიში ხაარ? ჩამოგითვალო იმ დროს ვინ თამაშობდა მანდ და სუყველა რომ მაგარი კალათბურთელი იყო თუ გახსოვს?
ლოპატოვი,ტარაკანოვი,ერიომინი,მიშკინი,გობოროვი,ენდენი,ტკაჩენკო...ესენი იყვნენ საჯინიბოს კალათბურთელები?
დ.ფ.
09 ივლისი 2020 17:10
24
მე, როგორც ერთი რიგითი ქომაგი, მივმართავ თორნიკეს და ვეუბნები შემდეგს:
აწმყო - შენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხარ (ჯერჯერობით მაინც), შენ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ხარ (ამ ეტაპზე), შენ ჩვენი ნაკრების ღერძი და საქართველოს სახე ხარ მოქმედ კალათბურთელებს შორის (ამჟამად). თუმცა, აწი:
წარსული - შენ უამრავი ქართველის კერპი იყავი და მათი გულები დაამსხვრიე, შენ საამაყო ადამიანად ითვლებოდი და საწინააღმდეგო დაამტკიცე, შენი გვჯეროდა და შენს გამო ღამეებს ვათენებდით ხოლო შენ ყველა ცალ ფეხზე დაგვიკიდე.
მომავალი - სწორედ ამიტომ: შენ ხალხის სიყვარულს დაკარგავ, დიდი ალბათობით შენ ქართველი ქომაგი სტვენას აგიტეხავს, რუსეთში წასვლით შენი კარიერაც რისკის ქვეშ დადგება და ღმერთმა ნუ ჰქნას რომ "ღამურა"-ს ისტორია განმეორდეს.
ამიტომ, ერთ საღამოს დაჯექი მარტოდმარტო, დაფიქრდი კარგად და გააანალიზე თუ რა შედეგები მოჰყვება ამ ნაბიჯს თუნდაც შენი კარიერისთვის, იმაზეც იფიქრე თუ ამ დონის ცნობად ადამიანს უღირს თუ არა თანამემამულეებისთვის სულში ჩაფურთხება, იმ თანამემამულეთათვის, რომლებიც მუდამ სიამაყით იყვნენ აღვსილები და ყველგან შლიდნენ ქართულ დროშას შეძახილებით: "თოკო შენგელიააა!"
ქალის სიმართლე
09 ივლისი 2020 17:07
22
ვისზეეე დიდი სპორტსმენი ხარ თოკოო? როდიდან იყო ძლიერი გუნდები და ტიტულები ხალხის სიყვარულის საპირწონე? რატო არ გადადის კანკავა რუსეთში? რატოო ამბობს ფაჩულიაა რუსულად ნუ მელაპარაკებითო? რამდენს არ აქვს ტიტულები მოგებულიი მარაა იმათზე მეტად სიყვარულით იხსენებენ ვიდრეე მსოფლიო ტიტულევის მქონეები, მარტო სიტყვა არ კმარაა არ იცვლებაა ჩემი პატრიოტიზმიო მანდ გადასვლითო, გორგოძე რუსულ კლუბში როგორი სანახავი იქნებოდაა? შენ უნდა გქონდეს შინაგანი პროტესტის გრძბობაა რო მოსკოვში და რუსული არმიის კლუბში არ გიღირდეს წასვლაა, ტიტულები და ფული მხოლოდ წამიერი მომენტია და ხალხის სუყვარულის შეგრძნება მთელი ცხოვრება გაგყვება? ხოდა მოიგე ვითიბი ლიგააა მერე? რითი იამაყევ ჩამოსულზეეე რითიიიი ვითიბი და ეუროლიგის მოგებით,
ნიკა
09 ივლისი 2020 17:01
28
არ ყოფილხარ შენ კაი კაცი თორნიკე
lex
09 ივლისი 2020 16:52
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული