"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
თორნიკე შენგელია: "ბედნიერი ვარ აქ
(ცსკა-ში) გადმოსვლით".
ტიკ-თოკო, ამ სიტყვებზე პასუხი ერთია:
Желаю неудачи!
ტიკ-ტოკი
09 ივლისი 2020 15:47
19
ქართველი კაცი, რომ რუსეთის არმიის კლუბში გადახვალ და იტყვი აქ ბედნიერი ვარო, საერთოდ რაზეა საუბარი. მისნაირი კალათბურთელისგან ძალიან საწყენია
gio
09 ივლისი 2020 15:46
20
მავთულხლართების გამბმელები კარგი იყო,ჩაგეთვალა. ისე გეთახმები 100% -ით
დ.გ
09 ივლისი 2020 15:42
15
შენ ისიც კი არ გცოდნია ვის გაზს მოიხმარ და ფულს ვის უხდი...პატრიოტი გამომიხვედი.კარგად გაიკითხე იქნებ ვინმე ჭკვიანმა გითხრას სად მიდის ფულის უმეტესობა როცა გაზის ფულს იხდი...ჩაო ბამბინო!
ვის გაზსს მოიხმარ???
09 ივლისი 2020 15:40
11
მიდი თოკო ააფრიალე ქართული დროშა მოსკოვში !
ამ ვითომ ვაი პატრიოტებმა (ყველას არ ეხება) სოროსის დოლარებზე გაყიდულებმა და საზღვართან ჩახდილებმა ხმა არ უნდა ამოიღონ. თურქეთში რო გადასულიყავი გასუსულები იქნებოდნენ
dato
09 ივლისი 2020 15:39
38
ძალიან გაწბილებული ვარ, აი ნახავ თუ იტუდისმა სკამი არ გახეხინოს და მერე გაგახსენდებით შენი გულნატკენი თაყვანისცემლები, ბანკეტზე ივანოვი გადაკოცნე მაგრად და პუტინთან მოკითხვა დააბარე. ფუიიიიიი................ კაცო ბედნიერი ვარო გაიგეთ ხალხოოოოოოო, ცეესკაო
კახა
09 ივლისი 2020 15:38
20
იმედი მაქვს ქინა კომენტარი გამოქვეყნდება ბატონო ხვიჩა და ისე არ იქნება როგორც თქვენს სტატიებზე ხშირად ხდება ხოლმე როდესაც შლით ან არ ავქყნებთ !!
თან იმას დავამატებ წინა კომენტარს , რომ ქართველ გულშემატკივარს არა მარტო თავისი ცსკაში გადასვლით მიაყენა შეურაცხყოფა არამედ რუსების თვალში ისე გამოვიდა რომ მათი ფულის გამო სულ ფეხებზე დაიკიდა ქართველი გულშემატკივარი !!!
mikhael
09 ივლისი 2020 15:25
24
თოკო ჩვენი ძმაა, ძმას კიდევ შეცდომები ეპატიება .
dv
09 ივლისი 2020 15:23
61
წარმატებებს ვუსურვებ თორნიკე შენგელიას, მთავარია მან იცის რა უნდა...მინდა ვისურვო და მასაც ვუსურვო მისი კაპიტნობით საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი სინჯის მედალი ჩამოეტანოს ევრობასკეთიდან!
gogia
09 ივლისი 2020 15:16
42
არ არის ამის ნაკრებში გამოძახება საჭირო რათა იყოს კარგი მაგალითი სხვებისთვის რომ არის წითელი ხაზები რომელიც არ უნდა გადალახო/
ერის და ქვეყნის ყპატივცემულობა უნდა იყოს დასჯადი, ამ სიტუაციაში კი სასჯელი უნდა იყოს ნაკრებიდან გაშვება და იბედნიეროს იქ ჟანგიან დერჟავაში და გააბედნიეროს გალერის მონები !!!!!!
სხვა ახალგაზრდებს გავუხსნათ კარები ნცაა-ში ბევრი ახალგაზრდაა და მიეცეთ მათ შანსი . ცსკას კალათბურთელს არ აქვს მორალური უფლება ნაკრების ფორმით ქართულ ჰიმნზე დგომის უფლება!!!
mikhael
09 ივლისი 2020 15:15
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული