ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
გასაგებია რომ ეს საკლუბო გუნდია და თან ევროპის თასის მოგების სერიოზული კანდიტატია. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ბასკონიაგან განსხვავებით შენს გუნდს ვეღარ ვუქომაგებთ გასაგები მიზეზების და გამო.
მიუხედავად ამისა, ეს შენი საქმეა და არა ქართველი გულშემატკივრის და ბევრი ვაი-პატრიოტის.
დარწმუნებული იყავი, რომ გულის სიღრმეში ყველას ეამაყები და ამიტომაც მეტად განვიცადეთ შენი ეს გადაწყვეტილება.
მოკლედ, ეს შენი ჯვარია რომლის ტარებაც სამწუხაროდ მოგიწევს მხრებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ დაგვიმტკიცო ყველა ვცებოდით.
ჩემთვის და ბევრისთვის, ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი იყვავი და რჩები. ვისურვებდი, რომ კონტრაქტის პირობებში ბასკონიაგან განსხვავებით დაიტოვე შესაძლებლობა, რომ დაეხმარები საქართველოს ნაკრებს, სადაც ველოდებით, რომ თავდაუზოგავად დაიხარჯები და ყველა "ცილისმწამებელს" შეაცვლევინებ მოსაზრებას შენივე თამაშით.
წარმატებები კაპიტანო!
არ უნდა ითამაშოს შენგელაიმ საქართველოს ნაკრებში!!
...ფულის/დიდი ფულის გულისთვის შეიძლება სხვამაც მიიღოს არაპატრიოტული და სამარცხვინო გადაწყვეტილება, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, უბრალოდ ასეთ გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, მერე ნუ გიკვირს და გწყინს, რომ პატივს აღარ გცემენ!