ფოტო: facebook.com/cskabasket/
მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.
საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.
"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:
"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
ტიპი გადავიდა ევროპის ყველაზე ძლიერ და ფინანსურად გამართულ გუნდში.
თქვენი გასარჩევი ნამდვილად არ არი თორნიკეს გადაწყვეტილება.
თქვენი ლოგიკით არც თურქეთში არც ირანში და არსად არ უნდა მიდიოდეს ქართველი თუ რას იძახით?
წარმატებები თოკოს, რომელიც ევროლიგასაც და VთB ლიგასაც ნამდვილად შემატებს თავის ტიტულებს და ნაკრებსაც ძალიან გამოადგება მოახლოებულ ევროპაზე და იმედია მსოფლიოზეც.
მაგ ლოგიკით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც რა პრობლემაა. ანუ ნუ გადავყვებით პოლიტიკას ხო?..რა მოხდა მერე თუ რუსეთი გვემტერება და ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. დაე იყოს ასე. პოლიტიკას ხო არ ავყვებით.