"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
საცოდავი ხარ .... მერე რო ფული გაქ მაინც საცოდავი ხარ
rrrrrr
16 ივლისი 2020 08:11
1
ხოდა მივიდეთ ყველანი სანაკრებო თამაშზე და იმდენი ვქნათ რო ეს ადამიანი აღარ გამოიძახონ. სადაც ამდონეზე ფეხებზე დაიკიდე გულშემატკივარი და ქვეყანა ჩვენც გვაქ უფლება რომ ობსტრუქცია მოვუწყოთ სტვენით. ჩვენ თუარვქენით ეგ ეჭვი მეპარება ფედერაციამ რომ ხმა ამოიღოს ხმის ამომღები რომ იყოს აქამდე ამოიღებდა..
გიო
14 ივლისი 2020 00:16
4
ესე იგი ზოგის თვის პრობლემა არაა?
ან მაგ არსებას საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართვით
ან კიდევ ჩემდა თავად ოკუპაციის შემწინააღმდეგებლისლის დდდდდდ
გაუფორმეთ პუტინს ახალი გიორგიევსკის ტრაქტატი !!!!!
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" ??????????????
10 ივლისი 2020 15:25
9
თქვენ თუ საქართველოზე და საქართველოს ნაკრებზე ფიქრობთ, იმას რატომ არ ამბობთ რომ ბასკონიაში როცა თამაშობდა ნაკრებში არ უშვებდენ და მოსკოვში გადასვლის შემდეგ უფლება მისცეს რომ ითამაშაოს ნაკრებში. თანაც როგორც კახა შენგელიამ თქვა, მთავარი პირობა სწორედ ეს იყო და მაგის მერე დათანხმდა თორნიკე ცსკაში თამაშს. ანუ რაც არ უნდა წეროთ და ილაპარაკოთ თორნიკე ნამდვილი პატრიოტია, რომელიც საქმით ამტკიცებს ამას და არა უაზრო ურა-პატრიოტული ლოზუნგებით.
ირაკლი
10 ივლისი 2020 12:46
10
პატივს ვცემ როგორც კალათბურთელს,მაგრამ არმინდა რომ ისევ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყოს.

პ.ს;ისე ზოგიერთები როგორც ამბობენ პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვაა,რუსეთისთვის
ეს აქსიომა არ არის,მათვის პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა.
კობა
10 ივლისი 2020 11:50
6
ჩვენ რუსეთი ვართ?
Dato
10 ივლისი 2020 13:56
9
შენ შეიძლება რუსეთის დუმაშიც ამოყო თავი. ისე კი არ მოგაკლოს ღმერთმა მასეთი ბედნიერება, კაცი იყავი და ახლა "ჩერნაჯოპი" გახდი.
კიოსერა
10 ივლისი 2020 10:13
9
რაში გამოიხატება საკუთარი ქვეყნისა და ერის სიყვარული?მხოლოდ სუფრაზე სადღეგრძელოებში?რა უნდა გააკეთოს შენგელიამ ქვეყნისთვის,რა იარაღს აიღებს და ომში წავა,ისევე როგორც შინდისის გმირები?რაც შეეძლო ისიც არ გააკეთა,სამწუხაროა ძალიან,რა მანიშნებელია მისი ქმედება რუსეთისთვის,რომელიც დღეს საქართველოს უდიდესი მტერი და ქართველთმოძულე სახელმწიფოა.იმის მანიშნებელია რომ ქართველებს არ აქვთ ერთობა,არ გააჩნიათ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსება,ბედოვლათები ვართ,ძალიან მიკვირს აქამდე რამ მოგვიყვანა,ალბათ სხვანაირები ვიყავით.
დავითი
10 ივლისი 2020 07:18
7
არ გაქვს უფლება საქართველოს ნაკრების კაპიტანი იყო !!!!! ყველა კომენტარი კარგად წაიკითხე და იქნებ მიხვდე რამდენი ქომაგი გყავდა სამშობლოში და რამდენი დაკარგე !!! ცსკა-ს ყველა მარცხი გამეხარდება რა თქმა უნდა !!! ეს ბოღმით ნათქვამი არ არის .. ეს 8 აგვისტოს დაღუპული ქართველი ხალხის ხმა არის !!! 8 აგვისტოს როდესაც სხვები ომობდენ იხოცებოდენ და შენ ევროპაში მშვიდად იჯექი. არანაირაი ქართული სულის მატარებელი არ ხარ შენ. მარკოიშვილიც იყო ცსკა-ში მაგრამ შენ და მარკოიშვილს შორის დიდი სხვაობაა ... საქაღტველოს კაპიტანი ხარ და იმედია მიხვდები რომ ეს წოდება სხვას უნდა ჩააბარო!
tt
10 ივლისი 2020 03:44
8
ვისაც 8 აგვისტო ტკივა იმ ხალხს როგორ ეუბნებით ცივი წყალი დალიეთო! იმხალხს როგორ თხოვთ ამ გადაწვეტილებას მიესალმონ?! რუსეთი დღეს ჩვენი ყველაზე რეალური მტერია და ვინც იქ ცხოვრებით უპირობოდ ბედნიერია - ის ჩვენი მეგობარი ვერასდროს იქნება!
ბასკი
09 ივლისი 2020 21:04
17
რა შუაშია 8 აგვისტო და რუსეთი? რუსეთის დ.... და პუტინის ზედ. რას აპოლიტიზირებთ ყველაფერს მეტი საქმე არ გაქვთ? წარმატებები თოკოს ყველგან და ყველაფერში. მაგარი კაცი ხარ გაუძელი ამ ქაჯებს!და კიდევ ერთი, ევროლიგას რო მოიგებს და საქართველოს დროშით რო შემოისება რუსეთის დედაქალაქში მგონი ამაზე დიდი კაიფი არაფერი იქნება ჩვენი საამაყო სპორტსმენისთვის!!!
tuko
10 ივლისი 2020 10:29
14
გინდა ჯორდანივით თამაშობდე, სამარცხვინო კაცი ხარ თორნიკე შენგელია. შენც და მამაშენიც. როგორ ამართლებდა შენ გადასვლას. მაგის გაზრდილი რა იქნები?!
გიორგი
09 ივლისი 2020 18:42
30

სიახლეები პოპულარული