"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
თოკო გილოცავ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სახელით იმიტო რო აქ კომენტარებმა არ დაგაბნიოს სადაც ერთი და იგივე ტროლები სავარადოდ ნაც ხროვა აკეთებს ევროლიგის მოგებას გისურვებ ცსკა ისეთევეა როგორიც გალათასარაი ან კიდე სხვა მაგ ლოგიკით 2006 ში შიზოფრენიკმა ათასობით ქართველს ლუკმა პური გაომგლიჯა პირიდან და რუსეთიდან გამოაძევებინა.
ზვიო
09 ივლისი 2020 13:28
54
ამ თემაზეც ნაციონალები და სააკაშვილი გელანდებათ მართლა სამკურნალოები ხართ
09 ივლისი 2020 15:11
6
ანუ მაგ ათასობით ქართველს ფული რომარ მოგკლებოდათ რუსეთში და პირში გემრიელი საჭმელები გეყარათ აქ მილიონობით ხალხმა უნდა ვემონოთ რუსებს და ხმის ამოღება ვერ გავბედოთ? შენ და შენნაირი აზროვნების "ქართველს" პირში ლუკმის მაგივრად სხვა რამე უნდა ჩაუდოს კაცმა
გიო
09 ივლისი 2020 13:51
9
ყველა გამოხმაურება
მესმის თორნიკესი,ოჯახი ჰყავს,მაგრამ ვერაფერი მაიძულებს,ამითი ბედნიერი ვიყო,ან თუნდაც მომწონდეს.
სოსო
09 ივლისი 2020 13:22
30
კაი რა გესმის თუ ძმა ხარ, ოჯახი თორე მანდ რომ არ გადასულიყო შიმშილთ დაიხოცებოდნენ
gio
09 ივლისი 2020 13:34
8
ხომ გახსოვს ჰიმნის დროს დროშისკენ უნდა შებრუნდე და გულზე ხელის დადებაც არ დაგავიწყდეს. რომ გაიგებ საზღვარი გადმოწიესო არ შეიმჩნიო. ,,არაპროფესიონალური'' იქნება.
David
09 ივლისი 2020 13:21
21
ტუ ასე მაგარი პატრიოტები ხართ მალე დიდგორობა ახლოვდება და აღნიშნეთ აბა ერთი მარა თუქები მიგაჩმორებენ ასე რომ თოკოს ვენაცვალე მის არჩევანში მილიონები ეშოვოს მსი შრომითაა რაც არის.
samtredski
09 ივლისი 2020 13:21
60
რამდენს სიკვდილის ფასად ვერ დაადგმევინეს ფეხი დროშაზე, მაგალითად ანწუხელიძეს, ზოგი კი ბედნიერია რუსული დროშიანი მაისურის ჩაცმით. ჩვენისთანა ბედნიერი არის განა სადმე ერი ...
იოანე
09 ივლისი 2020 13:20
17
ჩემო თოკო გაიხარე, იდღეგრძელე, 100 ქულა ჩაგეგდოს და თამაში არ მოგეგოს!!! ვუსრუვებ ბარსას, რეალს ან კიდევ სხვას, რომ ცსკა-სთვის (მათ შორის შენთვისაც თოკოოო!!!) დაეხიოს თავზე ბურთი და ემბლემაც ზედ მიეყოლებინოთ!!!
პაატა
09 ივლისი 2020 13:18
17
პორტალ რაღაც მეტისმეტად ფილტრავ და ახარისხებ კომენტარებს, რაიყო დიდება რუსეთს მეთქი უნდა დავწერო რომ გამოაქვეყნოდ?
გიო
09 ივლისი 2020 13:18
7
იმბეცილები ხართ სპორტს და პოლიტიკას ვინც აიგივებთ ერთმანეთთან.
ტიპი გადავიდა ევროპის ყველაზე ძლიერ და ფინანსურად გამართულ გუნდში.
თქვენი გასარჩევი ნამდვილად არ არი თორნიკეს გადაწყვეტილება.
თქვენი ლოგიკით არც თურქეთში არც ირანში და არსად არ უნდა მიდიოდეს ქართველი თუ რას იძახით?
წარმატებები თოკოს, რომელიც ევროლიგასაც და VთB ლიგასაც ნამდვილად შემატებს თავის ტიტულებს და ნაკრებსაც ძალიან გამოადგება მოახლოებულ ევროპაზე და იმედია მსოფლიოზეც.
sm
09 ივლისი 2020 13:17
63
აქ ბევრმა დაწერა და მეც ვიმეორებ: რუსული ჯარის გუნდში წასვლა არაა პოლიტიკის სპორტთან არევა. ესაა საკუთარი ქვეყნის და თავის უპატივცემულობა და ყველას და ყველაფრისთვის სულში მიფურთხება. ვერ გააპრავებთ შენგელიას გადასვლას. ვერა!! ვერანაირად!!
მაგ ლოგიკით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც რა პრობლემაა. ანუ ნუ გადავყვებით პოლიტიკას ხო?..რა მოხდა მერე თუ რუსეთი გვემტერება და ჩვენი ქვეყნის განადგურება სურს. დაე იყოს ასე. პოლიტიკას ხო არ ავყვებით.
ჯერი
09 ივლისი 2020 13:50
8
თოკოს წარმატებები ვინც კალათბურთის ნაღდი გულშემატკივარია ყველა შენ გვერდითაა და დანარჩენებისგან ნუ გიკვირს ისედაც აზრზე არ იყვნენ შენი არსებობით აქამდე. დარწმუნებული ვარ კაპიტანი გახდები იმ გუნდის ვინც მომავალ წელს ევრო ლიგას მოიგებს
samtredski
09 ივლისი 2020 13:16
55
სულ ბედნიერად და დატოვე ნაკრების კაპიტნობა შენთვითონ.
გია
09 ივლისი 2020 13:14
10

სიახლეები პოპულარული