"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
გენათალა მამიკო, შვილო))))
მამა
09 ივლისი 2020 13:14
7
მიდი თოკა მიაწექი ძმა. სადაც გინდა იქ ითამაშე. ვაი ქართველების ბრალი ვინც გაკრიტიკებს. მიაწექი როგორც გაიგარდეს ძმა. სადაც არ უნდა იყო მაინც გიგულშემატკივრებ. ახლა ეს თითიდან გამოწოვილი თემ დაიკიდე ბოლომდე და დასაკიდებელია კიდევაც. ცსკა ისეთივე გუნდია როგორც ფენეხბახჩე. ამიტომ მიაწექი გინდა რუსეთში ითამაშე გინდა თურქეთში. ორივე ჩვენი მტერი ქვეყანაა მაგრამ ეს სპორტია და შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ითამაშე იქ ძმა და საქართველოს ნაკრებში ბოლომდე დაიხარჯე. ეს გევალება და დარწმუნებული ვარ ასეც იზავ. თოკო წარმატებები და ევროლიგის მოგებას გისურვებ თუნდაც ერთხელ მაინც
123333
09 ივლისი 2020 13:11
57
ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღე და დარწმუნებული ვარ, რომ იცი ამის შესახებ და ძალიან კარგად გესმის.

გასაგებია რომ ეს საკლუბო გუნდია და თან ევროპის თასის მოგების სერიოზული კანდიტატია. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ბასკონიაგან განსხვავებით შენს გუნდს ვეღარ ვუქომაგებთ გასაგები მიზეზების და გამო.

მიუხედავად ამისა, ეს შენი საქმეა და არა ქართველი გულშემატკივრის და ბევრი ვაი-პატრიოტის.

დარწმუნებული იყავი, რომ გულის სიღრმეში ყველას ეამაყები და ამიტომაც მეტად განვიცადეთ შენი ეს გადაწყვეტილება.

მოკლედ, ეს შენი ჯვარია რომლის ტარებაც სამწუხაროდ მოგიწევს მხრებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ დაგვიმტკიცო ყველა ვცებოდით.

ჩემთვის და ბევრისთვის, ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი იყვავი და რჩები. ვისურვებდი, რომ კონტრაქტის პირობებში ბასკონიაგან განსხვავებით დაიტოვე შესაძლებლობა, რომ დაეხმარები საქართველოს ნაკრებს, სადაც ველოდებით, რომ თავდაუზოგავად დაიხარჯები და ყველა "ცილისმწამებელს" შეაცვლევინებ მოსაზრებას შენივე თამაშით.

წარმატებები კაპიტანო!
TOKO-s
09 ივლისი 2020 13:09
37
გისურვებ, უმძიმესი ტრავმის მიღებას პირველივე თამაშზე და კარიერის დასრულებას!!!!!
ქართველი!!!!!!
09 ივლისი 2020 13:06
37
მალადეც, ШЕНГЕЛИН. როდინა მატ ნე ზაბუდეტ ტვოი პოდვიგ!!!))))))
ზაქრო
09 ივლისი 2020 13:04
9
გერბს აკოცე!
09 ივლისი 2020 13:03
14
წარუმატებლობები
Superman
09 ივლისი 2020 13:03
14
ჩვენი მხარდაჭერა თორნიკეს, მაგ ლოგიკით არც თურქეთის კლუბებში არ უნდა ვითამაშოთ, არც რუსული პროდუქცია არ უნდა მოვიხმაროთ
ზურა
09 ივლისი 2020 12:58
58
თურქეთი არა ბიზანტია გაიხსენეთ და დინოზავრები :@ :@ საქართვველოს ყველა თაობას თავისი ომი ქონდა.. თურქეთს ვერ გაუმკლავდა წინა თაობა .. ჩვენი თაობა კიდევ მიეყყიდა რუსეთს ფულზე.
არ უნდა ითამაშოს შენგელაიმ საქართველოს ნაკრებში!!
ზურას
09 ივლისი 2020 13:21
10
ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაა! ბოლომდე არ მეჯერა და ესპანეთის ფინალში გიჟივით ვგულშემატკივრობდი, მაგრამ დღეს დამთავრდა ყველაფერი. აი, ხიმკიში ან რამე სხვა, არაარმიულ, კლუბში რომ გადასულიყო, კიდევ შეიძლება რაღაც დადებითი ემოცია შემენარჩუნებინა, მაგრამ ცსკა უკვე ძალიან ზედმეტია!
...ფულის/დიდი ფულის გულისთვის შეიძლება სხვამაც მიიღოს არაპატრიოტული და სამარცხვინო გადაწყვეტილება, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, უბრალოდ ასეთ გადაწყვეტილებას რომ მიიღებ, მერე ნუ გიკვირს და გწყინს, რომ პატივს აღარ გცემენ!
მიშა
09 ივლისი 2020 12:58
14
ყოჩაღ, ჯიგარი ხარ. უკვე შეგიძლია ემთხვიო რუსულ დროშას!!!!!
ბარსა
09 ივლისი 2020 12:57
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული