"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
თოკო, არავინ ისე არ გქომაგობდა როგორც ჩვენ, ქართველი გოგონები, მაგრამ შენი ამ ნაბიჯით ჩვენი გულები დაამსხვრიე! ბოლო წამამდე ჭორი გვეგონა მაგრამ შენ საკუთარი კეთილდღეობა ყველაფერზე წინ დააყენე ... დღეს ნათლად გამოჩნდა რომ შეიძლება იყო კარგი სპორტსმენი მაგრამ არ იყო ღირსეული მამულიშვილი - ვწუხვარ რომ ამას ვამბობ მაგრამ ერის გამორჩეული შვილები ასე არ იქცევიან, რადგან ამ ცხოვრებაში ფულზე და საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა მათთვის არსებობს გაცილებით სხვა ფასეულობები!
ქალი
09 ივლისი 2020 15:15
26
კაცი 2 მეტრონახევარი გაიზარდა და თავში ტვინი არ ჰქონია, მკერდში კი გული.
საქართველოს მტერთან გადახვედი, ეროვნული გუნდის კაპიტანი?
ნდაა.
09 ივლისი 2020 15:13
27
კი ბატონო, არაა სასიამოვნო, სჯობდა, არ გადასულიყო, მაგრამ… აი ლამის მთელი საქართველო იანდექსით რომ მგზავრობს, სადაა თქვენი პროტესტი? ხო ცალსახად უკეთესი პირობები შესთავაზეს ამას ფინანსურადაც. თქვენ რომ 2 ლარის დაზოგვად გიღირთ იანდექსით მგზავრობა, იმან ათიათასებზე თქვას უარი?! ან მორაგბეები და ფეხბურთელები რომ არიან რუსეთში, რატომ არ აპროტესტებთ? ანანიძე რომ გადასულიყო ცსკაში ან ყაზაიშვილი, ასევე გააკრიტიკებდით, რადგან არმიის კლუბია? წარმოდგენა გაქვთ, რამდენი ქართველია რუსულ ჯართან კავშირში?! გგონიათ, აწუხებთ სინდისი ან მათ ან მათ ნათესავებს?! მთელი ქვეყანა რომ უპრინციპობის ზენიტშია, ამ ბიჭზე ჯოხის გადატეხვა არაა მართებული არანაირად!
Lasha
09 ივლისი 2020 15:13
25
ორმაგი სტანდარტის კლავიატურის ლომები არიან ესენი)).ამათ უმეტესებას ახლა ვინც თორნიკეს ლანძღავს,ორი ლარი რომ დაუგდო, ასაღებად წაიკუზება)))მე არ ვარ კალათბურთის გულშემატკივარი,მაგრამ უდიდეს წარმატებას ვუსრვებ ყველგან,სადაც არ უნდა იყოს.
კეკე
09 ივლისი 2020 15:47
21
თითქნის ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი. სანამ არ არის გვიან, გაწყვიტე თორნიკე კონტრაქტი. ან პირველივე ევროლიგის თამაშზე გამოდი ანწუხელიძის ან ტატუნაშვილის მაისურით და მთელი მსოფლიოს დასანახად თქვი რომ რუსეთი შენი სამშობლოს მტერი და ოკუპანტია!!! აჩვენე მაგ მონღოლთა შთამომავლებს, რომ არასოდეს არ დაიჩოქებს ქართველი, რომ ის მარტო ბრძოლაში შეიძლება მოკვდეს! გარწმუნებ, რაც შენს წინაპარს და საგვარეულოს არ გაუკეთებია საქართველოსათვის, შენ ზუსტად ერთ წუთში გააკეთებ! თუ არა და იქნები ასე გარიყული მუდამ. ფული რა თქმა უნდა გექნება, მაგრამ სახელი - არა. არა და რა სჯობია ბიჭო, როცა დიდი ექვთიმესავით, ილიასავით, დემეტრესავით, ანწუხელიძესავით ოქროს ასოებით ჩაექერები საქართველოს ისტორიაში!!! უკუნითი უკუნისამდე იამაყებს შენით ქართველი ერი!! ღირს ამაზე დაფიქრება.
სოლომონი
09 ივლისი 2020 15:12
25
გადავირიე, წნევამ ამიწია 200 -დე!
DATO
09 ივლისი 2020 15:07
7
წარმატებები თორნიკეს. ეს ურა პატრიოტიზმი მოსაბრზრებელი და გოიმურია. მისი კარგი და ლამაზი თამაშით იმ კლუბში მეტი რუსი ადამიანის გულის მოგება შეიძლება ვიდრე ეგეთი იდიოტური კომენტარებით. მაშინ ჩავკეტოთ საზღვრები და არ შემოვუშვათ არც რუსები და არ გავუშვათ ქართველები რუსეთში. წარმატებები თორნიკე შენგელიას!!!!!!
გგგგგ
09 ივლისი 2020 15:05
42
შენგელია ბედნიერი ყოფილა რუსული ჯარის გუნდში მისვლით. აბა, წარმატებები.
გეორგიევსკის ბაფთის მკერდზე გაკეთება არ დაგავიწყდეს, მავოზლეუმშიც მიდი და პატივი მიაგეს ბელადის გვამს.
ჯერი
09 ივლისი 2020 15:02
16
დაწყნარდით ქართველებო, ეს მისი არჩევანია!
გასაგებია რომ სპორტიც პოლიტიკაა, მაგრამ, თოკო ჩვენია, ბევრი ქართველი საზღვარგარეთ ჩვენია.. ჩვენი ბრალია რაც გვჭირს, ხინკალის ჭამის და ღვინოს სმის მეტი არაფერი შეგვიქნია, რამდენი ქართველია უკვე არაქართველი? ბევრი.. ვისი ბრალია? ჩვენ არავართ ღირსი საქართველოსი... რუსი თუ თურქი ჩვენ უკვე ყველამ გვაჯობა... ყველას ჩვენი ხოცვა უნდოდა.. და თუ ჩვენ ვერ ვივარგეთ, არა თოკოს ბრალია და ჭავჭავაძის... !) მოდით ჯერ ქართველიბა გავიხსენოთ, მომავალი თაიბა გავზარდოთ და მერე დავიწყოთ ქართველობაზე ლაპარაკი! პილიტიკა ბინძური საქმეა და სპორტიც ასე მოევლინა უკვე 21 საუკუნეს! ასე რომ, ჩვენი შვილები არა რუსეთში და თურკეთში უნდა ავღზარდოთ , გეყოფათ ქურდობა, ერთმანეთის გინება, და არ იქბება მაშინ იმის პრობლემა ვინ სად ითამაშებს და ვინ სად რას მღერის !! მე ემიგრანტი ვარ, ვცხოვრობდი 20 წელი რუსეთში, მე არ მიყვარს მათი კულტურა, მათი ტრადიციები, და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე ქართული სული მაქ, ქართული ენა მიყვარს, ქართული ჰავა მჭირდება, მარა, ვინ აიძულა ჩემ ოჯახს წასვლა საქართველოდან? ომმა 1992 წელს, ვისი ბრალია? ჩვენი ჩემო ქართველნო, გული კი მტკივა, რო გარუსებულია ბევრნი... და როდის ვნახავ ჩემ საქართველოს... მარა რეალობა საშინელია... რა დაემართა დიდი ილიას ერს, სად დავკარგეთ დავითის საქართველო?!! სადაა კონსტანტინეს დიდი მარჯვენა?! რას ვშვებით ქართველნო?!!
ნუ შეჭამთ ერთმანეთს ძმებო... !!!!
Geo
09 ივლისი 2020 14:58
14
ფსიქიატრიული საავადმყოფო
აბაზანის ტესტი

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიზიტის დროს ერთ-ერთმა ვიზიტორმა მიმართა დირექტორს:
- რა არის კრიტერიუმი, რომლითაც ისინი წყვეტენ, ვინ უნდა იყოს საავადმყოფოში?
დირექტორმა უპასუხა:
- ჩვენ ვასხამთ აბაზანაში წყალს და ვთავაზობთ პაციენტს კოვზს, ჭიქას და ვედროს. ვთხოვთ, რომ დაცალონ აბაზანა. იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გადაწყვეტს იგი მის დაცლას, ჩვენ გადავწყვეტთ მის ჰოსპიტალიზაციას.
- აჰ! გასაგებია.
- ნორმალურმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს ვედრო, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ჭიქა და კოვზი, - თქვა სტუმარმა.
- არა! უპასუხა დირექტორმა.
- ჩვეულებრივი ადამიანი ხსნის გადინების საცობს.
- რა გირჩევნია?
კერძო თუ საერთო ოთახი?

ზოგჯერ ცხოვრებას უფრო მეტი ვარიანტი აქვს, ვიდრე გთავაზობთ, უბრალოდ დააკვირდით მათ.

მწვრთნელი
09 ივლისი 2020 14:51
7
არვიცი რა ვთქვა რა,არადა ძალიან მაგრად გგულშემატკივრობდი დალოცვილო ბასკონიაც როგორც ვიცი ძალიან მაგარ ხელფასს გიხდიდა ნუთუ რა შემოგთავაზეს ესეთი რომ ყველაფერი გადადე და გადახვედი არმიელთა კლუბში სულ მცირე დასანანია შენი საქციელი
დდდ
09 ივლისი 2020 14:50
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული