"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
კი არ გადავიდა ცსკა-ში, მიეყიდა რუსული ჯარის გუნდს.
ყველაფერს თავისის ახელი უნდა ერქვას.
გიორგი
09 ივლისი 2020 12:56
12
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" აქ უკვე ნათქვამიაქ ყველაფერი
dmx
09 ივლისი 2020 12:53
9
ნაკრებში ისედაც არ ჩამოდიოდა, აქამდე ბასკებს ეხმარებოდა და ეგ იყო სასიამოვნო, ცსკა-ს სახელით რას იზამს სულ არ მაინტერესებს.
ის კი არ თუ ჩაფლავდა უფრო კარგია, რომ დარწმუნდეს რამხელა შეეშალა.
ზურა
09 ივლისი 2020 12:51
10
ანუ 2000 ლარად შენ იმუშავებ რუსებისთვის?
"SM-s"-ს
09 ივლისი 2020 16:25
4
2000 ლარიანი ხელფასი რომ გაგეჩითოთ, ვინც აკრიტიკებთ წახვალთო რომ ამბობ, კი ბატონო წავალთ, მაგრამ ჩვენ არც სახელი გვაქვს და არც საქართველოს სიმბოლო ვართ და თუ წავალთ ამას ვერც ვერავინ გაიგებს და არც რომელიმე ქართველს ეტკინება გული ჩვენი გადაწყვეტილებით, პირიქით რუსეთში ნაშოვნ ფულს ისევ ჩვენს ქვეყანაში გავუგზავნით ოჯახს და ქართულ ვალუტას გავამყარებთ. აი თორნიკემ ეტყობა ვერ გაითავისა ვინაა ის საქართველოსთვის ან გაითავისა და ფეხებზე დაიგვიკიდა ყველა, ხოდა აწი ჩვენც ფეხებზე გვკიდია, მოვა ევრობასკეტი და ნახავს რომ ტრიბუნები მას დაუსტვენს, წავიდეს საერთოდ ნაკრებიდან, ისემც უქნია რუსეთის მოქალაქეობა მიუღია.
sm-ს
09 ივლისი 2020 13:31
6
ყველა გამოხმაურება
ჩვეულებრივი ყორღანაშვილი ხარ შენგელია!
სანდრინიო
09 ივლისი 2020 12:49
19
სამარცხვინო ამბავია. ეს ფაქტს ვერ შეცვლის, მაგრამ უნდა იცოდეს.
ვვვ
09 ივლისი 2020 12:49
14
მისი წარმატება უკვე ავტომატურად რუსების წარმატებას ნიშნავს, შესაბამისად წარმოუდგენლად მიმაჩნია მის გულშემატკივრად დარჩეს ქართველი ადამიანი!!!

ფულის გამო არ უნდა გაყიდოს ადამიანმა ყველაფერი რაც ძვირფასია !!!
ტაო
09 ივლისი 2020 12:39
16
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული