"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
გენათალა მამიკო, შვილო))))
მამა
09 ივლისი 2020 13:14
7
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, რომელმაც არაერთხელ ასახელა თავისი სამშობლო და მომავალშიც ასახელებს.და იმ ხალხის გასაგონად რომლებიც თავს ესხმიან ამ მართლაც რო უნიკალურ სპორტსმენს მინდა ურჩიო: ცივი წყალი დალიეთ! კიდევ ერთხელ წარმატებები თოკოს!!!!
tuko
09 ივლისი 2020 18:31
55
თითქნის ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი. სანამ არ არის გვიან, გაწყვიტე თორნიკე კონტრაქტი. ან პირველივე ევროლიგის თამაშზე გამოდი ანწუხელიძის ან ტატუნაშვილის მაისურით და მთელი მსოფლიოს დასანახად თქვი რომ რუსეთი შენი სამშობლოს მტერი და ოკუპანტია!!! აჩვენე მაგ მონღოლთა შთამომავლებს, რომ არასოდეს არ დაიჩოქებს ქართველი, რომ ის მარტო ბრძოლაში შეიძლება მოკვდეს! გარწმუნებ, რაც შენს წინაპარს და საგვარეულოს არ გაუკეთებია საქართველოსათვის, შენ ზუსტად ერთ წუთში გააკეთებ! თუ არა და იქნები ასე გარიყული მუდამ. ფული რა თქმა უნდა გექნება, მაგრამ სახელი - არა. არა და რა სჯობია ბიჭო, როცა დიდი ექვთიმესავით, ილიასავით, დემეტრესავით, ანწუხელიძესავით ოქროს ასოებით ჩაექერები საქართველოს ისტორიაში!!! უკუნითი უკუნისამდე იამაყებს შენით ქართველი ერი!! ღირს ამაზე დაფიქრება.
სოლომონი
09 ივლისი 2020 15:12
25
მიდი თოკო ააფრიალე ქართული დროშა მოსკოვში !
ამ ვითომ ვაი პატრიოტებმა (ყველას არ ეხება) სოროსის დოლარებზე გაყიდულებმა და საზღვართან ჩახდილებმა ხმა არ უნდა ამოიღონ. თურქეთში რო გადასულიყავი გასუსულები იქნებოდნენ
dato
09 ივლისი 2020 15:39
38
არაფერ შეურაწყოფას არ ვწერ რატო მიბლოკავთ?
თავს დავდებ ლიანდაგებზე რო აქ ვინც აკომენტარებს პონტი რო ქონდეთ 2000 ლარიანი ხელფასის ცსკაში კი არა კრემლში წავლენ სტაჟირებაზე და კრასნადარებში და ვოლგოგრადებში წავლენ უკან მოუხედავად :))
ყველამ თავის გულში ჩაიხედოს ))
sm
09 ივლისი 2020 13:29
40
ეგრე ზუსტად საიდან იცით? ეტყობა ვინც ესეთ რამეებს წერს სუყველა წინ რიგებშია ნაომარი რუსებთან და ეგ გაძლევთ მაგის თქმის უფლებას.
ან ეს ამდენი ვეტერანი საიდან მოგროვდით ამ საიტზე სხვებს რო უწერთ ნიშნის მოგებით "აგვისტოში სად იყავით" და მისთანანი, სუყველა იქ როგორ იყავით?
saidan
09 ივლისი 2020 14:05
8
წარმატებები თორნიკე!
Abc
09 ივლისი 2020 16:23
32
ანუ, ცსკა-საც წარმატებას უსურვებ?
gg
10 ივლისი 2020 01:32
1
მერჩივნა „ლეიკერსში“ მენახე,მაგრამ რაც არი ეს არი...წარმატებებს გისურვებ და იმედების გამართლებას!!!
Jordan Beli
09 ივლისი 2020 13:32
34
ტუ ასე მაგარი პატრიოტები ხართ მალე დიდგორობა ახლოვდება და აღნიშნეთ აბა ერთი მარა თუქები მიგაჩმორებენ ასე რომ თოკოს ვენაცვალე მის არჩევანში მილიონები ეშოვოს მსი შრომითაა რაც არის.
samtredski
09 ივლისი 2020 13:21
60
ჩვენი მხარდაჭერა თორნიკეს, მაგ ლოგიკით არც თურქეთის კლუბებში არ უნდა ვითამაშოთ, არც რუსული პროდუქცია არ უნდა მოვიხმაროთ
ზურა
09 ივლისი 2020 12:58
58
თურქეთი არა ბიზანტია გაიხსენეთ და დინოზავრები :@ :@ საქართვველოს ყველა თაობას თავისი ომი ქონდა.. თურქეთს ვერ გაუმკლავდა წინა თაობა .. ჩვენი თაობა კიდევ მიეყყიდა რუსეთს ფულზე.
არ უნდა ითამაშოს შენგელაიმ საქართველოს ნაკრებში!!
ზურას
09 ივლისი 2020 13:21
10
რას გევხართ  ზოგიერთი, ადამიანის სახე რომ გაქვთ დაკარგული, ამოვთხაროთ ნახევარი საქართველოს სასაფლაოები, იქ წევს ქართველები რომლებიც საბჭოთაკავშირში მოღვაწეობდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ, შვილებს ზრდიდნენ და აოჯახებდნენ, რომლის ბინძური წარმომადგენელები ხართ ზოგიერთი შუბლძარღვ გაწყვეტილები, დავანგრიოთ ნახევარი საქართველო იმიტომ რომ მაშინდელი რუსული ფულთაა ნაშენები, გავაუქმოთ იმ ნახევარ მილიონზე მეტი ქართველების პასპორტები და ამობშალოთ მოქალაქეობიდან რომლებიც იქ მუშაობენ და აქ ფულს რიცხავენ და ზოგიერთი ნაგავი იმ ფულით საქართველოს სადღეგრძელოს სვავს! რას დაეტაკედ თორნიკეს, ნახევარი მსოფლიოს წამყვანი კალათბურთელები თამაშობენ რუსეთში, მათ შორის ისეთებიც ვისი ქვეყანაც რუსეთს სანქციებს უწესებს და ვინ აგინებს თავის სპორცმენს!  
კორონიკო!
09 ივლისი 2020 16:42
39
არ გინდა დაწყნარდი ვერ უშველი შენი ისტერიკებით. ისე ამოთხრას რომ იზახი და საფლავებზე ლაპარაკობ, 90 -იანებში 10000 ქართველი არ დაგავიწყდეს აფხაზეთში დახოცილი, გაუპატიურებული ქალები და დახოცილი ბავშვებიც გაიხსენე, 2008 წელი ანწუხელიძე, მაქამდე 2004 დამენია, ტატუნაშვილი 20% წართმეული ტერიტორიები, ქართველების გადამწვარი სახლები კიდე გევაგრძელებ თუ გინდა :( რაც შეხება საბჭოთა დროს მაშინ ის ხალხი იმ დიდი ქვეყანას ემსახურებოდა ქართულ ისტორიას წერდა რომ ჩვენ ბოდიში არ გვეხადა რუსებითვის ეს სიტყვა ვერ ეთქვათ, ჩვენ გიცავდით და ჩვენ გაჭმევდითო. ის ხალხი ჩვენი ღირსებისთვის შრომობდა და იბრძოდა და განსხვავებას ხედავ? თუ ვერა და მე რა გიყო
კორონიკო!-s
09 ივლისი 2020 18:25
13
რა სახელიც გაქვს, ზუსტად ის ხარ - კორონიკო....გეშლება, საყვარელო, ძალიან გეშლება....სსრკ როგორ იშიფრება, დაგავიწყდა ალბათ. რუსეთი ერთერთი რესპუბლიკა იყო, ოფიციალურად. იქ ცხოვრება არავის არჩევანი არ იყო, ვინც იმ დროს დაიბადა.ნახევარი საქართველო და მეტი, რუსული ფულით კი არა, საბჭოთა ფულითაა აშენებული და იმის მეასედის ტოლფასიც არაა, რაც ქართველებმა იშრომეს იმ ფულის მისაღებად. არც დღეს აძლევენ რუსეთში ფულს ვინმეს ქართველობისთვის. შრომობენ ისინი იქ და ბევრად მეტი ეკუთვნით. ამ შრომის უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ იაფი მუშახელია. როცა ეპრიანებათ, ცხოველების ვაგონებით გამოყრილი ქართველებიც გვახსოვს, არაადამიანური მოპყრობა ქართველების მიმართ, მსოფლიომ აღიარა.რაც შეეხება ნაგავს ქართველების ნაშრომი ფულით, სწორედაც საქართველოს სადღეგრძელო უნდა დაილიოს. ვინც საქართველოს სადღეგრძელოს არ სვამს, სწორედ ისაა ნაგავი. ისიც ნაგავია, ვინც ამტყუნებს, სამშობლოს სადღეგრძელოს რატომ სვამო.
რუსები უმადური ერია. რომ არსებობენ, უახლესი ისტორიიდან ორი ქართველის დამსახურებაა, პეტრე ბაგრატიონის და სტალინის. ისინი რომ არა, დღეს რუსეთის სახელმწიფო ამ სახით არ იქნებოდა. რომ არაფერი ვთქვათ პეტრე პირველზე. მაგრამ ისინი სახელმწიფოებრივად იმას აკეთებენ, რაც მათი გაძლიერებისთვისაა კარგი და ზნეობაზე ზედმეტად არ ჰფიქრობენ. სახელმწიფოებრივად ეს სწორი მიდგომაა.არც ვამტყუნებ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მიმტევებელი და ზნეობრივი ერი ვართ, ამიტომაც ვართ ამ დღეში.
რაც შეეხება თორნიკეს, არმიის კლუბი არმიის წევრებით კომპლექტდება, როგორც მახსოვს. მას წოდებასაც აძლევენ და თუ დასჭირდა, ვალდებულები არიან ემსახურონ რუსეთს, როგორც არმიელები. სავარაუდოდ თორნიკეც მიიღებს რუსეთის არმიის წოდებას. ასაკიდან გამომდინარე, ალბათ, ლეიტენანტის, და თუ დასჭირდათ საქართველოს წინააღმდეგაც აბრძოლებენ.... ეს თეორიულად. ახლა თვითონ განსაზღვრე, რამდენად სამართლიანი იყავი, იმ შენს გაცეცხლებულ-ისტერიულ კომენტარში.
ნინო
11 ივლისი 2020 12:42
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული