"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/cskabasket/

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

"თოკო დინასტიის გამგრძელებელია - მამამისი კახა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ, ფაქტობრივად, ესპანურ "ვალენსიაში" მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა. შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.

NBA-ს 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად "ფილადელფიამ" აირჩია და მალევე "ბრუკლინში" გაუშვა. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს
ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი "ბასკონიას" რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც." - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

"არმიელთა" საიტი ქართველი კალათბურთელის პირველ კომენტარსაც აქვეყნებს:

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ."

altცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

მკითხველის კომენტარები / 138 /
მწვრთნელო, პირველ რიგში შენი მოვალეობა იყო გესწავლებინა თორნიკესათვის თუ რა არის სამშობლო!!! სამშობლოს მცნება რო არა აქვთ გათავისებული და შესისლხორცებული, მაგიტომაც გარბიან რუსეთში. მაგიტომაც ეპატიჟებით რუს ტურისტებს, ჩამოგყავთ, მონებივით უკან დასდევთ და თვალებში შესციცინებთ რა ესიამოვნებათ, ქვევრის ღვინოს დააჭაშნიკებს თუ ჯერ ალადასტურს მიირთმევს სანან ცვრიანი მწვადი შეიწვება. ზის ამ დროს რუსი და ფიქრობს (მართლა შტერები ნუ გგონიათ და პოლიტიკაში არ ერევიან), ომი მოვუგეთ, ტერიტორიები წავართვით და ესენი კიდევ ლეკვებივით შემომციცინებენ თვალებშიო. და ამის მერე, მწვრთნელო, ესენი შენ აბხაზეთს და სამაჩაბლოს დაგიბრუნებენ ნებით? არა მგონია. თორნიკემ დღეს ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაკარგა როგორვ ერის სახემ ჩვენს თვალში, თორემ რუსებმა შეიძლება სულ ხელის გულზე ატარონ ჯუნასავით. სანამ ყველას და ყველაფერს თავის სახელს არ ვუწოდებთ, მანამდე არაფერი გვეშველება. იმედია, უკვე ურჩიე თორნიკეს რო პირველ რიგში ლენინი მოინახულოს მავზოლეუმში.
მწვრთნელს
09 ივლისი 2020 14:11
21
რევოლოცია, თუ გინადა მოახდინო ბიძია გავარდი ტყეში ფირალივით და ირბინე! თორნიკე გიშლით ხელს, თუ რა გჭირთ!? კვირკველია რკინიგზის გუნდში თამაშობს ფეხბურთს და რუსის ჯარი, რომ შემოვიდა სამაჩაბლოში ზუსტად მაგ რკინიგზამ მოიყვანა ვლადიკავკაზამდე, თორემ თავისით ვერ ჩამოაღწევდენ! როგორი კლუბია ახლა ლოკომოტივი მტრული თუ მეგობრული!?
მწვრთნელი
09 ივლისი 2020 14:21
21
რის მიხედვით ბლოკავთ და აქვეყნებთ
cancari
09 ივლისი 2020 14:07
1
დაწერე რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა, დაწერე რუსეთის სამადლობელი სიტყვები რომ თუ არა რუსები ეხლა თურქებს ვეყოლებოდით დაპყრობილი და გამოგიქვეყნებენ კომენტარს
გიო
09 ივლისი 2020 14:44
8
წარმატებები თოკო. ვამაყობთ შენით, რუს ხალხს ჩემგან დიდი სიყვარული გადაეცი
პროგრესული ქართველი
09 ივლისი 2020 14:07
64
გილოცავ თოკო, ვერც კი ხვდებით თქვენი ნეგატივით რამხელა ფსიქოლოგიურ დარტყმას აყენებთ ადამიანს, თქვენო ბოღმით უკლავთ ყველაფრის მუღამს, ვერ დავიჯერებ რომ აქ ბევრი თოკოზე პატრიოტია, ეს იქნებ იყოს კარიერული წინსვლა რომ ნბა ში გააგრძელოს, ცსკა ეხლა არის უდიდესი ტრამპლინი ახალი შესაძლებლობებისთვის, კი მართლა ძალიან მიტყდება მაგათი ჰიმნიც და მაგათი წითელი არმიაც და გული მწყდება რომ უკეთეს ადგილას არაა, მაგრა რახან გადავიდა ეხლა უნდა მოვშხამოთ ბოლომდე? ვერ ვიტან რუსეთს აი შინაგანად მეზიზღება მაგრამ თოკო არა მგონია რუსეთის სიყვაულისთვის იყოს მანდ, არის მატერიალუირი სარგებელი და სპორტული წინსვლა და მეტი რა უნდა უნდოდეს სპორცმენს? ვაი ქართველობა და ვაი პატრიოტიზმი დაგვღუპავს ჩვენ. თორემ წადით რუსეთში აკეთეთ ფული და მოახმარეთ ქართულ სამქეს ვინ გიშლით?! ))
aqsadaqsa
09 ივლისი 2020 14:06
57
შურიანი ხალხი , ყოველთვის ჭორაობს იმაზე რაც არიციან და აკრიტიკებენ ისეთებს ვის დონესაც ვერასდროს მიაღწევენ , შებერე . რუსულ მთავრობას შევეგუეთ და და ამასაც გადავიტანთ
Vvcc
09 ივლისი 2020 14:04
52
გილოცავთ, თოკო.

გამარჯვებები და ტიტულები საქართველოსთვუს !!!

გიო
09 ივლისი 2020 14:01
52

თოკო , ამ ნაც ხროვას და მათ ტროლებს ყურადღება არ მიაქციო, ესენი ( 90% -ზე მეტი, დანარჩენი კი ხმას აყვა) კონკრეტული ინტერესებს ახორციელებენ და ფულს იღებენ ამაში...

შემთხვევით ხდება, რომ სწორედ ასეთი კომენტარები იბლოკება? შემთხვევით არაფერი ხდება...

მე-10 ჯერ მაინც დავწერე, მაგრამ ბლოკავენ...
გიო
09 ივლისი 2020 13:56
57
იქნებ გაცდეთ ამ ანტინაც ისტერიკას და გაეცნოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას, მაშინ კი გასაგები გახდეს თქვენთვის ეგებ, რატომ უნდა გქონდეს ქართველ კაცს პროტესტი რუსეთის ქმედებების მიმართ!
P.s. მე "ნაცი" არ ვარ და ამ კომენტარში ფული არ ამიღია!
მოყმე ვინმე
09 ივლისი 2020 16:18
4
Nacxrovas aket da damvealebels ikit!
Rusi armielebis tvalsachino carmomadgenelia amieredan chemtvis Shengelia, mandve iyos...
Gimzeri
09 ივლისი 2020 14:21
10
წყენა დროებითია თოკო , მაინც რუსეთისკენ მიგვაქანებენ და რა ახლა რა მომავალში
Vvcc
09 ივლისი 2020 13:49
42
არაფერ შუაშია აქ პატრიოტიზმი. ეს ჩვეულებრივი ორთქლის გამოშვებაა, ტუუ ტუუუუუუუ
ვიგნიასებთ ცოტა ხანს და ჩავჩუმდებით, ვითომც არაფერი ყოფილა ))
კაშიაზე ასე არ იყო ? შეგვარცხვინაო, ნაკრებიდან მოვკვეთოთო, ბოდიში მოიხადოს თორე არ გავჩერდებითო...
და მერე ? არც ბოდიში მოიხადა და მას შემდეგ ერთი ათჯერ მაინც ითამაშა სანაკრებო მატჩი თბილისში. ვითომც არაფერი... იმიტომ რომ თემის სიმძაფრე გადავლილია, ორთქლიც გამოშვებული. კიდევ ერთხელ - ტუუუ, ტუუუუუუუ !!!
ახლაც ასე იქნება რაა, ცოტას "ვიბობოქრებთ" ჯიგრულ-პათეტიკურად
"ჩვენ უბრალოდ ვერთობით
ჩვენი ურთიერთობით"


თავს ნუ იგდებს სასაცილო მდგომარეობაში, კლავიატურის ლომებო!
ერთი ადგილი რომ გქონეთ, ორ ნაბიჯშია რუსის ჯარი, აქამდე უამრავჯერ შეგეძლოთ პასუხი გაგეცათ მაგრამ არა, არ გაქვთ ერთი ადგილი.
korben dallas
09 ივლისი 2020 13:48
45
როგორც შენ დააფასე გულშემატკივრის აზრი ისე დაგაფასებთ შენც, რომ ჩამოხვალ სათამაშოდ ნაკრებში!
ლაშა
09 ივლისი 2020 13:44
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული