როგორც ევროპული კალათბურთის "ინსაიდერი", ანუ შიდა საქმეებში ჩახედული პირი, ლიეტუველი დონატას ურბონასი წერს, თორნიკე შენგელია ცსკა-ში თამაშს მნიშვნელოვანი პირობის სანაცვლოდ დათანხმდა.
ლიეტუველმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მოსკოველებმა თორნიკეს სანაცვლოდ "ბასკონიას", დაახლოებით, 1 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ასევე, შენგელიასა და ცსკა-ს შორის ხელმოწერილ კონტრაქტში წერია, რომ თუ NBA-ს კლუბი ქართველის სამსახურით დაინტერესდება, რუსები მას ოკეანის გაღმა წასვლაში ხელს ვერ შეუშლიან.
იქამდე კი თორნიკემ ცსკასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თუ არაფერი შეიცვალა, კლუბში 2023 წლამდე დარჩება.