შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
გამოიძახებენ კიდევაც და კაპიტნადაც დარჩება. ფედერაციასთანაც შეთანხმებული ექნება უკვე ყველაფერი.
gio
10 ივლისი 2020 10:29
4
საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.

ზურა
09 ივლისი 2020 22:48
6
ვინც ამ კომენტარს დისლაიკი მისცა ან რუსეთუმეა ან პატრიოტიზმს გამარტება არ იცის, მე არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ ავღნიშნე რომ პატრიოტიზმი არის ეს რაც ქვემოთ დავწერე, სხვათაშორის ჩემი მოგონილი არ არის რაც დავწერე, ეგ პატრიოტიზმის ზუსტი განმარტებაა და მთელი მსოფლოს მოაზროვნეები თანხმდებიან ამაზე, ეწინააღმდეგებიან მხოლოდ კოსმოპოლიტები ეგრედწოდებული მსოფლიოს მოქალაქეები რომლებიც ეროვნულ ინტერესებს არ ცნობენ და სამშობლოდ მსოფლიო მიაჩნიათ
ზურა
10 ივლისი 2020 08:39
1
სამართლებელი თავი ნამდვილად არ გაქვს ჩემო თოკო,უბრალოდ ნაკრებში აგარ უნდა გამოგიძახონ.
ჰაა
10 ივლისი 2020 11:35
2
ისე რა საინტერესოა ოკუპაციის თემაზე რას იტყოდა..ჟურნალისტებმა რო დაუსვან კითხვა
Ucxoplaneteli
10 ივლისი 2020 10:51
1
მოუფიქრებენ რამე ნეიტრალურს: "მე პოლიტიკაში არ ვერევი", "მთავრობებს შორის არის კონფლიქტი, ხალხს შორის არა", "სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა".. ათასი ვარიანტია თავის მართლების
მიჩინიო
10 ივლისი 2020 16:02
0
დიდი პატივისცემის მიუხედავად არც ვიქტორ სანიკიძე და არც მანუჩარ მარკოიშვილი იყო მსოფლიო დონის კალათბურთელი და არც ლაშა მალაღურაძე და გიორგი აფციაურია მსოფლიო რაგბის ვარსკვლავი. რაც მთავარია არცერთი მათგანი არ იყო გუნდის კაპიტანი, სული და გული...გორგოძე, ნარიაშვილი, ფაჩულია, კალაძე რომელ მათგანს დაუსხლტა ფეხი? არცერთს...ძალიან მარტივია იპოვეთ ერთი განსხვავება
Segestrya
10 ივლისი 2020 16:15
1
გაიხარე, მაგრამ ხისთავიანები მაინც ვერ გაიგებენ
ALONZO
10 ივლისი 2020 17:41
2
ქართულ სულზე რომ საუბრობს, საინტერესოა პრესკონფერენციაზე კითხვა, რომ დაუსვან რუსეთი ოკუპანტი არის თუ არა რას უპასუხებს?!
?!
10 ივლისი 2020 13:08
3
თორნიკე, ღირდა კი ამდენი ქართველისთვის და შენი გულშემატკივრის თვის ესეთ გულის ტკენად, რუსულ კლუბთან ერთად რაიმე ტიტულის მოპოვება? შენ თუ მოიპოვებ ტიტულს, რუსულ კლუბსაც ხო მოიპოვებ და რუსულ საქმეს გააკეთებ? მტრის საქმის კეთებაა პატრიოტიზმი? დამიჯერე არცერთი ტიტული არ ღირს იმის მეასედი ფასი, რაც შენი ხალხის სიყვარულია. ვინც ეხლა გაკრიტიკებს იმას ბევრად მეტად ეყვარები ყოველთვის, ვიდრე ვითომ შენ ეხლანდელ რუს გულშემატკივარს, რომელთათვისაც მაინც მეორეხარისხოვანი ლიცო კავკაზსკაი ნაციონალნასტი იქნები ყველაფრის მიუხედავად.
იოანე
10 ივლისი 2020 13:52
2
ბიჯო რამდენიც გინდა იძახეთ პოლიტიკა არ ჩავრიოთ სპორტშიო, ის მაინც გაიგეთ რო რუსეთში ყველაფერშია პოლიტიკა ჩარეული. ჩვენ რო არ ჩავრიოთ ისინი ჩარევენ და გამოიყენებენ. რუსები ყველაფერს პოლიტიკისთვის იყენებენ, სპორტიც, კინოც, მუსიკაც, პრესა, ტელევიზია, ყველაფერი პოლიტიკაა მაგათთვის. მოსკოვში რო შენგელია ქართულ დროშას გამოფენს იმაზე ტაშს დაუკრავენ და იტყვიან შეხედეთ ჩვენ გვიყვარს საქართველო, შერიგებულები ვართ. ნორმალურ ქართველებითან ყველა პრობლემა და დავა დასრულდა. ხოლო ისინი რომლებსაც რუსეთი არ უყვართ უბრალოდ ექსტრემისტები და მეგობრობის მტრები არიან.
გია
10 ივლისი 2020 13:51
1
კაცი, რომელიც მოაკლდა ქომაგს...
შიშველი სიმართლე
10 ივლისი 2020 12:19
3
Arc mishas da arc grishas qomagi arvar, magram erti ram mainteresebs zalian. Provokaciaze camogebuli misha damnashavea da provokaciaze camomgebi ruseti arafer shuashia xo? Ruseti imdenad daxvecili aramzadaa rom nebismier rames ikisrebs. Qartvel xalxs samcuxarod chamogviyalibda tviseba rom rasac ver vcvlit mis gamartlebas vicyebt. Samyaro icvleba ruseti ara.
Milani
10 ივლისი 2020 22:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული