შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
ბოლომდე მჯეროდა რატომღაც, რომ გომელსკის ცელს გამოუსვამდა შენგელია, გულის პატა კუნჭულში იმედი მქონდა...მოკლედ სრული უფლება აქვს თოთოეულ სპორტსმენს თავისი ბედი ისე გადაწყვიტს, როგორც მას სურს და როგორც მისთვის და მისი ოჯახისთვის უკეთესია, ყველა საკუთარი თავის ბატონ-პატრონია მანამ სანამ, ეროვნული დროშისფერ კვართს ჩაიცმევს და ეროვნული ჰიმნის ჟღერადობას სავსე დარბაზსა თუ სტადიონზე გულწრფელ და არცთუ იშვიათად მშიერ გულშემატკივართან ერთად სიამაყით მოუსმენს. პოლიტიკა და სპორტი რა კავშირშია ერთმანეთთან რომ ვკამათობთ, ამას შთაგვაგონებს ის ხალხი ვისზეც ჯავაჰარლალ ნერუ ამბობს "არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია"... ნკვდ-ს და კგბ-ს პასქვილებზე გაზრდილი თავად-აზნაურობა...სპორტსა და პოლიტიკას რაც შეეხება დაგუგლეთ ინგლისურად ჩეხი ჰოკეისტი იაროსლავ ჰოლიკი...და ბოლოსთვის როგორ ლეგენდა მამუკა გორგოძემ უსურვა წარმატება თორნიკე შენგელიას, მეც გულწრფელად იგივეს ვუსურვებ აწ უკვე ყოფილ კაპიტანს და თუ ოდნავი თავმოყვარეობა მაინც გააჩნია ნაკრების ყოფილ წევრს.
Segestrya
10 ივლისი 2020 16:11
2
იმაზე რატომ არ იღებთ ხმას, რომ ლაშა მალაღურაძე თამაშობს რუსეთის რაგბის ლიგის გუნდ "ВВА"-ში, რაც ნიშნავს - ВОЕННО-ВОЗДУШНАЯ АКАДЕМИЯ. თქვენი ლოგიკით რუსი მფრინავები არ ბომბავდნენ საქართველოს?
თბილისელი
10 ივლისი 2020 15:38
9
ლაშა მალაღურაძე ვინ არის?
მიჩინიო
10 ივლისი 2020 17:23
2
ქინქლაძე,შელია,ყაველაშვილი,კობიაშვილი,ასათიანი,გოგია,ოქრიაშვილი,ცხადაძე,ლორია,ჯანაშია,აშვეთია და ა.შ უამრავი.რაგბის კაპიტანი კაჭარავა,კალათბურთიდან მარკოიშვილი,ცინცაძე (ორივე ცსკა),რაღაც არ მახსენდება ობსტრუქცია მოგვეწყო თამაშებზე.რა აიჩემეთ ეს შენგელია...თუ ასეთი პატრიოტები ვართ რატომ ვცხოვრობთ ასეთ ქვეყანაში?ჩვენ არ დავიწყეთ სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი ჯერ თბილისში და შემდეგ დანარჩენ საქართველოში,ჩვენ არ ავაწიოკეთ სამეგრელო,ჩვენ არ მოვკალით პირველი პრეზიდენტი გამსახურდია უღრან ტყეში,პირველი პრეზიდენტის ძეგლიც კი არ გვაქვს.ჩვენ არ ავირჩიეთ ბარაბას გზა,როცა გამსახურდიას ნაცვლად იოსელიან,კიტოვან,სიგუას გავყევით?ჩვენ არ დავასაფლავეთ იოსელიანი დიდუბის პანთეონში? კარგით რა შენგელიას კი არა რუსებს ვებრძოლოთ ყოველდღიურად.ომით ვერ მოვუგებთ,მაგრამ ბრძოლაში უნდა მოვუგოთ,ერთმანეთის სიყვარულით,რაც საუკუნეებია ვერ შევიძინეთ,ვერა და ვერ შევიყვარეთ ერთმანეთი და საქართველო.რა პატრიოტიზმზე გვაქს ლაპარაკი,როცა საქართველოში პარტია პატრიოტთა ალიანსი არსებობს რომელიც ღიად პუტინთან დაკავშირებული პარტიაა,რომლის მესვეურები კვირაში ერთხელ დასეირნობენ კრემლის ჯურხმულებში და საქართველოთი ღიად ვაჭრობენ,თუ ასეთი მაგრები ვართ დავხვდეთ აეროპორტში,მოვუწყოთ ობსტრუქცია და ვაფურთხოთ სახეში
levan
10 ივლისი 2020 15:03
14
2008 წლის მერე რუსრთის არმიის გუნდში თამაში უსინდისობაა ქართველისთვის, რა დონის მოთამაშეც არ უნდა იყოს. შენგელია მსოფლიო დონის ვარსკვლავია და იმიტომ დაგვწყდა ესე გული და ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, თორე ვინმე სირიდონ მეჯღანუაშვილს რომ გაეკეთებინა იგივე, ვერც გავიგებდით და მაგრა დავიკიდებდით
irakli81
10 ივლისი 2020 18:20
1
ყველას ვინც რუსებთან მეგობრობთ, გაცნობებთ, რომ ზურგსუკან შავტრაკას გეძახიან. ეს არის ავადმყოფი ერი, რომელსაც შიშის და უძლეველობის მითი აქვს დათესილი და ამით სულდგმულობს. ერთადერთი ვითომ მართლმადიდებელი ერი, რომელმაც თავიანთი ეკლესიები გადაწვა. წარმოიდგინეთ, ჩვენ სად ვკიდივართ და როგორი სიამოვნებით გაგავატყავებს.
პ.ს. ძირს ნაცმოძრაობა
ALONZO
10 ივლისი 2020 17:40
2
ყველა გამოხმაურება
და სხვაგან რომ წასულიყავივერა? ტუ ეგ ერდარეტი საშუალება გქონდა თავიის და ოჯახის რჩენისა და სხვა გზა არ გქონდა?
ფუი
10 ივლისი 2020 14:40
7
Saqartvelos kapitanis codeba unda chamoertvas am kacs araakvs mnishvneloba shengeliaa tu Jordani .
Gio
10 ივლისი 2020 14:37
2
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში რომ შენარჩუნებულიყო ნაცისტური ხელისუფლება და გესტაპოს თავისი გუნდი რო ყოლოდა როგორ ფიქრობთ რომელიმე ებრაელი გადავიდოდა იმ გუნდში სათამაშოდ?რუსეთის არმიის კლუბში რო გადადიხარ და მერე გულშემატკივარს თხოვ ისევ ტაში დაგიკრას მსუბუქად რო ვთქვათ სირცხვილია.მერე რა მოხდაო წერენ ჰო არც არაფერი თურმე ზოგი კრემლში უმღერებს პუტინს ზოგი იმ არმიის კლუბში გადავა რომელმაც ათასი სისაძაგლე ჩაიდინა ჩვენი ერის წინააღმდეგ და რა მოხდაო....ფულის და კარიერის გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო კაცმა
გიო
10 ივლისი 2020 14:31
6
ირაკლის შენ ხო გაქ ანალიზის უნარი(დათვი რო მოგერევა ბაბაია უნდა დაუძახოო) დაუწექით და შეუძვერით აბა თქვენ იცით ვოვას იქნებ ძვალიც გადმოგიგდოთ სახრავად დიდი ჯაჭვით რო დაგაბამთ მერე.
გიო
10 ივლისი 2020 17:45
2
აი მაგის მეტი ანალიზის უნარი რომ არ გაქვთ, ნაცისტურ გერმანიას და დღევანდელ რუსეთს შორის სხვაობას რომ ვერ ხედავთ იმიტომაა საქართველოს საქმე კარგად. რუსეთს 7 ათასამდე ბირთვული ქობინი აქვს და საქართველოს განადგურების მიზანი რომ ქონდეს ერთიც საკმარისი იქნებოდა, თუ გგონიათ თქვენი ნატო და ამერიკა დაგიცავდათ. რა ეშველება ამ ქვეყანას ამდენი გაუნათლებელი სულელის ხელში არ ვიცი, თორე შენგელიას რა უჭირს.
ირაკლი
10 ივლისი 2020 16:13
9
თავად დაიწვი თოკო თავი, პირველი კომენტარის დროს რომ გაიმართლე თავი, იმედია ხალხის დამოკიდებულება არ შეიცვლება ჩემს მიმართო. თავადაც არ გჯერა რომ ბოლომდე სწორი გადაწყვეტილება იყო და ამიტომ ითხოვე გულშემატკივრისგან “გაგებით” მოკიდება.
უკვე რომ იმართლე?
10 ივლისი 2020 13:59
5
ეს აღშფოთებული საზოგადოება სულ რაღაც ბასკებით, აღშფოთებული ხალხით, მარსიანელით და ეგეთი ნიკებით რატო იწერება? ერთი და იგივე ადამიანია და ფანტაზია არ ყოფნის სახელების მოსაფიქრებლად? :)))
Dato
10 ივლისი 2020 13:53
13
თორნიკე, ღირდა კი ამდენი ქართველისთვის და შენი გულშემატკივრის თვის ესეთ გულის ტკენად, რუსულ კლუბთან ერთად რაიმე ტიტულის მოპოვება? შენ თუ მოიპოვებ ტიტულს, რუსულ კლუბსაც ხო მოიპოვებ და რუსულ საქმეს გააკეთებ? მტრის საქმის კეთებაა პატრიოტიზმი? დამიჯერე არცერთი ტიტული არ ღირს იმის მეასედი ფასი, რაც შენი ხალხის სიყვარულია. ვინც ეხლა გაკრიტიკებს იმას ბევრად მეტად ეყვარები ყოველთვის, ვიდრე ვითომ შენ ეხლანდელ რუს გულშემატკივარს, რომელთათვისაც მაინც მეორეხარისხოვანი ლიცო კავკაზსკაი ნაციონალნასტი იქნები ყველაფრის მიუხედავად.
იოანე
10 ივლისი 2020 13:52
2
ბიჯო რამდენიც გინდა იძახეთ პოლიტიკა არ ჩავრიოთ სპორტშიო, ის მაინც გაიგეთ რო რუსეთში ყველაფერშია პოლიტიკა ჩარეული. ჩვენ რო არ ჩავრიოთ ისინი ჩარევენ და გამოიყენებენ. რუსები ყველაფერს პოლიტიკისთვის იყენებენ, სპორტიც, კინოც, მუსიკაც, პრესა, ტელევიზია, ყველაფერი პოლიტიკაა მაგათთვის. მოსკოვში რო შენგელია ქართულ დროშას გამოფენს იმაზე ტაშს დაუკრავენ და იტყვიან შეხედეთ ჩვენ გვიყვარს საქართველო, შერიგებულები ვართ. ნორმალურ ქართველებითან ყველა პრობლემა და დავა დასრულდა. ხოლო ისინი რომლებსაც რუსეთი არ უყვართ უბრალოდ ექსტრემისტები და მეგობრობის მტრები არიან.
გია
10 ივლისი 2020 13:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული