შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენდამი დამოკიდებულება შეიცვალა უკვე.ვერ ვიტან გამოთქმას სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამა.არა იმიტომ რომ, არ ვეთამხმები უბრალოდ დღევანდელი მდგომარეობით ეს ესე არ არის სამწუხაროდ. პოლიტიკა ყველგან და ყველაფერში ყოფს ცხვირს ეს არის რეალობა. შენი არ ვიცი მანდ როგორ იქნება მაგრამ შენ ქართული სულის მატარებელი უკვე აღარ ხარ ბევრი ადამიანისთვის. ასევე აღარც კაპიტნობის ღირსი.
Beqa
09 ივლისი 2020 17:12
28
100%
გიორგი
09 ივლისი 2020 18:38
14
შენი არა, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა შენს მიმართ. იმედია აღარ გამოგიძახებენ.
ტოტი
09 ივლისი 2020 16:48
33
გავა წლები და ინანებ მაგრამ გვიან იქნება....
sormona
09 ივლისი 2020 17:02
37
თორნიკე შენგელია ამ ამბავს ვერ გაამართლებს ვერანაირად. ტყუილა იმართლებს ეხლა თავს. მორჩა და დამთავრდა!
კალათბურთის ფედერაცია რომ მუნჯადაა უნდა დააფიქსიროს პოზიცია.
ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, თორემ მალე 7 ნოემბერს და 25 თებერვალსაც გვაზეიმებენ საქართველოში რუსები და გვეტყვიან მერე რა, პოლიტიკა და ზეიმი სხვადასხვა რამეაო.
გიორგი
09 ივლისი 2020 17:12
29
ქართული სულის მატარებელი ვერ იქნები ვერანაირად რადგან სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესები ერთ ადგილას დაიკიდე და წახვედი იქ სადაც წასვლას სხვას უნდა უშლიდე.
ყვარყვარე ხარ ჩვეულებრივი სხვა არაფერი !!

არ არის საჭირო ნაკრებში ასეთი ზომბების გამოძახება რომლებშიც მკვდარია ეროვნული შეგნება და სახეკწმიფო, ერის ინტერესების დაცვა.

ასეთი ზომბები ვერასდროს მისცემენ სწორ ვექტორს და სწორ მაგალითს მომავალ თაობას !!!!
mikhael
09 ივლისი 2020 17:07
30
ა ბატონო, ესეც თქვენი პოლიტიკა. როგორ უცებ მიუცია რუსთავი2 - ისთვის ინტერვიუ. კრემლში ვოვა მოგვიკითხე "ქართული სულის მატარებელო"))))
კარლო
09 ივლისი 2020 16:54
34
აწი თავის გამართლება აღარ გიშველის
zviadi
09 ივლისი 2020 17:59
27
ეეეჰ თოკოოო.....
ტიმო
09 ივლისი 2020 16:33
33
არ ვიქნები რადიკალური, იმიტო რო სულ რაღაც სამი დღის წინ მეამაყებოდი! მე ვერ ვუქომაგებ შენ ცეესკას! და მომხრე ვიქნები თუ დაიწყება ხელმოწერები რომ შენ ჩვენი კაპიტანი აღარ იყო!
ბასკი
09 ივლისი 2020 20:51
22
ამას ჰგონია ფულს იშოვის და მერე ტალახს ჩამოიბანს,ისე მაინტერესებს ზაზა თუ ითამაშებდა მანდ.
cheroeli
09 ივლისი 2020 18:06
31
შანსი არაა ზაზას მანდ ეთამაშა, ეხლა გვერდში უდგება, იმიტომ რომ მეგობარია, მარკოიშვილსაც გვერდში დაუდგა როცა ს გადავიდა ცსკა-ში მაგრამ თითონ შანსი არაა ეგ გაეკეთებინა, ზაზა დიდი ქართველია!!!
ara
10 ივლისი 2020 12:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული