შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
თქვე დაცენტრილებო, ჯერერთი ცსკა დიდი ხანია არ არაის არმიის გუნდი, არამედ არის კერძო საკალათბურთო კლუნბი, ისევე როგორც მოსკოვის ცსკა, კომუნისტების დროს იყო არმიის ისევო როგორც დინამო შსს-ს და აშ, უბრალოდ ბრენდს არ უცვლიან სახელს თორემ ისე კერძო კომპანიაა დიდი ხანია, რო არ იცით ნუ ბოდიალობთ.
მეორე - რამდენი ქართველი თამაშობს რუსეთში, მაგალიტად ფეხბურთელები, ანანიძე წლების განმავლობაში ქართველობისთვის ყველაზე საძულველ გუნდში ტამაშობდა მაგარამ არავინ ლანძღავდა ამის გამო, არველაძეები თურქეთში თამაშობდნენ, თუ თურქეტთან ისტორიულად მეგობრები ვართ? მაგრამ არ ლანძრავდნენ . აბა ამ კაცს რას ერჩით ვერ გავიგე, მაგრამ ეხლა ისევ იტყვით ეხ ხო ცსკა-აო ანუ როცა გონზე არ ხარ კამათს რა აზრი აქვს...
patrioti
10 ივლისი 2020 11:12
15
თავად დაცენტრილო, ოკუპანტი არმიის ბრენდი უნდა ასახელოს საქართველოს კაპიტანმა? ანწუხელიძემ საქართველოს ბრენდი ქართული დროშა არ შეურაცყო და მაგიტომ მოკლეს ცსკ-ს ბრენდის მქონე ოკუპანტებმა
irakli81
10 ივლისი 2020 12:48
0
საფეხბურთო კლუბის გარდა ყველა სპორტის კლუბი ცესკა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მმართველიც სამხედრო პირი ყავთ. გაარკვიე რამე სანამ დაწერ.
პს
10 ივლისი 2020 12:32
0
ალბათ ყველა ვინც ამ კაცს აკრიტიკებთ ჯარმოვლილები ხართ და სამშობლოს დასაცავად ძებნა არ დაგჭირდებათ რამე რომ იყოს. ჩვენ ვართ ერი ვინც შვილებს ვცდილობთ ჯარი ავარიდოთ, ომის დროს გადავმალოთ და გავიხიზნოთ და ამავდროულად ვაკრიტიკოთ ადამიანი რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს კლუბში გადავიდა. ამ ლოგიკით დინამოს და ტორპედოსაც უნდა ვაგინებდეთ და სახელების გადარქმევას ვთხოვდეთ. ეგ ვაი პატრიოტიზმი სხვა საქმეში გამოავლინეთ და ამ კაცს წარმატებები უსურვეთ თავის საქმეში!!!
კორონა
10 ივლისი 2020 11:09
17
ისე რა საინტერესოა ოკუპაციის თემაზე რას იტყოდა..ჟურნალისტებმა რო დაუსვან კითხვა
Ucxoplaneteli
10 ივლისი 2020 10:51
1
მოუფიქრებენ რამე ნეიტრალურს: "მე პოლიტიკაში არ ვერევი", "მთავრობებს შორის არის კონფლიქტი, ხალხს შორის არა", "სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვაა".. ათასი ვარიანტია თავის მართლების
მიჩინიო
10 ივლისი 2020 16:02
0
ცნობისთვის: ყველა თამაში პირველ რიგში მაყურებლისთვის არის და მაყურებლის გარეშე ის დიდწილად აზრს-ხიბლს კარგავს და 21-ე საუკუნეშე რომელიც მათ შორის კომერციაზეა აგებული, რიგი თამაშების, არსებული სახით შეიძლება არც არსებობდეს. მოთამაშე როდესაც იძახის თავი არავისთან მაქვს სამართლებელიო ნიშნავს რომ მაყურებლის და გულშემატკივრის აზრი არ აინტერესებს და ეს დიდი შეცდომაა!!! რაც შეეხება ცსკა-ში გადასვლის გადაწყვეტილებას, ცალსახა პასუხი მაინც ალბათ ძალიან რთული გასაცემია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ხარ, ოკუპანტი ქვყნის შეიარაღებული ძალების!!! სპორტულ კლუბში არ უნდა გადახვიდე, მითუმეტეს როდესაც ამის სასიცოცხლო (თუნდა, ფინანსური თვალსაზრისით) აუცილებლობა არ არის!!!
........
10 ივლისი 2020 10:39
0
გამოიძახებენ კიდევაც და კაპიტნადაც დარჩება. ფედერაციასთანაც შეთანხმებული ექნება უკვე ყველაფერი.
gio
10 ივლისი 2020 10:29
4
კაცი, რომელიც განოლდა...
ოპტიმუს
10 ივლისი 2020 09:54
9
ბარსელონადან რეალში რომ გადადის სპორტსმენი იმაზე ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, ეს კი ოკუპანტი ქვეყნის არმიის გუნდში გადავიდა. რომელიმე კერძო რუსული კლუბი რომ ყოფილიყო კიდევ ჰო მაგრამ რუსული არმიის კლუბი?! ბიჭო რეალში გადადი , ნბა- ში წადი ცსკ- ში რა ჯანდაბა გინდა? ვუსურვებ ცსკ-ს სრულ კრახს ევროლიგაზე.
irakli81
10 ივლისი 2020 09:33
4
ფულს დახარბდი ბიჭო?
სტატუს ქუო
10 ივლისი 2020 09:30
5
წარმატება თორნიკეს!!!! ამაზე მეტი ვაჟკაცობა რა უნდა იყოს როდესაც ქართულ დროშას ააფრიალებ რუსულ მიწაზე. ცუდი შედარებაა, მაგრამ გიორგი სააკაძეც მოღალატე ეგონათ. დაეტიეთ ბოღმიანებო და უყურეთ ნიკა გვარამიას
გგგგგ
10 ივლისი 2020 08:01
23
აბაა, მაგაზე მეტი გამბედაობა როგორ გინდა გქონდეს რომ იმ სიყვარულის მერე რაც შენ ქართველმა ერმა გაჩუქა გადახვიდე კლუბში, რომლის მფლობელი არის რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო, ის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლები ჩემ მშობლიურ მიწა წყალზე არ მიშვებენ პაპა-ბაბოს საფლავი მაინც რო ვნახო ( აბა სახლები მიწასთან გამისწორეს). იმაზე მეტი გამბედაობა როგორ გინდა გქონდეს რო გადახვიდე კლუბში, რომლის ხელმძღვანელი შოუგუს ლაქია არტიომ გრომოვია, იმ შოიგუსი აფხაზეთში რომ გაგვამწარა და დღესაც რო გამოირჩევა ქართველთა მიმართ "სიყვარულით". მეტი გამბედაობა რა გინდა ესე ჩააფურთხო ქართველ ხალხს სულში და თავის მართლებასაც არ ფიქრობდე. ისე , Торнике , თუ გაინტერესებს შენი ახალი კლუბის სრული სახელი ესეა - «Федеральное автономное учреждение Министерства обороны Российской Федерации „Центральный спортивный клуб Армии“» და თარგმანი არ გაგიჭირდება!
აბაა
10 ივლისი 2020 12:30
0
პატარა თანხა თვლება გამყიდველობად, დიდი თანხა ბიზნესია!!!!!!!! სრული უფლება აქვს ითამაშოს ცსკ-ში! ეს მისი არჩევანია! უბრალოდ ჩვენთვის ის თოკო ვეღარ იქნება! სამწუხაროდ.
rigiti
10 ივლისი 2020 07:48
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული