შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
ფულის მონა!!!
ირაკლი
10 ივლისი 2020 01:16
9
ძალიან მაგარი კალათბურთელი ხარ. კარგ კლუბშიც გადახვედი.მილიონ წარმატებებს გისურვებ. მაგრამ რუსთავი 2-თან ურთიერთობა ძალიან გაპატარავებს ყველა ნორმალური ქართველის თვალში. ბარემ გრიგოლიასაც და მელაძეებსაც და მათნაირ ნაძირლებს ჩააბარე ანგარიში. აბა შენ იცი!იქნებ მიხუინ-ბოკერ- გუბაზ-შალვა- აქუ
და მათი მსგავსი დედამოკლულების დოსტიც გახდე ა!































დ.დ.
09 ივლისი 2020 23:01
30
საქართველოს ნაკრების კაპიტანი არ უნდა თამაშობდეს ცსკა ში.ესაა მთავარი.
გია
10 ივლისი 2020 16:47
2
როგორც მინიმუმ კაპიტნობა უნდა ჩამოერთვას და როგორც მაქსიმუმ ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ...ნაკრების გირსებას აღარ უნდა იცავდეს მე ესე ვფიქრობ და ძალიან ბევრი ფიქრობს მგონია ესე,და როგორც ქართველ კალადბურთელს ვუსურვებ წარმატებას მაგრამ არაა ნაკრებში მისი ხილვა საჭირო,სანამ არ გაითავისევს ქართველი კაცი მტერს და მოყვარეს არაფერი არ გვეშველება
Smouk
10 ივლისი 2020 07:07
9
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში რომ შენარჩუნებულიყო ნაცისტური ხელისუფლება და გესტაპოს თავისი გუნდი რო ყოლოდა როგორ ფიქრობთ რომელიმე ებრაელი გადავიდოდა იმ გუნდში სათამაშოდ?რუსეთის არმიის კლუბში რო გადადიხარ და მერე გულშემატკივარს თხოვ ისევ ტაში დაგიკრას მსუბუქად რო ვთქვათ სირცხვილია.მერე რა მოხდაო წერენ ჰო არც არაფერი თურმე ზოგი კრემლში უმღერებს პუტინს ზოგი იმ არმიის კლუბში გადავა რომელმაც ათასი სისაძაგლე ჩაიდინა ჩვენი ერის წინააღმდეგ და რა მოხდაო....ფულის და კარიერის გულისთვის ყველაფერი არ უნდა იკადრო კაცმა
გიო
10 ივლისი 2020 14:31
6
ირაკლის შენ ხო გაქ ანალიზის უნარი(დათვი რო მოგერევა ბაბაია უნდა დაუძახოო) დაუწექით და შეუძვერით აბა თქვენ იცით ვოვას იქნებ ძვალიც გადმოგიგდოთ სახრავად დიდი ჯაჭვით რო დაგაბამთ მერე.
გიო
10 ივლისი 2020 17:45
2
აი მაგის მეტი ანალიზის უნარი რომ არ გაქვთ, ნაცისტურ გერმანიას და დღევანდელ რუსეთს შორის სხვაობას რომ ვერ ხედავთ იმიტომაა საქართველოს საქმე კარგად. რუსეთს 7 ათასამდე ბირთვული ქობინი აქვს და საქართველოს განადგურების მიზანი რომ ქონდეს ერთიც საკმარისი იქნებოდა, თუ გგონიათ თქვენი ნატო და ამერიკა დაგიცავდათ. რა ეშველება ამ ქვეყანას ამდენი გაუნათლებელი სულელის ხელში არ ვიცი, თორე შენგელიას რა უჭირს.
ირაკლი
10 ივლისი 2020 16:13
9
ბოდიში გენაცვალე და ეროვნება არ არის სისხლი და გენეტიკა, ერის წევრი მაშინ ხარ როცა ერის ისტორიას, ფასეულობებს, სატკივარს, მისწრაფებას და სიხარულს იზიარებ, შენ შენ სულს ქართულს დაუძახებ თუ ფლამანდიურს რეალობას კიდია ფეხებზე, რეალობა არის ის რომ ერის წევრი აღარ ხარ.
სრულიად ხალხი
10 ივლისი 2020 12:23
3
90 პროცენტ შენ გულშემატკივარს რო გული დაგვწყვიტე ეგ არაფერი, მოვინელებთ როგორმე. უბრალოდ რომ იძახი ქართულის სულის მატარებელი ვარო, მიდი აბა თუნდაც პირად ინსტაგრამის გვერდზე დაწერე რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთი კლავს, რომ პუტინი კლავს! მიდი და იმაზე მეტი გულშემატკივარი გაგიჩნდება ვიდრე გყავდა. ვერა? რატო? შენ ახალ პატრონ შოიგუს არ ესიამოვნება?
თორნიკეს
10 ივლისი 2020 12:09
2
ცნობისთვის: ყველა თამაში პირველ რიგში მაყურებლისთვის არის და მაყურებლის გარეშე ის დიდწილად აზრს-ხიბლს კარგავს და 21-ე საუკუნეშე რომელიც მათ შორის კომერციაზეა აგებული, რიგი თამაშების, არსებული სახით შეიძლება არც არსებობდეს. მოთამაშე როდესაც იძახის თავი არავისთან მაქვს სამართლებელიო ნიშნავს რომ მაყურებლის და გულშემატკივრის აზრი არ აინტერესებს და ეს დიდი შეცდომაა!!! რაც შეეხება ცსკა-ში გადასვლის გადაწყვეტილებას, ცალსახა პასუხი მაინც ალბათ ძალიან რთული გასაცემია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ქვეყნის ნაკრების კაპიტანი ხარ, ოკუპანტი ქვყნის შეიარაღებული ძალების!!! სპორტულ კლუბში არ უნდა გადახვიდე, მითუმეტეს როდესაც ამის სასიცოცხლო (თუნდა, ფინანსური თვალსაზრისით) აუცილებლობა არ არის!!!
........
10 ივლისი 2020 10:39
0
პატარა თანხა თვლება გამყიდველობად, დიდი თანხა ბიზნესია!!!!!!!! სრული უფლება აქვს ითამაშოს ცსკ-ში! ეს მისი არჩევანია! უბრალოდ ჩვენთვის ის თოკო ვეღარ იქნება! სამწუხაროდ.
rigiti
10 ივლისი 2020 07:48
4
და სხვაგან რომ წასულიყავივერა? ტუ ეგ ერდარეტი საშუალება გქონდა თავიის და ოჯახის რჩენისა და სხვა გზა არ გქონდა?
ფუი
10 ივლისი 2020 14:40
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული