შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
თავის სამართლებელი მართლა არ გაქვს, მაგრამ არც საამაყო უნდა იყოს ეგ საქმე. გვესმის რომ კალათბურთის სათამაშოდ მიდიხარ, სხვათა შორის ქეთა თოფურიაც მარტო სამღერად მიდიოდა, მაგრამ კი გამოაწყეს რუსი სერჟანტის ფორმაში და ამღერეს "კატიუშა" თუ "დენ პობედი" და თუ დასჭირდათ რუსებს ჩვენი კიდევ გამწარება, რო შენ არავინ შეგეკითხება გინდა თუ არა რუსი ოფიცრის ფორმის ჩაცმა, პროსტო ჩაგაცმევენ და ამას ჩვენ გვანახებენ ზუსტად პოლიტიკური რაკურსით, დაახლოებით ასე: "ჩვენს იქით გზა არა გაქვთ"
თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ...
15:09 15-07-2020
0
არც რუსეთს და არც სხვა ქვეყნებს არ უნდა მიეყიდოთ! ღირსების საქმეა! გარდა ამისა, მხოლოდ რუსი არ არის ოკუპანტი.თვალი გავახილოთ და...
კეთილისმსურველი
16:40 11-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული