შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 112 /
ნამვილად მისი საქმეა სად ითამაშებს. ასევე ჩემი საქმეა მე ვუგულშემატკივრებ თუ არა. და რუსეთის არმიის ცენტრალურ კლუბს ვერასდროს ვერ ვუგულშემატკივრებ, მის თამაშებსაც ვერასდროს ვუყურებ და ვერ ვუსურვებ გამარჯვებას.
კახა
09 ივლისი 2020 18:16
17
თუ არ უგულშემატკივრე, გული არ გაუხეთქო დარდით, თქვენი გულშემატკივრობა არა სჭირდება, თქვენ მარტო შური და ბოღმა გტანჯავთ, მიზეზი სხვა არაფერია
|||~~|||
09 ივლისი 2020 20:56
48
ამას ჰგონია ფულს იშოვის და მერე ტალახს ჩამოიბანს,ისე მაინტერესებს ზაზა თუ ითამაშებდა მანდ.
cheroeli
09 ივლისი 2020 18:06
31
შანსი არაა ზაზას მანდ ეთამაშა, ეხლა გვერდში უდგება, იმიტომ რომ მეგობარია, მარკოიშვილსაც გვერდში დაუდგა როცა ს გადავიდა ცსკა-ში მაგრამ თითონ შანსი არაა ეგ გაეკეთებინა, ზაზა დიდი ქართველია!!!
ara
10 ივლისი 2020 12:19
0
აწი თავის გამართლება აღარ გიშველის
zviadi
09 ივლისი 2020 17:59
27
როგორ ძალიან მიყვარს სპორტი და როგორ ძალიან ბევრი ცუდი "ყოფა-ქცევის" სპორტსმენი გვყოლია... კარგი, თავი დავანებოთ შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილე სპორტსმენებს, კორცხელის "გმირებს" და სხვებს...
მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თორნიკე შენგელიაზე - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანზე... კი, კი, საქართველოს ნაკრების კაპიტანზე, რომელსაც შეხვედრის წინ ხელი გულზე უდევს და საკუთარი ქვეყნის ჰიმს მღერის...
ძალიან გულნატკენი ვარ...
თავს ვიკავებდი რაიმე ისეთი არ დამეწერა, მაგრამ არის მომენტები როცა ეს აღარ შეგიძლია...
მიდიხარ მოსკოვში რუსეთის არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში (ჩვენებურად ცეესკა) და იბრძოლებ მათი წარმატებისათვის და ტაშს დაგიკრავენ ისინი ვინც ყოველდღიურად "საზღვრებს" გვიჩოჩებენ და თავზე ბომბებს გვაყრიდნენ... საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვალდებულია იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება - ვინც თავზე ბომბებს გაყრის ის შენი მოკეთე არაა!
მცირეოდენი პარალელი უნდა გაგივლო გიორგი ანწუხელიძესთან...
რაა, ანწუხელიძეს არ ჰყავდა ოჯახი თუ საკუთარი ცოლ-შვილი ნაკლებად უყვარდა? ან მშობლები?
ძალიან ადვილი იყო - დააფურთხებდა გიორგი საკუთარი ქვეყნის დროშას, შეეძლო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ეთქვა, რასაც მტერი სთხოვდა და დღეს ცოცხალი იქნებოდა, შვილებსაც მამა ცოცხალი ეყოლებოდათ, არც მეუღეს დააქვრივებდა უდროოდ, მაგრამ მან ნაძრახ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია... კაცი იყო და კაცად დარჩა. მის მაგალითზე თაობები აღიზრდებიან...
შენგან, თორნიკე, ასეთ გმირობას ანდა თავის გაწირვას არავინ ითხოვს, მაგრამ იმდენი კი უნდა შეგეძლოს, რომ რუსეთის სამხედროთა გუნდში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არ უნდა ითამაშო, ორიოდე ზედმეტი დოლარის სანაცვლოდაც კი...
რა ვიცი, ახლა შენ იცი!
თამაზი
09 ივლისი 2020 17:58
26
ლაიკებს და დისლაიკებს ვუყურებ და გაოცებული ვარ რამდენი რუსეთუმე გვყოლია კიდევ, მიუხედავად ჩვენი ყოველდღიური დამცირებისა და სულში ჩაფურთხებისა რუსეთისაგან. ყველა თავისუფალია თავის არჩევანში, მაგრამ ამან თავი აღარ უნდა დადოს დიდ ქართველობაზე და ქართულ სულზე, ისე კალათბურთს ბევრი თამაშობს ქვეყანაზე, მაგრამ...
რუსეთუმეებო მოკითხვა ქართველებისაგან
09 ივლისი 2020 17:41
40
მერე შე ცხვარო თურქეთმა რო გადახნეს გოგოები ვისი ბრალია?!!!!! იდექით ბირჟაზე იჩალიჩეთ სანაპიროს პივაზე და მერე იტირე გოგოები გადახნესო!! იყავით ბიჭო კაცები აკეთეთ საქმე მიხედეთ თავებს და ვერავინ გადაუღუნოს საქართველოს მერე!!!
ქართველი
10 ივლისი 2020 00:22
5
თურქებმა გადახნეს ახალგაზდა გოგოები სულში გვაფურთხებენ კიარა აგერ ისე განაგკდნე პოლიციელს ყელი გამოჭრეს.ვერ გავიგე რუსეთია მტერი რომაა ადვილად გებულობ თუა მოდაა ახკა ვინც რუსებს შეაგინებს მაგარდ გიყვართქვეყანა?ჩვენი მტრების ყველას დედავატირე ვისაც ერთი გოჯი მიწააქ მითვისებული.კაცი გადავიდა სათამაშოთ.ცესკა კერძო კლუბია და აგარა არმიის იქ მარგველაშვვილიც თამაშობდა მაგრამ მაშინ სხვა პოლიყმტიკა იყო ხო.თურქებმა წაგვართვ თუ წაგვართვა მაგრამ იიტყვით ეგ მსოფკიო აგიარრბსო.და აფხაზეათი და სამაჩაბლო რომ აგიარონ აგარ იტყვით ჩვენი არაოო.და აგრ იქნება რუსეთი ოკუპანტი?ხუსტად ოსმალოს ბრალია რუსების ხელში რომ ჩავარდით.იძულებული გახდა ერეკლე მოეწერა ხელი ტრაქტატს.ამიტომ თურქი უფრო დიდი მტერიაა.თუმცა გავკარი ორივეს.თოკოს წარმატებები
Mosexoneli
09 ივლისი 2020 20:05
35
ასეთ ნათელ და ერთმნიშვნელოვან საკითხზე (შენგელიას უზნეო საქციელზე) თუ ორაზროვნებაა ქართველებში, მაშნ რუსეთზე მეტის ღირსი არაა ქართველობა.
09 ივლისი 2020 17:26
31
ისეთ რაზგონზე ხარ ФСБ-შიც არ გაფორმდე
ALONZO
09 ივლისი 2020 17:13
26
თორნიკე შენგელია ამ ამბავს ვერ გაამართლებს ვერანაირად. ტყუილა იმართლებს ეხლა თავს. მორჩა და დამთავრდა!
კალათბურთის ფედერაცია რომ მუნჯადაა უნდა დააფიქსიროს პოზიცია.
ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, თორემ მალე 7 ნოემბერს და 25 თებერვალსაც გვაზეიმებენ საქართველოში რუსები და გვეტყვიან მერე რა, პოლიტიკა და ზეიმი სხვადასხვა რამეაო.
გიორგი
09 ივლისი 2020 17:12
29
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შენდამი დამოკიდებულება შეიცვალა უკვე.ვერ ვიტან გამოთქმას სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამა.არა იმიტომ რომ, არ ვეთამხმები უბრალოდ დღევანდელი მდგომარეობით ეს ესე არ არის სამწუხაროდ. პოლიტიკა ყველგან და ყველაფერში ყოფს ცხვირს ეს არის რეალობა. შენი არ ვიცი მანდ როგორ იქნება მაგრამ შენ ქართული სულის მატარებელი უკვე აღარ ხარ ბევრი ადამიანისთვის. ასევე აღარც კაპიტნობის ღირსი.
Beqa
09 ივლისი 2020 17:12
28
100%
გიორგი
09 ივლისი 2020 18:38
14
ქართული სულის მატარებელი ვერ იქნები ვერანაირად რადგან სამშობლოს და ქართველი ხალხის ინტერესები ერთ ადგილას დაიკიდე და წახვედი იქ სადაც წასვლას სხვას უნდა უშლიდე.
ყვარყვარე ხარ ჩვეულებრივი სხვა არაფერი !!

არ არის საჭირო ნაკრებში ასეთი ზომბების გამოძახება რომლებშიც მკვდარია ეროვნული შეგნება და სახეკწმიფო, ერის ინტერესების დაცვა.

ასეთი ზომბები ვერასდროს მისცემენ სწორ ვექტორს და სწორ მაგალითს მომავალ თაობას !!!!
mikhael
09 ივლისი 2020 17:07
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული