კალათბურთი

ლეგიონერები

შენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

"კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს
მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

სრულ ინტერვიუს კი მაყურებლები ხვალ, 10 ივლისს, "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავენ.

მომზადებულია rustavi2.ge-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ