გადაცემა "სპორტალი" - კახა შენგელია: მიუხედავად ევროლიგის აკრძალვისა, ცსკა თოკოს ნაკრების ყველა თამაშზე გამოშვებას დაჰპირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "სპორტალის" სტუმრები თორნიკე შენგელიას მამა, კახა შენგელია და სპორტული ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილი იყვნენ.

კახა შენგელიამ განაცხადა, რომ მიუხედავად ევროლიგის დაბრკოლებისა, ცსკა შენგელიას საქართველოს ნაკრებში ყველა მატჩზე გამოშვებას დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიდევ ერთხელ გილოცავ, თოკო, ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნაცნობების სახელით , ყველა გილოცავს ამ წინსვლას, რითაც საქართველოს კიდევ უფრო გაუთქვამ სახელს!!!

ცსკა ში მოთამაშე ამერიკელები ,ლატვიელი და კიდევ მრავალი სხვა ამ ვიდეოში დაფიქსირებულ ბიჭებთან ერთად თურმე თავიანთი ქვეყნის მოღალატეები ყოფილან, ხოლო ნაც ხროვის ლეკვები და მათ ხმას აყოლილი 1-2 მოტყუებული ყოფილა თურმე საქართველოს პატრიოტი.

თორნიკეს მეათედი გაგიკეთებიათ საქართველოსთვის?

ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს...
გიო
10 ივლისი 2020 19:36
7
მთავარია თორნიკე ძლიერ გუნდში გადავიდა და თანაც ტოპ მოთამაშის სტატუსით, სადაც კიდევ უფრო ძლიერი იქნება და საამაყო იქნება როცა მისი სახელის სკანდირებას მოახდენე, რაც შეეხება რუსეთში რატომ წავიდაო ნუთუ სხვა ჩვენი სპორცმენები არ მოღვაწეობენ რუსეთში ვაი გულშემატკივრებო? ნახევარი ჩვენი ფეხბურთის ნაკრების წევრები ხომ წლებია რუსეთის გუნდებში არიან ან თუნდაც ჩვენი საამაყო მორაგბეები და რა მათ ოდისმე საქართველო დაივიწყეს ან ნებისმიერ თამაშის დროს თავი არ დადეს ბოლომდე? ასეა ყველაზე მეტად ისინი აქტიურობენ და გაჰყვირიან თვითონაც არ იციან რას ვისაც სპორტის საერთოდ არ გაეგება!!! თოკოს წარმატებები, თანაც არ დაგავიწყდეთ კონტრაქტი ცსკას სასარგებლოდ კიარა მისთვის და საქართველოსთვის მომგებიანი პოზიციებით აქვს შედგენილი (საქართველოს ნაკრებში გამოშვება რად ღირს და ნბა-ში გადასვლის არ შეშლის პირობა) ასე რომ თოკო დიდ წარმატებებს გისურვებ პირად კარიერაში და საქართველოს ნაკრებში!!! მჯერა რომ დიდ მწვერვალებს დაიპყრობ!!!
ნიკა
10 ივლისი 2020 11:16
7
კარგი გადაცემა გამოვიდა და წამყვანმაც და მიწვეულმა სტუმარმაც სწორი შეფასება მისცეს თორნიკეს გადასვლას. პატრიოტიზმი ისაა როცა იმის ჩაწერას მოითხოვ კონტრაკტში რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება გქონდეს. ვინც თორნიკეს აგინებთ და ლანძღავთ თქვენ საქართველოც და საქართველოს ნაკრებიც არ გაღელვებთ.
ირაკლი
09 ივლისი 2020 20:22
31
იშოვეს სალაპარაკო *ვაიპატრიოტებმა* თან ისე გულდამწვარი წერენ , აღარ ვგულშემატკივრობთო ,*გული დაგეწვება*! ამ კომენტარების ავტორებიდან , 3 ისეთია , ფრენბურთს და კალათბურთს რომ ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან და ნახევარი ცხოვრება რუსეთში რომ აქვთ გატარებული , ფულის საშოვნელად და *საგულაოდ*
კახაბერი
09 ივლისი 2020 22:45
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული