championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

AutoSharing Option
რუსული მედია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით championat.com-ზე ჟურნალისტი რომან დიომინი აქტიურობს, რომელიც ამ ტრანსფერს აქტიურად უჭერდა მხარს. მან "არმიული" კლუბის მიერ ქართველი მძიმე ფორვარდის შეძენას წერილი მიუძღვნა.

ცსკა-მ ტოპ-ტრანსფერი გაჩარხა. შენგელიას ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ
თორნიკე, როგორც იქნა, ოფიციალურად გადაბარგდა მოსკოვში. რამდენადაც არ ეცადნენ, მოკრიტიკეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდა. "არმიულმა" კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ასე რომ, არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი პიროვნება შენგელიას სამშობლოში ამას ენთუზიაზმით არ
შეხვდება, მაგრამ მოთამაშემ თავისი კარიერისთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ.
ერთი დღის განმავლობაში ქართულ საიტებზე შენგელიას მისამართით მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერება. ზოგიერთი გულშემტკივრისთვის არასასიამოვნოდ მისაღებია ის ფაქტი, რომ შენგელია "არმიულ" კლუბში გადავიდა. თუმცა ყველა ეს ვნებათაღელვა ადრე თუ გვიან შენელდება ან ჩაცხრება. უცვლელი რჩება ფაქტი - ცსკა-მ ევროპის მასშტაბით ტოპ-მოთამაშე ჩაიგდო ხელში, რომელმაც გუნდს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს.

ცსკა შენგელიაზე იმედს სერიოზულად და დიდი ხნით ამყარებს. თორნიკემ იმისათვის, რათა საქართველოში ჰეიტერებისათვის არ მიეცა ნეგატივის ზედმეტად გადმოფრქვევის საფუძველი, საკმაოდ თავშეკავებულად და ლაკონურად ისაუბრა "არმიულ" კლუბში გადასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შენგელიამ აღნიშნა, რომ ცსკა-ს გასაოცარი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველს რუსულ კლუბში თამაშის უზარმაზარი სურვილი აქვს.

შენგელიამ ადრე განაცხადა, რომ ცსკა-ში გადასვლა არანაირად არ აისახება მშობლიური საქართველოსადმი მის სიყვარულზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მოკრიტიკეებისათვის (критиканов-ებად მოიხსენიებს) არაფერს ნიშნავს. თუმცა ჰეიტერების მოსაზრებაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. არ არის საჭირო ყველა ამ ნეგატიური კომენტარის წაკითხვა. ისინი არაფერს ნიშნავს და არაფერზე ახდენს გავლენას. ცსკა-მ ელიტური მოთამაშის ტრანსფერი გაჩარხა. ეს ვირტუალური სამყარო კი არა, არამედ რეალობაა, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა".

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

altკაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

altგადაცემა "სპორტალი" - კახა შენგელია: მიუხედავად ევროლიგის აკრძალვისა, ცსკა თოკოს ნაკრების ყველა თამაშზე გამოშვებას დაპირდა [VIDEO]

altchampionat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

მკითხველის კომენტარები / 33 /
კიდევ ერთხელ გილოცავ, თოკო, ჩემი მრავალრიცხოვანი მეგობრებისა და ნაცნობების სახელით , ყველა გილოცავს ამ წინსვლას, რითაც საქართველოს კიდევ უფრო გაუთქვამ სახელს!!!

ცსკა ში მოთამაშე ამერიკელები ,ლატვიელი და კიდევ მრავალი სხვა ამ ვიდეოში დაფიქსირებულ ბიჭებთან ერთად თურმე თავიანთი ქვეყნის მოღალატეები ყოფილან, ხოლო ნაც ხროვის ლეკვები და მათ ხმას აყოლილი 1-2 მოტყუებული ყოფილა თურმე საქართველოს პატრიოტი.

თორნიკეს მეათედი გაგიკეთებიათ საქართველოსთვის?

ვაი, თქვენს პატრონს, უბედურს...
გიო
19:34 10-07-2020
22
ვცხოვრობ მოსკოვში და მართლა ძალიან გამეხარდა, თორნიკე რომ ცსკა-ში გადავიდა. ახლა შესაძლებლობა მექნება მის თამაშებს დავესწრო და საქართველოს დროშით ვუგულშემატკივრო. იგივეს გააკეთებენ ჩემი მეგობრები(მათ შორის, რამდენიმე არაქართველიც). წარმატებებს ვუსურვებ.
კოტე
17:47 10-07-2020
18

სიახლეები პოპულარული