championat.com: შენგელიას ჰეიტერებს ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ - არ არის საჭირო ნეგატიური კომენტარების წაკითხვა

AutoSharing Option
რუსული მედია თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლით აღფრთოვანებულია. განსაკუთრებით championat.com-ზე ჟურნალისტი რომან დიომინი აქტიურობს, რომელიც ამ ტრანსფერს აქტიურად უჭერდა მხარს. მან "არმიული" კლუბის მიერ ქართველი მძიმე ფორვარდის შეძენას წერილი მიუძღვნა.

ცსკა-მ ტოპ-ტრანსფერი გაჩარხა. შენგელიას ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ
თორნიკე, როგორც იქნა, ოფიციალურად გადაბარგდა მოსკოვში. რამდენადაც არ ეცადნენ, მოკრიტიკეებმა ვერ შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი "ბასკონიადან" ცსკა-ში გადავიდა. "არმიულმა" კლუბმა ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ასე რომ, არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება არსებობდეს. ზოგიერთი პიროვნება შენგელიას სამშობლოში ამას ენთუზიაზმით არ
შეხვდება, მაგრამ მოთამაშემ თავისი კარიერისთვის ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება მიიღო. ჰეიტერებს მხოლოდ ჰაერის შერხევაღა დარჩენიათ.
ერთი დღის განმავლობაში ქართულ საიტებზე შენგელიას მისამართით მრავალი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერება. ზოგიერთი გულშემტკივრისთვის არასასიამოვნოდ მისაღებია ის ფაქტი, რომ შენგელია "არმიულ" კლუბში გადავიდა. თუმცა ყველა ეს ვნებათაღელვა ადრე თუ გვიან შენელდება ან ჩაცხრება. უცვლელი რჩება ფაქტი - ცსკა-მ ევროპის მასშტაბით ტოპ-მოთამაშე ჩაიგდო ხელში, რომელმაც გუნდს დიდი სარგებელი უნდა მოუტანოს.

ცსკა შენგელიაზე იმედს სერიოზულად და დიდი ხნით ამყარებს. თორნიკემ იმისათვის, რათა საქართველოში ჰეიტერებისათვის არ მიეცა ნეგატივის ზედმეტად გადმოფრქვევის საფუძველი, საკმაოდ თავშეკავებულად და ლაკონურად ისაუბრა "არმიულ" კლუბში გადასვლის თაობაზე. მიუხედავად ამისა, შენგელიამ აღნიშნა, რომ ცსკა-ს გასაოცარი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი ჰყავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა ხაზი გაუსვა, რომ ქართველს რუსულ კლუბში თამაშის უზარმაზარი სურვილი აქვს.

შენგელიამ ადრე განაცხადა, რომ ცსკა-ში გადასვლა არანაირად არ აისახება მშობლიური საქართველოსადმი მის სიყვარულზე. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები მოკრიტიკეებისათვის (критиканов-ებად მოიხსენიებს) არაფერს ნიშნავს. თუმცა ჰეიტერების მოსაზრებაზე ყურადღების მიქცევა არ ღირს. არ არის საჭირო ყველა ამ ნეგატიური კომენტარის წაკითხვა. ისინი არაფერს ნიშნავს და არაფერზე ახდენს გავლენას. ცსკა-მ ელიტური მოთამაშის ტრანსფერი გაჩარხა. ეს ვირტუალური სამყარო კი არა, არამედ რეალობაა, რომელსაც მართლაც აქვს მნიშვნელობა".

alt"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!

altშენგელია: თავი სამართლებელი არავის აქვს, იქ სათამაშოდ მივდივარ და ყველგან ქართული სულის მატარებელი ვარ

altკაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს - კალათბურთის ფედერაცია შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

altგადაცემა "სპორტალი" - კახა შენგელია: მიუხედავად ევროლიგის აკრძალვისა, ცსკა თოკოს ნაკრების ყველა თამაშზე გამოშვებას დაპირდა [VIDEO]

altchampionat.com: "რუსული არმიის" კლუბში თამაში სამარცხვინოა - რატომ გაამწარეს საქართველოში ცსკა-ს ახალწვეული

მკითხველის კომენტარები / 33 /
საერთოდ მიმაჩნია უფალმა სამარადჟამო განსაცდელი გვარგუნა მეზობლების სახით. რომელს ვუყვარვართ და რომელი ფიქრობს ჩვენს განვითარებაზე ?
ALONZO
10 ივლისი 2020 10:03
6
Giorgi ნეტა შენ ჭკუა მოგცა და მე მილიონი დოლარი.ცნობისთვის საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ ხალხს ანადგურებს ვიდრე რუსეთი.გაუსაძლისი რომ გახდა საქართველოში ცხოვრება ამ პატრიოტიზმით აღსავსე მთავრობაზე ლაპარაკობ?
ალოო
10 ივლისი 2020 09:30
16
მიდი თოკო თურმე ქართველი გულშემატკივარი ყოფილა მხოლოდ კრიტიკანები შენთვის და დიუმინის და ცსკას სხვა გულშემატკივრების გახარება კი პრინციპული !!!!!!

ის რომ რუსეთთან ურთიერთობა კარგა ხანია გასაეყვეტია და მათი ნიშჩებროდი ტურისტები რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოდიან რომ სხვაგან წასვლის ფული არ აქვთ იქვე მუხოსრანსკებში უნდა დატოვო , მაგრამ ჯერ ჩა******მა სააკაშვილმა მოხსნა ვიზა და ახლა ეს მთავრობაც აგრძელებს ამ გზას !!!!

სანამ თითოეული ქართველისთვის საქართველო არ იქნება უპირველეს ყოვლისა მანამ გვეყოლებიან ასეთი პატრიოტები როგორებიც არიან თოკო , სანიკიძე , ძმანი მისნი , რომლებიც გაუმაძღრები არიან საქმით რუსულ ფულზე და პატრიოტობა მხოლოდ ინტერვიუს მიცემა ჰგონიათ !!!

მიხაელ
10 ივლისი 2020 09:30
22
რაც უფრო მეტ ფულს წამოიღებს იქიდან მით უკეთესი, მიდი თოკო მიაწექი....
L.P.S.
10 ივლისი 2020 09:21
19
დაანებეთ შენგელიას თავი, მეც არ მსიამოვნებს რომ რუსეთში თან არმიის გუნდში გადავიდა მაგრამ ასეთი რა დააშავა იმ ფონზე როდესაც საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს რუსულ სპორტულ გუნდებში ფეხბურთელი თუ რაგბისტი, ამ მთავრობის ხელშეწყობით რუსუ ტურისტებით გავსებულია ქვეყანა და ამის ფონზე უფრო გულისამრევია ფარისეველი "პტრეზიდენტის სალომეას ვიშვიში" როდესაც გავრილოვის ნაირ ნაძირალა რუსებს უფრო მეტად ნაძირალა და სულ გაყიდული მომთავრობო ქართველები პარლამენტში ფიანდაზებს უფენენ, როდესაც თბილისში "იანდექს" ტაქსები დაჟლიგინობენ და ყოველ დღე ვყიდულობ რუსულ უამრავ პროდუქციას მაღაზიებსა თუ ლუკოილის სადგურებზე..შენგელია გახდა ქვეყნის ამომგდები და არაპატრიოტი???..თქვენ შემოგევლოთ "პატრიოტთა ალიანსი" და ბონდოია რუპორი მძინარაშვილი
საბა
10 ივლისი 2020 09:20
19
რა შუაშია პატრიოტთა ალიანსი და ბონდო მძინარაშვილი? გეტყობა შენ პატრიოტობაზე მწყრალად ხარ.
სულხან- საბას!
10 ივლისი 2020 14:46
0
რატომღაც მგონია რომ რუსებმა თორნიკე იმიტოც იყიდეს, რომ ქართველი იყო, იყო,ჩვენთვის რომ ეტკინათ, ძვირფასი წაერთვათ, ვინაა ბოსი ეჩვენებინათ, ჩვენი ერთობის ნიშნები გაეფარჩაკებინათ. ჩანაფიქრში ეს ქონდათ თუ არა, ასე მოხდა, ახლა უკვე მათი მძიმე ფორვარდის დამსახურებით, სახელით აღარც მოვიხსენიებ!
SL
10 ივლისი 2020 09:09
9
ცსკა ისეა არმიის გუნდი როგორც ბათუმის დინამო ,,მილიციის,,)
ბათუმის ფანი
10 ივლისი 2020 08:56
18
მე არავის ვაკრიტიკებ უბრალოდ პატრიოტიზმის ზუსტი განმარტება დავწერე ვისაც არ მოწონს არ იცის პატრიოტიზმს განმარტება, სხვათაშორის ჩემი სიტყვები არ არის მაგ განმარტბაზე მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებ თანხმდებიან არ ეთანხმებიან მხოლოდ მსოფლიოს მოქალაქეები ეგრედწოდებული კოსმოპოლიტები.
ზურა
10 ივლისი 2020 08:49
1
პატრიოტიზმი არის საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ - პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.
ზურა
10 ივლისი 2020 08:44
1
ჩვენ თვითონ ვიგდებთ საკურთავ თავს სასაცილო მდგომარეობაში.ეგეთი პატრიოტები თუ ვართ მაშინ უარი ვთქვათ რუს ტურისტებზე და ყველაფერ რუსულზე,სანამ რუსული ჩექმები ამძიმებენ ქართულ მიწას.საერთოდ 2008 წ. აგვისტოს შემდეგ ყველანაირი კავშირი უნდა გაგვეწყვიტა რუსეთთან გამოგვეყვანა მანდ მყოფი ყველა ქართველი და სრული ბოიკოტი გამოგვეცხადებინა.ისეთი რომ სპორტსმენს კიარა ციხის შიშით ქვეყნიდან გაქცევაზე მყოფ კანონიერ ქურდსაც კი არ მოსვლოდა აზრი რუსეთისთვის შეეფარებინა თავი,მაგრამ არ აღმოვჩნდით ეგეთი პრინციპულები.ისედაც უამრავი ქართველი მოღვეწეობს რუსეთში ყველა სფეროში და რაღა მაინცდამაინც თოკოს გადავეკიდეთ პოზიცია-ოპოზიციანა.თანაც ცსკა არც არმიის გუნდია და არც რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან ფინანსდება,როგორც ამას აქ ზოგიერთები ამბობენ.ერთადერთი კავშირი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი აბრივიატურა "ცსკა"-ა.
კვარა
10 ივლისი 2020 03:31
20
სამწუხაროდ - მაგაში გეთანხმები. ექსპორტისთვის და ტურიზმისთვის ახალი არხები უნდა მოგვეძებნა, მაგრამ ჯერ მიშამ და მერე ოცნებამ ისევ რუსეთზე მიგვაბეს. ახლა, კორონას დროს, იმედია ცოტა გავთვისუფლდებით, თორემ სხვანაირად ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გათავისუფლდება რუსეთისგან - ვერც ეკონომიკურად, ვერც სამხედროდ და ვერც კულტურულად. რუსი ხალხი კი ყოველთვის სახლში იგრძნობს ჩვენთან თავს და არა როგორც - უცხოეთში
rasa
10 ივლისი 2020 19:28
0
კვარას
კი მეც და ვიცი ბევრს არ მოსწონს რუს ტურისტებს რომ კუდს უქიცინებენ. არ მომწონს კიდევ ბევრი რამ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა რუსეთან მიმართებაში. ხოდა ახლა შენი ლოგიკით რა ვქნათ? მაშინ ის ბატალიონი რომელსაც ავღანეთში ნატოს ეგიდით ვაგზავნით რუსეთის საწვრთნელ ბაზაზე გავაგზავნოთ. ასე თუ აღარაფერია დაგვჩა საპროტესდოტ და ყველაფერი მისაღებია.
G.LA
10 ივლისი 2020 11:09
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული