შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

AutoSharing Option
"ფახთაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე,
ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს", - წერს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
რუსეთში ცხოვრებას თავისი მუღამი უნდა, არ არის შოთა იქ ცხოვრების სტილის ტიპი. არველაძეებს სხვადასხვაგვარი ტალანტი აქვთ, ღადაობა შეუძლიათ, შოუს დადგმა შეუძლიათ. მომავალში შეიძლება პოლიტიკაშიც შეაბიჯონ და რად უნდათ ზედმეტი ბარიერი.
ტიტიკო
11 ივლისი 2020 04:31
4
2010 წელს დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში სამუშაოდ მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: "ჯერ არ შემიძლია, ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს საკმაოდ დიდი ტკივილი მიაყენეს". ახლა დათანხმდებოდით?

- არც ახლა დავთანხმდებოდი და რუსეთის ნაკრებში მანამ არ ვიმუშავებ, სანამ ჩვენს ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ. 2008 წელს ჩემი ოჯახი თბილისში იყო, შვილები - ბათუმში. მახსოვს, როგორ გვეშინოდა ყველას, ამის დავიწყება რთულია.


მას შეეძლო შენთვის მოებაძა
G.LA
11 ივლისი 2020 01:56
11
თურქეთში რო წადი Dა არაფერია ცუდი ამაში მაგრამ შენივე პრინციპით.არ Yოფილხარ მართAლი.რა ტაო კლარჯეთის დაბრუნებას შეგპირდნენ?თუ Oშკის ზარზმას და შXვა ქართული ტაძრებში ლოცვას????ესეც ორმაგი სტანდარტია
Mosexoneli
11 ივლისი 2020 09:24
14
მესმის შოთი რატომაც ამბობ. გთხოვ გაიმორო რატომ თქვი უარი რუსეთში მუშაობაზე?
G.LA
11 ივლისი 2020 01:52
5
Imitom rom ar yofila konkretuli shemotavazeba arasdros
Emre
11 ივლისი 2020 04:25
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული