თორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გააკეთა, ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა!
დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.
რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს.
ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება
მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.
ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის, ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.
ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა!
ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.
ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.
და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!
ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე.
#GeoSoul

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია


მკითხველის კომენტარები / 38 /
რეალის ფანობა აწვება
ნიკა
20 აგვისტო 2020 08:59
0
ვკითხულობ ეხლა და მიკვირს ბიჯო ზოგს რა მართლა ტ-ესლი კომენტარები გაქვთ, რა რადიკალისტები ხართ სიტყვის გაგონება არ გინდათ... რა ღვარძლის საფრქვევად პოსტავთ მხოლოდ. სპორტია,მთავარი ობიექტურობაა აქ და რა გჭირთ ჩაიხედეთ საკუთარ სუბიექტურ აზრებსა და გულში.
ანესთეზეოლოგი
15 ივლისი 2020 22:35
0
დავინახავთ,როგორ შეათავსებ ერთმანეთთან ქართულ სულსა და რუსულ ფულს.
მარი
15 ივლისი 2020 10:18
1
შენ, თორნიკე შნგელიას , მოგიწევს რუსული სულის ტარება! რუსეთის ჰიმნზე გაჯგიმული ყოფნა და პუტინისთვის მადლობის გადახდა!!! შეეგუე ამას, გიღირს???
პატრიოტი 2
14 ივლისი 2020 10:30
2
უკეთესს ვერავინ იტყვის, გენაცვალე ქართველობაში.
მარიამი
15 ივლისი 2020 10:19
0
გასაგებია რომ ბარსა და რეალია კალათბურთში ცსკა მაგრამ გული იმაზე მწყდება რომ სომეხი აზერების გუნდში არასდროს და არც პირიქით..ებრაელები ვაგნერს არ უსმენენო აქ წავიკითხე.. უკრაინელები ყველა წამოვიდა რუსეთის გუნდებიდან ომის მერე.. და მშურს უბრალოდ თორემ იუდამ რომ 30 ვერცხლი აიღო ისიც თვლიდა რომ მხოლოდ ბიზნესი იყო ეს
მართალი
12 ივლისი 2020 13:58
6
ჯერ ქონება, მერე ცხონება !სამშოლო კი მაინც გაპატიებთ ყველაფერს, თუნდაც საკუთარ კარში(ან კალათში) გამორჩენისთვის ორი ბურთი გაგვიტანე(ჩაგვიგდე)
ბაბაია
12 ივლისი 2020 11:12
6
თორნიკე ღმერთმა ხელ-ფეხი მოგიმართოს სადაც არ უნდა იყო, გენაცვალე დიდი ქართველი და პატრიოტი ხარ და ყურადღებას ნუ მიაქცევ ამ ურაპატრიოტების ლაყაფს....ხლისტი და ლიბერასტი არ დაილევა ამ ქვეყნად...
Zzz
11 ივლისი 2020 23:25
19
შებგელია, ვერ გააპრავებ მაგ საქციელს!!
რუსეთის მონა შენგელია!!
11 ივლისი 2020 22:50
13
ამქვე ყანას ჩემო თოკო 30 წელია რუსულ-ამერიკული ჰიბრიდები(ედიკა, მიშა. ბორია} მართავენ. ნუ ნერვიულობ, ყველას პასუხი მოეთხოვება როცა იქნება.
ოზეკი
11 ივლისი 2020 22:23
21
სამწუხაროდ იგივე ხდება შენგელიას მიმართ რაც კაშიას მიმართ განხორციელდა სამკლაურის გაკეთების გამო, ოღონდ ეხლა პროგრეშულად მოაზროვნნნნეეეები მიმართავენ იგივეს, სინამდვილეში არანაირი ღალატი არ არსებობს, ვერაფერს ვერ დაგვაკლებს და ვერც შეგვმატებს თოკოს ქცევა, გარდა ურაპატრიოტული გრძნობების შეურაცყოფისა, ჩემთვის უმთავრესია ადამიანი და არა სახელმწიფო, სამწუხაროდ ამჯერადაც ერთ კარგ ბიჭს დაუმსახურებელ შეურაცყოფას ვაყენებთ.
Semi
11 ივლისი 2020 21:32
21
სემი, მერე ეს სახელმწიფო ადამიანებისგან არ შედგება? და როგორი ადამიანებისგანაც შედგება, ისეთი სახელმწიფო გაქვს.
რამაზი
12 ივლისი 2020 15:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული