ვეტერან კალათბურთელთა მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას!

AutoSharing Option
ჩვენთვის საყვარელი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ევროლიგის ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა არაერთია ზედმეტად კატეგორიული გამონათქვამიც. ძალიან თამამად მსჯელობენ პატრიოტობა-არაპატრიოტობაზე, ნაკრებიდან მოკვეთაზე და ა.შ.

ჩვენ, 1960-1970-იანი წლების თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ყველას მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე ერთი ადამიანის გადაწყვეტილების შეფასებასთან დაკავშირებთ. მით უმეტეს, რომ ლაპარაკია ბევრი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზე, რომლის კარიერაც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი ქვეყანა და ხალხი.

იგი
მებრძოლი კალათბურთელია, უკან არასოდეს დაუხევია და მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომელიც წმინდა სპორტული თვალსაზრისით, საუკეთესო იყო მისი კარიერისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თორნიკეს წინსვლა ნაკრების წარმატებაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. ის ხომ ეროვნული გუნდის კაპიტანი და ლიდერია.

ვეტერანები მხარში ვუდგავართ თორნიკე შენგელიას, ვუსურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს.

GBF.GE

altთორნიკე შენგელია: მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას

altთორნიკე შენგელია: არავინ საუბრობს ჩემი კონტრაქტის დეტალებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია

altგომელსკი: შენგელიას სტაბილური სროლა არა აქვს, სამაგიეროდ სხვა პლუსები გააჩნია

altქართველმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთიანი ვიდეო ჩაწერეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
vinc nacebi ar vart piriqit magat mocilebashi cvlili rom gvaqvs shetanili da tornikes da mamamisis gadawyvetileba did shecdomad rom migvachnia tan ro icoda orivem romamas aseti xmaurimoyveboda armitxrat exla ar icodneno maincver gavigerato gadavida mati azrit realuradratomac gadavida kivxdebimagramchven ratogvaboleben popularoba? rusebistvis... evroligatukiesanetis chepioni gaxdabaskoniis rigebshiimavebaskoniitevroligismogeba ar sheidzleba ar mitxrat exlasxvadoneatoreesanetis chempionatshi xo pavoriti iyo baskonia zustadac baskoniittu gaxdebodaevroligischempioni mashin gaxdeboda super popularuli exla mtavari erekles ingilo qalma iranuli tavsaburaviar apatia da tqvencskas gulze ibechdavt da erekles pasuxi sulitxorcit da yvelaprit qartuli unda iyos qartvelebis cinamdzgholi shen tornike qartvelebis cinamdzgholi iyavi zustad iyavi da jobia datovo kapitnoba tuginda demarshi daarqvi da gagvebute vinc manamde gulit da sulit ggulshematkivrobdit.
კახა
12 ივლისი 2020 23:52
1
'პატრიოტებო' ვითომ... ისე იკბინბით, ისე შეუგნებლად ბლატაობთ, რომ საქართველო ეხლა გაგახსენდათ ვრწმუნდები. პატრიოტიზმი შეგნებული სიყვარულია! შეუგნებელი კი ნაციონალისტობაა. აღიარეთ რომ ნაციონალისტები ხართ და პატრიტიზმს გაემიჯნეთ. შენგელია არის პატრიოტი და თავდადებულათ უყვარს სამშობლო. თქვენ კი საკუთარინ თავი გიყვართ. შენგელია საქართველოს ასახელებს წარმატებებით. თქვენ აზარალებთ საქართველოს თქვენი ბოღმით... რაც ვეტერანებზე იკადრეთ, მაგას შეგნებული პატრიოტი არ იკადრებს. საქართველოს გაუმარჯოს!
გია
12 ივლისი 2020 22:32
35
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული