ვილდოსა შენგელიათი გაოცებულია და ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარს აკეთებს

AutoSharing Option
"ბასკონიას" კალათბურთელმა ლუკა ვილდოსამ ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი და ყოფილი თანაგუნდელი თორნიკე შენგელია შეაქო.

"ჩემთვის არავის მოუმართავს. შეიძლება ჩემმა აგენტმა იცის, მაგრამ ვიდრე კონკრეტული წინადადებით არ შეეხმიანებიან, არ შემაწუხებს. "ბასკონიასთან" კონტრაქტი მაკავშირებს, თავს ბედნიერად ვგრძნობ და გუნდის გამოცვლაზე არ ვფიქრობ.

შენგელიას გარეშე მოვიწყენ. არ ვიცი, როგორ აიძულა საკუთარი თავი და ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში ამდენი ხანი როგორ ითამაშა, როდესაც მოკლე პერიოდში ამდენი მატჩი იყო. თუმცა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ის ბოლომდე დაიხარჯა. მისი გამარჯვების სურვილი ყოველ ჩვენგანზე გავრცელდა", - ციტირებს
ვილდოსას Libertad Digital-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სამშობლო არ იყიდება,შენგელიას რომ უარი ეთქვა ყველას გასაგონად,ეს იქნებოდა მაგალითი ყველასთვის.
ზას.
15 ივლისი 2020 19:12
8
ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" რომ ჩემპიონი გახდა, გული სიამაყით აგვევსო მთელ საქართველოს!!!!!!!!!!! როგორ გგონიათ, "ცსკა" რომ ევროლიგას მოიგებს იგივე განმეორდება?????????????? ჰა თორნიკე?
rigiti
14 ივლისი 2020 23:22
11
არ უნდა ავურიოთ სპორტი და პოლიტიკა, არც ხელოვნება და პოლიტიკა, არც ეკონომიკა და პოლიტიკა. მაააგრამ ვეღარ გავიგე ამ ჩვენი ჯარისკაცების მტერია ეს რუსეთი მარტო??? ეგრე გამოდის თურმე. ფორმა თუ გაცვია მტერია რუსეთი და დალშე არა. სასაცილოები გავხდით, მტერზე მტერი ვერ დაგვირქმევია და რაღაზეა საუბარი. არ მაქვს უფლება აღარ მაინტერესებდეს შენგელიას კარიერა? ფეხი რომ მოტყდეს და ერთ ადგილას მეკიდოს მე ეგ ამბავი არ შეიძლება??? რუსეთის არმიის გერბი რომ საქართველოს კაპიტნის გულზე არ უნდა იყოს ასეთი გაუგებარია? ასეთი ფარჩაკები გავხდით დავიჯერო??? და გორგოძემ თუ მიულოცა რა ამით? აღარ დადგება სმირნაზე რუსეთის ჰიმნზე თუ გორგიძის მილოცვა ინდურგენციაა? აწი მწვანეა? შენგელია გაიზარდა თურმე ბასკონიასთვის და რაღა ქნას, თუბარ დაიკიდა რუსეთის გერბი დაეღუპება კარიერა??? და იმ გერბით რომ რუსეთის ჯარი შემოვიდეს საქართველოში და შენგელიას ოჯახი ჩოგბმენში ჩააყენოს დიდიან პატარიანა ქართველმა კარისკაცმა რა ქნას??? მე მის ადგილას არ ავურევდი სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში და გავივლიდი ისე რომ მდგარიყვნენ ჩოგბჯენში შენგელიები. თავს იდებილებენ ესენი თუ რა ხდება???საერთოდ უნამოსო იქნება ეგ ბიჭი თუ პირველ თამაშის ჩატარებამდე რუსეთის არმიის გუნდში არ გამოვა და კაპიტნობაზე უარს არ იტყვის. მე პირადად არ გიხარდება ეროვნული ნაკრების გამარჯვება თუ მისი კაპიტანი შენგელია იქნება
მტრები
14 ივლისი 2020 16:43
18
აბა იმ აფხაზმა ოსმა და რუსმა რა ქნას, ვისაც ჩვენ მოვუკალით ახლობელი? ისინი ხომ თვლიან რომ მართლები იყვნენ ამ ომში(ომებში)? პოლიტიკას ჩვენ რას გავუგებთ, ვინ იცის სად არის ძაღლის თავი დამარხული, არც ჩვენ ვართ მამააბრამისბატკანი თუ როგორცაა ნათქვამი. ეჰ რავიცი რავიცი... გაუმარჯოს საქართველოს! წარმატებები თორნიკეს!
შოთა
15 ივლისი 2020 09:23
5
ეგრეა მეგობარო, ფარჩაკები გავხდით და მტერი ვინაა და მოყვარე ეგ ვერ გაგვირჩევია,ნეტა რისთვის დაიღუპნენ ის ბიჭები, რისთვის შეასკდენ მტერს? საქართველოს ნაკრების კაპიტანს რომ რუსეთის არმიის ცენტრალურ გუნდში ეთამაშა? გუნდში, რომელიც რუსეთის ველიკოდერჟავული პოლიტიკის სიმბოლოა!
ალექსანდრე
14 ივლისი 2020 19:17
8
გილოცავთ თოკო,

მაგ გუნდის ლიდერი უნდა გახდე და გახდები კიდეც ! ! !
გიო
14 ივლისი 2020 14:46
13
ყოჩაღ ტოკო! რა მაგარია როდესაც ესპანეთში ესე გაფასებენ და პატივს გცემენ. წარმატებები ცსკ-ში და ევროლიგის მოგება მოგველოცოს!
შოთა
14 ივლისი 2020 10:24
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული