ცსკა-მ თორნიკე შენგელიას 23-ნომრიანი მაისურების რეალიზაცია დაიწყო

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-მ გუნდის ახალწვეულებს ნომრები გაუნაწილა და თორნიკე შენგელია 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მას ეს ნომერი დენიელ ჰეკეტმა დაუთმო, რომელმაც 10 ნომერი აიღო. "ჰეკეტის გულუხვობის შედეგად შენგელიამ ნომერი შეინარჩუნა, რომლითაც ევროლიგაზე მისი თამაშის ყურებას გულშემატკივრები მივეჩვიეთ", - წერს "არმიული" კლუბის საიტი.

შენგელიას მაისურის შეძენა 2 500 რუბლად (დაახლოებით 35 დოლარი) შეიძლება.

ნიკოლა მილუტინოვი 33-ე ნომრით ითამაშებს, ხოლო დერან ჰილიარდმა ნომერი შეიცვალა და მე-6 ნომრით იასპარეზებს.

Sportall.Ge

შენგელიამ "ბასკონიაში" გატარებული 6 სეზონის შემდეგ ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცსკა სეზონს სექტემბერში ВТБ ლიგის გათამაშებით
იწყებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
არასოდეს. არ მოეგოს. ევრო ლიგა რუსული კლუბის მაისურით
macbook pro
16 ივლისი 2020 22:24
12
ყველა ქართველ რუსეთუმეს და ცსკა-ს სტაჟიან თუ თოკოსეულ გულშემატკივარს: ხო გინდათ ევროლიგის მოგება, ხოდა ვერ ეღირსებით!!! მაინც გახევენ რუსეთის არმიის გუნდს! ცსკა-ს წინააღმდეგ ყველას ვუსურვებ წარმატებას: ბარსას, რეალს, მილანს, პანათინაიკოსს, ფენერბახჩესაც და თუნდაც ხიმკისაც!
პაატა
16 ივლისი 2020 20:08
20
პაატა აპრუწუწუნ? შენ, რომ იტყვი არა? ეგრე სად არის თაყაო!
ემზარი
16 ივლისი 2020 20:24
34
თოკოს არჩეულია მოსკოვის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი(ცსკა)და ვერ შეედავები. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის შესანიშნავ სპორტულ კარიერას შეეძლო უფრო ბრძნული გადაწყვეტილება მიეღო.
ოზეკი
16 ივლისი 2020 20:46
7
თორნიკე შენგელიას! ვუსურვებთ დიდ წარმატებას, დიდ გუნდში.
გოჩა
16 ივლისი 2020 20:13
34
ჩვენს საამაყო კაპიტანს, გაეხარებინოს მისი გულშემატკივრები.
გუგა
16 ივლისი 2020 20:57
45
რა რა და საამაყო ნაღდად არაა...
paradox
16 ივლისი 2020 22:55
10
სამწუხაროდ, საამაყო აღარაა.
გია
17 ივლისი 2020 11:28
4
მაგარი ხარ თორნიკე! წარმატება, წარმატება. ერთ მუჭა "ურა პატრიოტ" ბოღმებს არ გავკარით?!
ასეა
16 ივლისი 2020 18:57
50
რაც პირველად მომადგა ენაზე იმას რავა გაკადრებ, მარა ცოტა ზრდილობა არ გაწყენდა. ეტყობა ძაან დაკავებული იყავი როცა არიგებდნენ,
ირაკლი ქუთაისელი
16 ივლისი 2020 19:59
7
მეც რაღაცა მომადგა პირზე, მაგრამ მაგას რავა გაკადრებ? ზრდილობა და ცოტა თავის შეკავება შენს მომხრეებსაც მოკითხე მარტო თორნიკეს, რომ ხედავთ დიდ რუსეთში.
ირაკლი ქუთაისელს ასეა.
16 ივლისი 2020 20:21
15
2,500 რუბლი მაისურის ფასია თუ თორნიკესი?
ცნობისმოყვარე
16 ივლისი 2020 22:57
19
საიდან რას ფიქრობთ?! რამდენი ქართველი ფედბურთელი თამაშობს რუსეთის პრემიერ ლიგაში,რამდენი ქართველი რეგბისტია რუსეთში,კაჭარავა რომ რუსეთში თამაშობს მოღალატეა? თუ ჯერ რუსეთი არ დაულელეოებიზ?! რატო არ აკრიტიკებდით მარკოიშვილს, სანიკიძეს ან ბუს? მიდი თოკო ევროლიგა და MVP გვინდა!!
Chaachi
16 ივლისი 2020 20:24
35
ბიჭო, ბიჭო, ბიჭო - შენგელიას მხარდამჭერი ჯგუფი ორგანიზებულობითა და ოპერატიულობით სჯაბნის ვიზავის.
ნეიტრალი
16 ივლისი 2020 19:28
4
შენგელიას მოწინააღმდეგეებს! არ ააქოთოთ ეხლა თქვენი კომენტარებით ეს საიტი ისედაც ძალიან დაუკრეფავში ხართ გადასულები. ყველამ თქვენს ერთ ადგილებს მიხედეთ.
ვახო
16 ივლისი 2020 18:55
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული