გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
ესეთი ძლიერი პოლიტიკოსი როა მაგიტოა რომ ერთ სპორცმენს ლანძღავს მეორე მიცვალებულს იყენებს და დანარჩენს აგინებს..
ეს არის საკუთარი თავის გაპიარება ნებისმიერ ფასად ბატონო გუბაზ სხვა რა დაგჩენია.. ისე თქვენ ხომ შეუქმენით უკეთესი პირობები სპორცმენებს რომ არ წასულიყვენ ოკუპქნტებში საინტერესოა ნეტა რატო მიდიან გიკვირს და შენისთანებს თავი პატრიოტები გგონიათ..
ჩორნა
20 ივლისი 2020 17:35
8
მთელი ეს პერიოდი ვაკრიტიკებდი თორნიკეს და ვთვლი რომ ქართველების უმრავლესობა იგივეს გააკეთებდა როცა საკ7თარი კეთილდღეობისთვის გააზრებულად მამელუქობს შეილება ითქვას არაა მოღალატე ქვეყნისთვის ზიანის მოტანას არ გააკეთებს გუბაზ აჭარბებ იტყვი სხვა რა ქვია მაგრამ ნამდვილად არ ჰქვია მოღალატე
კახა
20 ივლისი 2020 17:20
19
გუბაზ სანიკიძეები და შალვა ნათელაშვილები, რომ არიან ამდენი წელი პოლიტიკაში მაგიტომ ვართ ასეთ სიტუაციაში.
ამათი მეორე კიარა პირველი სახელია ზუსტად "მოღალატე"
Agent
20 ივლისი 2020 17:14
23
ბიჭო ნათელაშვილი ერთხელაც არ ყოფილა ხელისუფლებაში როგორ შეიძლება მაგის ბრალი იყოს ქვეყნის მდგომარეობაა:))) ლოგიკაც რა სუსტი გქონიათ ქოცებს? :)))
irakli81
20 ივლისი 2020 18:47
21
არავის არ მოუსმინო თოკო! ნახევარი საქართველო რუსეთში შოულობს საარსებო წყაროს, რამდენი მარტო ფეხბურთელია რუსეთის ლიგაში... არც მე მომწონს ეგ რეალობა იმიტომ რომ რუსეთი მართლა ოკუპანტია მარა მაშინ ყველა - მთელი ჩასული ქართველობა ბოლო 25 წლის განმავლობაში უნდა შეთანხმდეს და წამოვიდნენ... რეალურია ახლა ასეთი რამე? არა. ჰოდა მაშინ სხვა თემა იპოვეთ სალაპარაკოდ
ლევანი
20 ივლისი 2020 17:03
17
ანუ შენ ამბობ რო კაფელშიკს შეუძლია უღალატოს ქვეყანას რახან ცოტას შოულობს და თორნიკეს არა იმიტომ რო ბევრს? თუ ღალატია მაშინ ღალატი იყოს ყველასთვის, არც რუსი ტურისტები უნდა შემოვუშვათ და ყველა ბოლო წლებში ჩასული ქართველი დაბრუნდეს უკან. და ამის შნო ვინ მოგვცა ქართველებს? დიდი ხანია დავკარგეთ.
ლევანი
21 ივლისი 2020 00:25
2
ეგ რომ ვინმეს უსმენდეს რუსეთში წავიდოდა? ხოდა შენ კიდევ კაფელშიკსა და საქართველოს ნაკრების კაპიტანს შორის განსხვავებას ვერ ხედავ?
აბა შენა ხარ
20 ივლისი 2020 18:08
14
ყველა გამოხმაურება
გუბაზაზე მაგრად გამეცინა და მერე ერთი რაღაც ვთქვი......
zurabi
20 ივლისი 2020 17:03
9
შენგელია მოღალატე არ არის,ის გზააბნეულია,აი გუბაზი კი ყველას ღალატობს,ხოდა ვინ არის ახლა მოღალატე ?
ტოტო
20 ივლისი 2020 17:00
11
როგორ,თუ ვის,ჯერ იყო და ზვიადს უღალატა ,შემდეგ ტრადიციონალისტებს,შემდეგ მიშას ლანძღავდა,ქათმის ბარკალი მაგისიაო,მერე ოცნების ლანძღვა დაიწყო და ისევ მიშას,რომელსაც კავკასიაზე მანამდე უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა,უცებ ჩაეხუტა.
იმდენ სისულელეს ამბობს პირდაპირ გაოცდები,გურულებმა ბურგუნდიელებს ომი მოუგესო.მანამდე მილიონიო,ვერ მიიღო რადგან პარლამენტში ოთხი წელი ხმა არ ამოუღია,იდო და ეძინა (მართლა ეძინა,დააფიქსირეს),სამაგიეროდ საპარლამენტო პენსია დაირტყა.განათლებული ნამდვილად არ არის,ნაკითხია,განათლებული ადამიანი ასეთ რამეებს არ იკადრებს.
ტოტო
20 ივლისი 2020 18:26
4
როცა ადამიანის ლანძღვას აპირებ ბოლო ბოლო რამე არგუმენტი მაინც უნდა მოიშველიო.
ვის უღალატა გუბაზმა იქნებ დაწეროთ?
ან ეს მილიონი რა დაიხვიეთ ხელზე? ვის არ უნდა შოვნა, ან რომელი იტყვით უარს.
და ბოლო - ბოლო ხომ ვერ იშოვა? იმიტომ რომ დღევანდელი კალოშებით შესულს მილიონები რომ იშოვეს, მაგათ ნაირად არ წაიკუზა.
რაც შეეხება შენგელიას, მე არ ვიტყვი რაიმე ცუდს, მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა, ესპანეთიდა რუსეთში ისეიც ცეესკაში როგორ გადავალ, სირცხვილია უბრალოდ.
დავკარგეთ ქართველებმა თავმოყვარეობა, პრინციპები.
las
20 ივლისი 2020 17:00
45
გუბაზის მოღალატეობა ვნახეთ 9 პარტიაზე გადახტომაში, პოლიტიკური ვექტორის 9–ჯერ ცვლილებაში, სადაც ფულის სუნი ეცა, იქ შეძრომაში, პრინციპების ღალატში, გავაგრძელო? რაც შეეხება შენგელიას, რატომ არ იწყებთ საქართელოს ნაკრებით, ლამის ნახევარი გუნდი რუსეთში რომ თამაშობს? საქართელოდან რუსეთში წასულ ასიეულ ათასობით კაცსაც მოღალატე უწოდეთ მაშინ, ამ დაქცეული ქვეყნის ბიუჯეტის დიდი წილი მათი გამოგზავნილით რომ ივსება...
!
20 ივლისი 2020 20:48
5
გუბაზისას თუ ცუდს ვერ ხედავ და მედროვეობას, მლიქვნელობას და სიხარბეს თუ პატრიოტიზმი ქვია, რაღა უნდა გელაპარაკოს ადამიანი. კაცი თავის გამორჩენისთვის რასაღარ კადრულობს და მაგის პოზიციაში მყოფმა მეტი რაღა უნდა დააშავოს.. სახელმწიფო საიდუმლო მაგან არ იცის, რომ გათქვას!
mari
20 ივლისი 2020 18:26
8
ყველა გამოხმაურება
შენგელიას გადასვლა ცსკაში არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი იმიჯის მხრივ და ამას სულ გავუსვამ ხაზს. თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ გადაავლეთ ისტორიას თვალი ან უფრო მარტივი , გაეცანით საზოგადოებრივ აზრს მანდ !!!
მაგრამ, სანიკიძეს ნამდვილად არ აქვს ხმა ამოსაღები. ეგ მიშასაც ეძახდა ათას რამეს და ბოლოს ნახეთ როგორ ჩაეკონა ლამის მესიად გამოაცხადოს !!! ასე რომ ღორმა ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო ისე გამოუვიდა !!!
mikhael
20 ივლისი 2020 17:00
32
მომისმინე მეგობარო, ჯერ გაერკვიე სპორტი რა არის და რას ნიშნავს და მერე ილაპარაკე კაი? აბა მითხარი შენ რა გააკეთე ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის?
ირაკლი
20 ივლისი 2020 17:45
13
ეს ვისზე რას ლაპარაკობს?! რასაც შენგელიამ თავის ასაკში მიაღწია, მაგის შთამომავლები 10 თაობა ერთად ვერ გააკეთებენ. ფუ შენ ვითომ პოლიტიკოსო....
სტუმარი
20 ივლისი 2020 16:57
17
ხო ყველა მოღალატე და მონაა ვინც სიმართლეს ამბობს ერთადერთი პატრიოტი ბატონი ბიძინა ყოფილა ამ ქვეყნად, ენაცვალეთ მაგას :))))
irakli81
20 ივლისი 2020 16:54
36
სხვა რაღაცაც მეწერა მანდ და რატო ამოჭერით?  ან არ გამოგექვეყნებინად ან კიდე სიტყვების ამოჭრა რა უბედურებაა, რამის აზრი შეუცვალეთ ტექსტს:)))
irakli81
20 ივლისი 2020 18:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული