გუბაზ სანიკიძე: შენგელია მოღალატეა, მეშინია ამ მონობას არ მივეჩვიოთ

AutoSharing Option
ქართველმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ "მთავარი არხის" ეთერში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლა მოღალატეობრივ ნაბიჯად შეაფასა.

"ის ჩვენი კალათბურთელი, რუსეთში რომ გაიქცა, ქვეყნის მოღალატეა… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა  ქვეყანაზე არაფერია. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ.

კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას,
ბოგანოობას, მოღალატეობას.

ყოველდღიურად ვხედავთ ქართული ფასეულობების ჩამონგრევას. იგივე შაქარაშვილის თემა რა არის? ეს ახვრები მივიდნენ და პატარა ბავშვი მოკლეს. აი ასეთები გახდნენ დღეს ქართველები უკვე და ეს ფაქტია,"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მკითხველის კომენტარები / 176 /
არჩევანის გაკეთება ყველას უფლებააა....არის როცა იძულებული ხარ და რას იზამ, შენგელიამ ზრდასრულმა, თავისუფალმა, წარმატებულმა გადადგა ნაბიჯი რომელსაც ბევრი არ მოუწონებს , ეს მან იცოდა და მაინც, რამ გადაძლია ? ფულმა ? დიდმა ფულმა ? ტიტულების მოხვეჭამ ? იქნებ საქართველოსთან მეტმა სიახლოვემ და ნაკრებში თამაშის სურვილმა ? იქნებ ყველაფერმა ერთად ? ჩემის აზრით ეს ფაქტი ცუდია ერთმნიშვნელოვნად და არც სამაგალითოდ გამოდგება სხვებისთვის მაგრამ ნუ მოვითხოვთ ადამიანისგან ყოველთვის საუკეთესოს, ყველანი შეიძლება შევცდეთ და გამოსწორების შანსსაც უფალი ყველას გვაძლევს, ვნახოთ დაველოდოთ რა გამოდნება აქედან წარმატება და სამშობლოს პატივისცემა თუ პუტინის მხარდაჭერილი თბილისის მომავალი მერი .
ბაბაია
21 ივლისი 2020 09:28
17
ეს რომ ვინმეს ღალატზე რამეს იტყვის. მე არ ვთვლი ამ კაცს მოღალატედ ცოტახანში დაამტკიცებს და გააკეთებს თავის გასაკეთებელს.
giorgi
21 ივლისი 2020 09:23
8
კი,კი გუბაზ!ნაღდი მოღალატე ხარ,წყალი,რომ არ გაუა ისეთი.
თერჯოლელი
21 ივლისი 2020 09:11
5
გუბაზა რომ ვინმეს *მოღალატეს* დაუძახებს , რატომ ღმერთი არ გაიცინებს !! ))
კახაბერი
21 ივლისი 2020 08:51
6
შე გგონია არ იცინის?ცრემლებამდე ხარხარებდა.
სოსო
22 ივლისი 2020 11:16
0
აუ, ბატონო გუბაზ, დავაი რა .......
დინამოელი
21 ივლისი 2020 08:48
7
შენ შენი სამრეკლოდან გაჰკივი,რომელიც სულიერად ძალიან დაბალია.ეხლა მე,ქართველი ქალი გიპასუხებ,რატომ არის შენგელია მოღალატე და რა განსხვავებაა ჩემსა და თქვენისთანა მედროვეებს შორის:1.როგორც არ უნდა მიჭირდეს,მირჩევნია აქ მეეზოვედ ვიმუშაო,ვიდრე ოკუპანტს ვემსახურო.ცნობისთვის:უნივერსიტეტის ორი დიპლომი მაქვს.2.მე კიდევაც რომ წავსულიყავი და ოკუპანტის სამსახურში ჩავმდგარიყავი,არსად არ გამოჩნდებოდა,რადგან სანახაობრივი პროფესიის ადამიანი არ ვარ.ჩემს ვერც წასვლას გაიგებდა ვინმე და ვერც ჩამოსვლას.მიუხედავად ამისა,ისე მძულს ოკუპანტი,რომ ვერ წარმომიდგენია მათ გარემოცვაში თუნდაც ერთ დღეს გავძლო.3.მეტსაც ვიტყვი-დღესვე შემიძლია სამშობლოდან წასვლა ევროპაში-ნათესავები მყავს,მაგრამ არ წავალ,რადგან მტკიცედ მჯერა,რომ ჩემს ქვეყანას აქ ვჭირდები თუნდაც იმიტომ,რომ ჩემს წილ საქართველოს ვიცავ ჩემი აქ ყოფნით.4. მიმაჩნია,რომ ჩემი მეშვეობით ოკუპანტმა ქვეყანამ არანაირი სარგებელი არ უნდა მიიღოს.რატომ ვფიქრობ ასე?იმიტომ,რომ წყალი არა ვარ, ქვიშა ვარ და ჩემისთანებზე იდგა და ისევ იდგება საქართველო.ვიმეორებ-მე ზვიადის,მერაბის,ანწუხელიძის, 300არაგველის,შინდისელების და სხვათა შთამომავალი ვარ.მტერი ვერასოდეს მიყიდის!
ყაზაიშვილს
21 ივლისი 2020 03:56
42
დაგეთანხმებოდი თუ თურქეთზე ირანზე სომხეთზე თუ იგივეს იტყოდი, მაგრამ მანამ სანამ თურქეთს ირანს სომხეთს მოკავშირედ და მეგობრად ჩათვლი, რუსეთის მტრობა სისულელე არგუმენტია. თუ ვიძახოთ მტრობაზე მაშინ ყველა მტერს მტერი დავუძახოთ ან გავჩუმდეთ და ვიაროთ თავდახრილებმა, ან ყველას შევურიგდეთ. იმ ქვეყანას რა ვუთხარი ამდენი მტერი ყავს ირგვლივ, ნახევარი ქვეყანა ოკუპირებული
კიდევ უფრო მეტი მიწა მეზობლების მიერ მიტაცებული და მარტო ერთი კალათბურთელი რომ ყავს მოღალატე.
ბონდო
22 ივლისი 2020 01:52
0
Თარხანმოურავის შთამომავალიც იქნები გეტყობა
აუჰ
21 ივლისი 2020 21:25
0
ყველა გამოხმაურება
გუბაზ შე მართლა მოღალატე და უღმერთო. თორნიკეზე მაგის თქმას როგორ ბედავ. შენნაირი მახინჯი სულის პატრონის უნდა ეშინოდეს კაცს..... არაკაცი და მუქთახორა. იშოვე მილიონი? ჯოჯოხეთს ანათებს სიმდიდრე.
ლუკა
21 ივლისი 2020 03:34
13
ეს ძონძი რომ ვინმეზე იტყვის მოღალატეაო..
ვახო
21 ივლისი 2020 10:58
2
რას ნიშნავს როგრო ბედავს? მოღალატეა და იმიტომ ბედავს.
არ დამიწყოთ ახლა მიგრანტებზე შედარება!!!!!!!! - იმ ხალხს ლუკმა პური უჭირს და იმიტომ წყვალობს. თორნიკეს კიდევ არც ფული უჭირს და არც კარიერა, მაგრამ ფულს დახარბდა მოღალატეობა აბა სხვა რა არის? მასე ამბობდა ყორღანაშვილიც, შენ ეგ უბრალო ტიპი კი ნუ გგონია, საკმაოდ ცნობილი ტიპი იყო მაშნ საქარტელოში.

ერთი სურვილი მაქვს, რომ იგივე მოუვიდეს თორენიკეს, რაც ანანიძეს მოუვიდა. ჩაეკლას მისი ნიჭი. მერე იქნებ ისწავლონ ჭკუა
ლუკაკოს
21 ივლისი 2020 08:56
32
ერთი ხორვატებს ესაზღვრენიდეს რუსეთი და თურქეთი და მაგასაც ნახავდი შენი თვალებით სად ირბენდნენ ხორვატები კაფელშიკად! ჩვენ და აზერებმა და სომხებმა რო ავტეხოთ ეხლა სისხლისმღვრელი ომი ერთმანეთში, სპორცმენების გადასვლა კი არა მარილსაც აღარ ვიყიდით მაგათგან! იცი რატო ? იმირომ ტომ პაწაწუნა ქვეყნები არიან. და ამ რუსეთს ვერ აცდები ნახევარი პლანეტა უჭირავს, ვერ ხედავ? გინდა არ გინდა მიბმული ხარ გეოგრაფიულად, ეკონომიკურად, ადამიანური რესურსით და რა გინდა რო ქნა? საფრანგეთი, გერმანია , თურქეთი, აშშ, ბრიტანეთი , ერთი ადგილის კანკალით ელაპარაკება ხო ხედავ და რას ითხოვეთ ეს კლავუატურით საქართველოსგან? რა ვქნათ? ხო ვებრძოლეთ ძმაო? ხო ძაან ბევრჯერ თან სულ მარტოებმა, ვერ ვჯობნით ამ ღონით, თან სიმართლეც, ისტორიაც ჩვენ მხარეზეა, ხოდა ესეიგი რაღაცა ტაქტიკა ხო უნდა შევიმუშავოთ არაა? ადამიანი გონიერი არსება იყო აქამდე და რავიცი!!! თუ არადა მაშინ შენ ირაკლი81 ჩემო კარგო, გამოიგონე რამე ახალი ბორბალი, დავუყენოთ ამ საქართველოს და გადავაგოროთ სადმე რუსეთისგან შორს!!! თორე მაგ ლოგიკით დავრჩით მე , ბებია , ილიკო და ილარიონი, სულ რაღაც 3.5 მილიონი დავრჩით, მალე წითელ წიგნში შეგვიყვანენ... და ვუყუროთ მერე სიბერეში დისკავერზე ერთმანეთს!!!
Vasili
21 ივლისი 2020 02:15
15
არა მგონია ის იყოს გამოსავალი რუსეთს ტკბილი სიტყვით გული ავუჩუყოთ და უკან დაიხიოს იმიტომ რომ ფეხებზე კიდია ტკბილი სიტყვა ,რაც უფრო დავთმობთ უფრო მოგვაწვება ესაა მათი ტაქტიკა. ჩვენ კი ერთიანები და პრინციპულები უნდა ვიყოთ პარტნიორებთან ერთად და ასე მეტი შანსია, არ გამოვა რუსებთან ლაქუცით არაფერი. შენგელიას იქ გადასვლა იმიტომ ტეხავს, ნაკრების კაპიტანია და მთელ ერს წარმოადგენს,არა რაუნდოდა იქ, გადასულიყო რეალში ნბა- ში არ ჰქონდა შანსი? ჩემთვის გამოსავალი მუდმივ ბრძოლაშია, ბრძოლაა ისიც რომ ქვეყანა ევროპულად მოვაწყოთ, კანონი კანონობდეს და ეკონომიკურად წელში გავიმართოდ,მოკლედ რუსეთს არ უნდა დავემსგავსოთ.ისე კი რომ იცოდე მთელი რუსეთის ეკონომიკა იმაზე ნაკლებია ვიდრე ცალკე აღებული ნიუ იორკის შტატის.რუსეთი საშიშუა მაგრამ არა უძლეველი
irakli81
21 ივლისი 2020 03:05
20
ეხლა ვხვდები რატომაა ხორვატია წარმატებული ქვეყანა, ჩვენ კი ქაქში ვართ. არცერთი ხორვატი სპორტსმენი არ მოიქცეოდა როგორც შენგელია , იმიტომ რომ ვერ აკადრებდა თავის ხალხს, იმიტომ რომ ხორვატები თავმოყვარე ერია, იმიტომ რომ არასდდროს დაუძახებენ ოკუპანტს ბაბაიას. ჩვენ კი ორად გაყოფილნი ერთმანეთს ვლანძღავთ და ვერ ჩამოვყალიბებულვართ კარგია თუ ცუდი, ნაკრების კაპიტანი ოკუპანტი არმიის გუნდის წევრი რომ გახდა.
irakli81
21 ივლისი 2020 01:03
36
ნაკელი რა ღირს თქვენთან გუბაზ???
რეზი
21 ივლისი 2020 00:52
8
ორი რეზი
მარი
21 ივლისი 2020 12:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული