თოკო შენგელია: უემოციოდ უნდა იმუშავო და რასაც იტყვი, გააკეთო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ მოკლე ინტერვიუს მისცა "ფუენლაბრადას" კალათბურთელი ირლ ჯეროდ როულენდის "იუთუბ" არხს და წარმატების საკუთარ ფორმულაზე ისაუბრა.

"დღის ბოლოს საკუთარ თავს ეკითხები, გინდა ისევ ამის კეთება? თუ პასუხი დადებითია, მაშინ მთელი ვნებით უნდა განაგრძო. ამ დროს შენს ოჯახს ართმევ და რატომ უნდა დაიხარჯო სანახევროდ? ოჯახთან მაინც ვერ ხარ, დროს მაინც კარგავ, ამიტომაც ჯობს 100%-ით დაიხარჯო.

ჩემი ძლიერი მხარეები? ვთვლი, რომ პარკეტზე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. 15-16 წლის ასაკში ვალენსიაში, ბაზაზე ვცხოვრობდი და ბევრს
ვვარჯიშობდი. ბურთის კარგად ტარება ძალიან მეხმარება. ვიცი, რომ მხოლოდ წინ დგომითა და ორნიშნა სტატისტიკებით საკუთარ გუნდს ვერ დავეხმარები, მეტი უნდა გავაკეთო.

ასე, რომ ვიცი ბურთი ხელით უკეთ უნდა ვატარო, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე უნდა შევძლო, სროლების გაუმჯობესებაზე ვიმუშავო, სწაფად ვიმოძრავო, დაცვაში ძალიან კარგი ვიყო. ვიცი რაც მჭირდება და მათ დასახვეწად ვმუშაობ კიდეც.

ჩემთვის წარმატების მიღწევის წინაპირობა ემოციების გარეშე მუშაობაა, მშვიდი უნდა ვიყო. პრობლემის განსაზღვრა უნდა იცოდე, როცა ამას შეძლებ, მისი მოგვარების გზასაც იპოვი. ამის შესახებ თანაგუნდელებს უნდა ესაუბრო და შემდეგ ადგე და გააკეთო, რადგან საუბარი საქმის მხოლოდ ნაწილია.

არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი, უნდა ადგე და გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში თანაგუნდელები არ გამოგყვებიან. ესაა ჩემთვის პრობლემებთან გამკლავების ფორმულა,"- განაცხადა თოკომ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 30 /
სიტყვა 'დიდ'-ს მოვერიდები მაგრამ ნამდვილი სპორტსმენის ლოგიკაა. ასეთი სპორტსმენები შორს მიდიან რადგან განვითარების უნარი აქვთ. წარმატებას ვუსურვებ ახალ გუნდში ევროპულ ასპარეზზე.
გიორგი
13:40 22-07-2020
0
Здравия желаю, товарищ лейтенант !
ILIA
13:40 22-07-2020
0

სიახლეები პოპულარული