საქართველოს გერბი ბანერზე – ინდიანელებმა ბითაძეს დაბადების დღე მიულოცეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინდიანა პეისერსის ცენტრი გოგა ბითაძე 20 ივლისს 21 წლის გახდა. ბითაძე ახლა ფლორიდის შტატში, “დისნეი ლენდში” ინდიანელებთან ერთად იმყოფება და ემზადება ნბა-ს განახლებისთვის. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო მარტის შუა რიცხვებში შეწყვეტილი ნბა 31 ივლისს განახლდება და ყველა მატჩი დისნეილენდის სპორტულ არენაზე გაიმართება.

კლუბმა თავის ახალგაზრდა, იმედისმომცემ ცენტრს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა. ინდიანელებმა სოციალურ ქსელში პოსტერი გამოაქვეყნეს, სადაც გოგა ბითაძე ქართულადა და ინგლისურად წერია, დატანილია საქართველოს დროშა, კალათბურთის ბურთზე კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო გერბია გამოსახული. იქვეა მინაწერიც:
“შემოგვიერთდი და ერთად მივულოცოთ გოგას დაბადების დღე”.

შეგახსენებთ, რომ პეისერსმა ქართველი ცენტრი გასულ წელს დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და სანამ სეზონი პანდემიის გამო შეწყდებოდა, ბითაძის საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 8.4 წუთი, 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი, 0.7 დაფარება.

თავად კალათბურთელებმა, ვარჯიშის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, ქართველ ცენტრს დაბადების დღე ტორტით მიულოცეს. გოგამ სიმბოლურად, 1 სანთელი ჩააქრო.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ გოგას დაბადების დღეს, ვუსურვებ წარმატებას წარმატებას NBA-ში და პირად ცხოვრებაში.
G.LA
21:10 21-07-2020
0

















ახლა მაინც ირწმუნეთ რომ ამერიკა დემოკრატიაა, ხოლო რუსეთი შოვინიზმი.
მახა
19:51 21-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული