ცსკა-ს პრეზიდენტი: შენგელიას ნაკრებში 1 შემთხვევაში არ გავუშვებთ...

AutoSharing Option
ცსკა-ს საკათბურთო კლუბის პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა sport-express-ს საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიას შესახებაც ისაუბრა.

"მოლაპარაკებების დაწყებისთანავე თორნიკემ NBA-ის საკითხი დააყენა და ამერიკულ კლუბს მისი გამოსყიდვა შეუძლია. თუმცა, შენგელიას თავად სურს კარგ ორგანიზაციაში წასვლა და უბრალოდ NBA-ში ყოფნა მისთვის მთავარი არაა.

რაც შეეხება ნაკრების საკითხს, დიახ ჩვენ მზად ვართ სანაკრებო თამაშების დროს თოკო საქართველოში გავუშვათ, თუმცა ერთი პირობით, ნაკრების შეხვედრა ევროლიგაზე ცსკა-ს მატჩის თარიღს (იმავე დღეს არ უნდა იყოს) არ უნდა დაემთხვეს. დანარჩენი კი კალათბურთელზეა დამოკიდებული,
როგორც სურს, ამ უფლებას ისე გამოიყენებს. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს ყოველთვის ვიპოვით.

წელს ნაკრებში წასვლა სპორტული კუთხით მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქართველო ევრობასკეტის მასპინძელია და ფინალურ შეჯიბრზე მონაწილეობის მიღება გარანტირებული აქვს. გაცილებით მნშვნელოვანი იქნება 2021-22 წლების სეზონი, როცა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყება.

თავად ისეთი საკითხია, უნდა აღვნიშნო, რომ კონტრაქტის გაფორმებისას არც ერთ მოთამაშეს არ წამოუყენებია ეს პირობა, როგორც მისთვის აუცილებელი მოთხოვნა. შენგელიას შემთხვევაში ამ თემას პირველად შევეჯახეთ და ეს თოკოს პატრიოტიზმის კიდევ ერთი ნათელი სამხილია.

ნაკრებში აქამდეც გაგვიშვია მოთაამშეები, თუმცა თანამედროვე კალენდარის მიხედვით, კალათბურთელებისთვის ორ ფრონტზე თამაში ფიზიკურად ძალიან ძნელია. თამაშამდე ერთი დღით ადრე ერთი ქვეყნიდან მეორე უნდა წახვიდე, მოემზადო, ითამაშო, ყველა ამ ნაბიჯს არ გადადგმას. ასე რომ, მიმაჩნია, თოკოს შემთხვევა შესაძლოა, სერიოზული პრეცენდეტი გახდეს, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს,"- განაცხადა ვატუტინმა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
პრობლემა ის კი არ არის ესა თუ ის სპორცმენი სად ითამაშებს(რათქმაუნდა ითამაშებს იქ სადაც აიყვანენ და კარგად გადაუხდიან) და ამ შემთხვევაში კალათბურთელი სად ითამაშებს,არამედ ის რომ არ გვყავს ისეთი გუნდები ან გუნდი მაინც,რომელიც შეძლებდა ცსკ-ს დამარცხებას, კალათბურთის ჩემპიონატი გვაქვს "ჭ" კლასის და ეს არავის აღელვებს. ბოღმიანი და შურიანი ხალხის მოგონილია შენგელიას გარშემო ატეხილი ალიაქოთი,თითქოს პირველი იყო ვინც რუსულ კლუბში ითამაშა
jaba
25 ივლისი 2020 15:07
21
თოკო მიაწექი დაიკიდე არაფრიმაქნისი ხალხის არაფრის მომტანი კომენტარები . მთავრობა რო პრორუსები იმას არაპროტესტებთ და რა გადაეკიდეთ ამას.
საოცარი ქვეყანა
25 ივლისი 2020 14:48
28
შენგე მანგარჲ კოჩჲ რექ ჯიმა
ბაჩი
25 ივლისი 2020 13:32
14
ერთი გელა ნუგზარაშვილი გინდათ 3 მილიონ ბრიყვ ქართველს. :))) ამ ბარდაგს გელა თუ უშველის.
ერი, რომელსაც მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევია, სახელმწიფოს ღირსი არაა.
გენა
25 ივლისი 2020 13:30
8
არც თავად თორნიკეს და არც უფროს შენგელიას სიტყვაც არ დასცდენიათ კონტრაქტის ხსენებულ მუხლზე... არ იცოდნენ?!... საერთოდ, მამა-შვილი ერთმანეთს ეჯიბრება ინტერვიუების მიცემაში ქართულ, რუსულ თუ უცხოურ პრესაში, მაგრამ საკვანძო საკითხებს შეგნებულად უვლიან გვერდს... ერთ-ერთი ასეთი კი ნაკრებში მისი კაპიტნობის საკითხია. რად უღირს შენგელიას ახლა კაპიტნის სამკლაური? ვფიქრობ, დიდად არაფრად, - თუ რამედ უღირს, ამაზე ადრე უნდა ეფიქრა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღო. რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, რომ კაპიტნის სამკლაურის დათმობის შემთხვევაში კონტრაქტი შეუსწორონ და ნაკლები ანაზღაურება მისცენ. კაპიტნობას ახლა მისთვის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს (საკმაოდ ამაყად განაცხადა, რომ ფსიქოლოგია წესრიგში აქვს და კრიტიკა მასზე ნაკლებად მოქმედებს) და ყოველგვარი ზედმეტი ემოციური დატვირთვის გარეშე შეუძლია, მისთვის ჩვეულ სტილში (ამას ვერ დავუკარგავთ და ვერც ვიქნებით მართლები) ბოლომდე დაიხარჯოს ნაკრებში... აი, ნაკრებისთვის და ქომაგისთვის კი კაპიტნის სამკლაურს პრინციპული მნიშვნელობა აქვს და ამას პრინციპულად ვერ დათმობს ქართველი გულშემატკივარი და მთლიანობაში ერი, ისინიც კი, ვინც კალათბურთისა და ზოგადად სპორტისგან შორს დგანან... თუ ნაკრების ერთსულოვნება და შეკრულობა რამედ უღირს (არადა, გამუდმებით მაგას გვიმტკიცებს), შენგელიამ აუცილებლად თავადვე უნდა განაცხადოს უარი კაპიტნობაზე და ეს სწორედ ის ჟესტი იქნება, რომლითაც გარკვეულწილად შეარბილებს მის მიმართ აგრესიას და მორიგი განხეთქილებისა და დაპირისპირების მიზეზს გაანეიტრალებს... მაგრამ შენგელია მრავალმნიშვნელოვნად დუმს, უამრავ საკითხზე ლაპარაკობს ინტერვიუებში, კაპიტნობაზე კი არაფერს ამბობს... საინტერესოა, რას უცდის?!.. ეს ჩემი პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ საკითხითაც ვაჭრობას აპირებს. მოხარული ვიქნები, თუ ვცდები...
მ. ტ.
25 ივლისი 2020 13:09
9
მ.ტ.-ს ყველაფერში ვეთანხმები. შენგელია რომ სამკლაურის დამთმობი არაა უკვე ჩანს. არადა ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა მგონია ცსკა-დან ნაკრებში კაპიტნობა
გენა
25 ივლისი 2020 13:23
4
ეს კი, მართლაც აღარ მომეწონა.ეს ხომ, ფაქტობრივად არ გაშვებას ნიშნავს.გაშვებას როცა რაიმე წინაპირობა აქვს,ეს უკვე ნიშნავს:გაგიშვებ ,მაგრამ არ გაგიშვებო.
სოსო
25 ივლისი 2020 12:39
2
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, 2013 წელს ოცამდე რუსული კომპანია იყო საქართველოში დარეგისტრირებული და დღეს 200-ზე მეტია.
ჩვენს ტურიზმში რუსი ვიზიტორების ხვედრით წილზე არაფერს ვამბობ.
ქართულ საკაბელო ტელევიზიებში 50-60 პროცენტი რუსულენოვანი არხებია.
რაც ოცნებაა ხელისუფლებაში, რუსეთის მიერ გადმოდგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებზე ხეირიანი პროტესტიც არ განგვიცხადებია ოფიციალურ დონეზე.
აი ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე ერთად აღებული იმის ნახევარი კომენტარებიც არ მოჰყოლია, რაც შენგელიას ცსკა-ში გადასვლას მოჰყვა და მხოლოდ თორნიკეა დამნაშავე ?
თორემ ბაზარი არაა, ძალიან საჩოთირო გადაწყვეტილება მიიღო.
KORBEN
25 ივლისი 2020 12:33
15
კი, ვილაპარაკოთ მაგაზეც, რომ ამდენი კომპანიის და ტურისტის შემოსევა რუსეთიდან რატომ დაუშვა მთავრობამ. მოვთხოვოთ პასუხი. მაგრამ ეს შენგელიას ვერ გაამართლებს.
გენა
25 ივლისი 2020 13:26
3
რაო რაო? თამაში თუ დაემთხვევა არ გამოვუშვებთო?)))) თურმე პატივსაც არ ცემენ, მაგრამ ჯერ სად ხართ... "აპრავეთ" ეხლა
s.s.
25 ივლისი 2020 12:06
3
ადრე კახა ცხადაძე რომ გადავიდა მოსკოვის სპარტაკში მაშინაც ესეთი საგიჟეთი იყო და სულ მოღალატე ეძახეს....თუ სპორტს და კალათბურთს ამდენი გულშემატკივარი ყავს იარონ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე!!! ტრ... თამაშის მეტი სპორტი რომ არ აინტერესებს
gio
25 ივლისი 2020 10:05
32
ჩვენთან ანაზღაურება არ არის, პირობები არ არის,გულშემატკივარი არ არის, წავა რუსეთში სათამაშოდ და მოღალატეაო. რა მარტივია სხვისი ლანძღვა,შენ თვითონ რომ ლუზერი ხარ ადამიანი
100%
25 ივლისი 2020 13:12
18
ნუ ამართლებთ შენგელიას გაუმართლებელ საქციელს. "მაშინ ასე და მაშინ ისე" არაა სწორი ამ კონტექსტში. რა სადავოა, რომ არ უნდა ექნა შენგელიას რაც გააკეთა.
გენა
25 ივლისი 2020 11:37
13
ისედაც ცხადი იყო, რომ ასე ძალიან აპელირება ნაკრებში გამოშვების პირობაზე უფრო გადასვლის გამართლების გამო გაკეთებულს გავდა, ვიდრე რეალურ სურვილს. რაც გინდა ეწეროს კონტრაქტში, როცა საქმე საქმეზე მიდგება ისინი ეტყვიან - რა გინდა ეხლა ნაკრებში, მოიგებენ/წააგებენ უშენოდ მაინც, ან ემანდ ტრამვა არ მიიღო, ჯობია აქ ივარჯიშო, მაზეგ თამაში გვაქვს... და თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა არ იქნება, ყველანაირ ასეთ სიტუაციებში შენგელია არ/ვერ ჩამოვა. რეალურად ფიქციაა კონტრაქტის ეგ პირობა... კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა ეს ტრანსფერი :(
მიჩინიო
25 ივლისი 2020 08:41
11

სიახლეები პოპულარული