indystar-ის ინფორმაციით, "ინდიანა პეისერსი" ორლანდოში გასამართ NBA-ს ფინალურ ეტაპზე სოციალური და რასობრივი სამართლიანობის ბრძოლის სიმბოლოებით წარდგება და კალათბურთელები მაისურზე სხვადასხვა სიტყვას დაიწერენ, მათ შორის, გოგა ბითაძეც.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ კლუბის პრეზიდენტი და გუნდის მთავარი მწვრთნელი ხშირად საუბრობდნენ აშშ-ში არსებულ რასიზმსა და უთანასწორობაზე. მათ არც კალათბურთელები ჩამორჩებოდნენ.
გოგა ბითაძეს ზურგზე "Equality", ანუ "თანასწორობა" ეწერება. გუნდში მხოლოდ ერთი გამონაკლისია - აარონ ჰოლიდეის მაისურზე საკუთარი ეწერება.
აქვე გაგაცნობთ, რისი დაწერა გადაწყვიტეს გოგას თანაგუნდელებმა:
ჯერემი ლემბი: Black Lives Matter
ვიქტორ ოლადიპო: Black Lives
თი ჯეი ლიფი: Equality
თი ჯეი მაკკონელი: Equality
დაგ მაკდერმოტი: Equality
ნაზ მიტრო-ლონგი: Equality
დომანტას საბონისი: Mes Lygus (ლიეტუვურად ნიშნავს "თანასწორობას")
ედმონდ სამნერი: Equality
ჯაკარ სემპსონი: Freedom ("თავისუფლება")
მალკომ ბროგდონი: I Can't Breathe ("სუნთქვა არ შემიძლია")
ალიზე ჯონსონი: Justice
თი ჯეი უორენი: Justice
მაილს ტერნერი: Respect Us ("პატივი გვეცით")
ჯასტინ ჰოლიდეი: Say Their Names ("თქვი მათი სახელები")
ბრაიან ბოუენი II: Vote ("მიეცი ხმა")