კირილენკო: შენგელია მოიყვანეს? ცსკა მაინც იმავე დონის გუნდი იქნება

AutoSharing Option
რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ "იზვესტიასთან" ინტერვიუში ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაში მოსკოვის ცსკა-ს შანსები შეაფასა.

"არ მგონია, რომ ცსკა ყველას გაარღვევს. გუნდი ისევ იმ დონეზე იქნება, რაც წინა წელს იყო. მათი ამოცანა ყველა შეჯიბრებაზე ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება იქნება.

შენგელია და მილუტინოვი დაიმატეს? მერე რა?! ტომიჩი და უელბეკინი რომ მოეყვანათ, არაფერი შეიცვლებოდა.

მილუტინოვის ტრანსფერი კი შედგა, თუმცა "არმიელებმა" ჰაინსი დაკარგეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და გუნდს უდიდეს თავდაჯერებას მატებდა. კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კალათბურთელი წავი
და.

ცსკა-ს კი ძალიან დატვირთული გრაფიკი ექნება და მწვრთნელისთვის სათამაშოს დროის გადანაწილება ადვილი არ იქნება", - განაცხადა კირილენკომ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა კარიერულ ზრდაზეა საუბარი არ მესმის ღმერთმაც ნუქნას და არ წაუვიდეს თამაში რაც სხვათაშორის შენგელიას ჩვევია ერთი ორი თამაშიც ტომ ჩაუვარდეს ე მერე ნახოს შენგელიამ კარიერული ზრდა მოედანს არ გააკარებენ და ფარჩება გუნდში სპარინგ პარტნიორად. ლარირას გაიძახის ყველა მისი ახლობლები ძირითადად. კარიერა კი არა ფული ბაბალე ფულმა გადაძლია. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ ნაკრების კაპიტანს უფრო მეტი მოეთხოვება ოკუპანტების არმიის გუნდში მაინც არ უნდა გადასულიყო.
ზაზა
16:00 01-08-2020
5
აწი რაც მოხდება ყველაფერი ახი იქნება მაგ ადამიანზე. ეს დასაწყისია, ყველაფერი რაც ისე არ წავა ცეესკაში სულ მაგას დაბრალდება. ხოდა ეგ მადარდეთ ახლა , კისერიც...
არტ
13:59 01-08-2020
8

სიახლეები პოპულარული