ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა და "ლეიკერსს" 7 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გოგა ბითაძემ "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" კარგი მატჩი ჩაატარა

"ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" 116:111 (34:24, 20:35, 33:22, 29:30) მოუგო.

ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ 12:18 წუთში 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ გოგამ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა

"ინდიანა პეისერსში" 39 ქულით, 5 მოხსნითა და მარგი ქმედების 35-იანი კოეფიციენტით საუკეთესო თი ჯეი უორენი იყო. ინდიანელთა ცენტრმა მაილს ტერნერმა 25:09 წუთში 7
ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5 პერსონალური მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი იყო - 0.

ლებრონ ჯეიმსმა თავის გუნდს 31 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

"ინდიანა პეისერსი" 43 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და 11 აგვისტოს "მაიამი ჰითს" შეხვდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
შემოგევლე.მაგარი კაცი გყვავს.სჯობდა სხვა გუნდში მოხვედრილიყო,მაგრამ სადაც არის იქაც შეიძლება რომ განვითარდეს.გოგა დინებას არ მიყვე,საპირისპიროდ იარე,იბრძოლე ბოლომდე,ბევრი შეგიძლია და დარწმუნებული ვარ სულ მალე გუნდის პირველი ცენტრი გახდები.ყველა შენს გვერდით ვართ.
თელავი
04:08 10-08-2020
0
ბითაძე ყოველ პერიოდში,დაახლოებით 3 წუთს ასვენებდა ტერნერს.პირველ პერიოდში,კარგად ვერ შევიდა,მაგრამ ყოველ მომდევნო პერიოდში,სულ უფრო სასარგებლოდ ირჯებოდა და რაც სტატისტიკაშია,იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა მოედანზე.ბლოკებზეც ძალიან კარგად იმუშავა, დაზღვევაზეც(მას ვერ აზღვევდნენ კარგად) და რამდენიმე მომენტში მისი ქმედება არ დაფიქსირებულა,თუმცა სწორედ მისმა ჭკვიანურმა მოქმედებებმა,მეტოქეს ზუსტი სროლის საშუალება არ მისცა და ბურთი დააკარგვინა.
სოსო
20:12 09-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული