"ინდიანა პეისერსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" 116:111 (34:24, 20:35, 33:22, 29:30) მოუგო.
ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ 12:18 წუთში 7 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 3 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 7-ს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ გოგამ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა
"ინდიანა პეისერსში" 39 ქულით, 5 მოხსნითა და მარგი ქმედების 35-იანი კოეფიციენტით საუკეთესო თი ჯეი უორენი იყო. ინდიანელთა ცენტრმა მაილს ტერნერმა 25:09 წუთში 7 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, 5 პერსონალური მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი იყო - 0.
ლებრონ ჯეიმსმა თავის გუნდს 31 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.
"ინდიანა პეისერსი" 43 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა და 11 აგვისტოს "მაიამი ჰითს" შეხვდება.