ბითაძეს "მაიამის" კალათბურთელი შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 15 აგვისტოს NBA-ის 2019/20 წლების რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" "მაიამი ჰითს" დაუპირისპირდა და მეტოქე 17 ქულის სხვაობით დაამარცხა - 109:92.

გოგამ პარკეტზე 16 წუთი გაატარა და ამ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი მოუტანა. ბითაძის პარკეტზე ყოფნის დროს "ინდიანამ" მეტოქეზე 9 ქულით მეტი ჩააგდო.

მატჩის მიმდინარეობისას ერთი არასასურველი ინციდენტიც მოხდა - გოგამ "მაიამის" კალათბურთელ დერეკ ჯონს ჯუნიორს სქრინი დაუყენა, თუმცა ეს უკანასკნელი ქართველს მტკივნეულად შეეჯახა და პარკეტიდან საკაცით გასაყვანი
გახდა.

"ინდიანა პეისერსმა" რეგულარული სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე მე-5 ადგილოსანს, დღევანდელ მეტოქე "მაიამის" შეხვდება. პირველი მატჩი 19 აგვისტოს გაიმართება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართული არ იცით? სტატია ბოლომდე წავიკითხე და სანამ ვიდეო არ ვნახე, ვერ მივხვდი, გოგა დაშავდა, თუ მოწინააღმდეგე.
zurab
11:46 15-08-2020
1
სპეციალურად წერთ ასე რომ ნანატრი კლიკები/ნახვები მოიპოვოთ?? გადარიეთ დედაჩემი ასეთი სტატიების კითხვით.
odala
12:58 15-08-2020
2

სიახლეები პოპულარული