გოგა ბითაძემ NBA-ს სადებიუტო სეზონი დაასრულა - 0 წუთი პლეი-ოფში

AutoSharing Option
NBA-ს პლეი-ოფის პირველ სტადიაზე "ინდიანა პეისერსმა" "მაიამი ჰიტთან" უშანსოდ წააგო (0:4) და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშებას გამოეთიშა.

ინდიანაპოლისელები სერიის 4-ვე მატჩში ისე დამარცხდნენ, რომ გამარჯვებასთან ახლოსაც კი არცერთში არ ყოფილან. ბოლო შეხვედრა კი დღეს, 25 აგვისტოს 12 ქულით დათმეს - 87:99.

სამწუხაროდ, გოგა ბითაძის პლეი-ოფში დებიუტი მომავალ წლამდე (იმედია) გადაიდო. "მაიამისთან" გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში ქართველი ცენტრი "ინდიანას" მწვრთნელმა პარკეტზე 1 წუთითაც არ შეუშვა...

გოგა სეზონის განმავლობაში საშუალოდ 8 წუთს თამაშობდა, 3,2 ქულას აგდებდა, 2-ჯერ ხსნიდა ბურთს, 0,4 გადაცემასა და
0,7 ბლოკს აგროვებდა.

სხვა შეხვედრები:

ოკლაჰომა - ჰიუსტონი 117:114 (2:2)

პორტლენდი - ლეიკერსი 115:135 (1:3)

ორლანდო - მილოუკი 106:121 (1:3)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი ის არის რომ გოგა დარწმუნდა ნბა მისთვის ჯერ ადრეა და ევროპაში უნდა გადმოგარგდეს და აქ მოუმატოს .
ასე მგონია.
12:39 26-08-2020
3
მწვრთნელი ძალიან უნამუსოდ ექცევა გოგას. თუ რამე გაცვლა არ მოხდა და სხვა გუნდში არ გადავიდა ევროპაში მაინც გაანათხოვრონ. დაღუპავენ ბიჭს, იმდენად თავმდაბალია ხმის ამომღები არაა მგონი და ეგება ზაზა ან თორნიკე დაეხმარონ თავისი პირადი კავშირებით. აბა სხვა რა გამოსავალია ვერ ვხვდები.
emigranti
00:55 26-08-2020
1

სიახლეები პოპულარული