იტუდისი: შენგელია და მილუტინოვი ძალიან მოტივირებულები არიან

AutoSharing Option
ცსკა-ს მწვრთნელი დიმიტრის იტუდისი კორონავირუსისგან განიკურნა, ათენიდან მოსკოვში დაბრუნდა და შემდეგი განაცხადა:

"მე ჯანმრთელად ვარ. მზად ვარ სამუშაოს დავუბრუნდე. მინდა გუნდის ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის მადლობა გადავუხადო. ამ დღეების განმავლობაში მოთამაშეებთან და ასისტენტებთან კავშირზე ვიყავი. ყველა ვარჯიში ვნახე და გუნდში არსებული სიტუაცია ვიცი.

მოთამაშეებს თავიანთ მოქმედებაში კორექტივები შეაქვთ. შენგელია და მილუტინოვი ახალწვეულები არიან, მაგრამ უკვე ვნახე, რომ ადაპტაციას სწრაფად ახერხებენ. მათგან 100%-ით დახარჯვას ველით. ორივე ძალიან მოტივირებული და აღელვებული იყო. ამავე დროს, მათ ესმით, სად მოხვდნენ და რას წარმოადგენს ცსკა. ორივე
მაღალი დონის, მოტივირებული სპორტსმენია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეჰ, შენგელია.
Status quo
08:07 02-09-2020
1

სიახლეები პოპულარული