თორნიკე შენგელია "ნევის თასის" გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
პეტერბურგში ჩატარებულ "ნევის თასის" ფინალში ცსკა-მ 93:67 სძლია "ავტოდორს".

ცსკა-ს მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ 20 წუთში, 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი "არმიელთა" ლატვიელი ლეგიონერი სტრელნიეკსი გახდა.

17 სექტემბერს ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირზე ცსკა "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება, ხოლო 23 სექტემბერს "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში "ასტანას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნევის თასი ძალიან პრესტიჟულია ყველა მაგაზე ოცნებობს საღოლ თოკო და წარმატებები საღორეთში.
ზურა
12 სექტემბერი 2020 13:58
7
ბოდიშით, მარა თორნიკემ ეს თასი გაიკეთოს.
სტატუს ქუო
12 სექტემბერი 2020 13:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული