შენგელია და მისი თანაგუნდელები შეხვედრის განმავლობაში 14 ქულითაც კი აგებდნენ და მატჩში პირველად დაწინაურება მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს, საბოლოოდ კი, პეტერბურგელებს 78:72 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:50 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 3-დან 1 ორქულიანი და 11-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი
ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი ამერიკელი კალათბურთელები მაიკ ჯეიმსი (23 ქულა) და უილ კლაიბერნი (18 ქულა, 9 მოხსნა) იყვნენ, "ზენიტის" მხრიდან კი 5 ქულას 5 მოხსნა წაამატა უილ ტომასმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და 2011-12 წლებში თბილისურ "არმიაში" თამაშობდა.
შენგელიას გუნდი მომდევნო საკონტროლო მატჩს 7 სექტემბერს "ხიმკისთან" ჩაატარებს, რომელსაც 2-ში უკვე ეთამაშა და 99:83 სძლია, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით