კორონავირუსის გამო შეწყვეტილი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა განახლდა და გადამწყვეტ 1/8-ფინალურ მატჩში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" 62:54 დაამარცხა "ოსტენდე".
"იბეროსტარმა" სერია 2:1 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
შერმადინმა 23:23 წუთში 9 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 6-დან 5 საჯარიმო), 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 12 იყო.
ტურნირის რვათა ფინალი ათენში ჩატარდება.