ნაკრების ვეტერანი გიორგი ცინცაძე კარიერას აბუ-დაბიში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე კარიერას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განაგრძობს. ევროპის საკალათბურთო პორტალის (eurobasket.com) ცნობით, 34 წლის მოთამაშემ კონტრაქტი აბუ-დაბის კლუბ “ბანიჟასთან” გააფორმა.

გასულ სეზონში ეს იყო საშუალო დონის გუნდი, რომელმაც რეგულარული ეტაპი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ახალი სეზონიდან კი კლუბის ხელმძღვანელობა მაღალ მიზნებს ისახავს და ამიტომაც დაიმატა 34 წლის გამოცდილი ქართველი გამთამაშებელი.

თავის მხრივ, ცინცაძეს აზიაში თამაშის პრაქტიკა აქვს. იგი ორი სეზონის განმავლობაში ყატარის “ალ შამალში” ასპარეზობდა, გუნდის ლიდერი იყო და ყატარის ჩემპიონიც გახდა. შარშან თებერვალში იგი აზიიდან
საქართველოში დაბრუნდა, “დინამოში” ჩაირიცხა, თუმცა ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, შემდეგ კი კორონავირუსის პანდემია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ცინცაძე მეორე ქართველი კალათბურთელი იქნება, ვინც საემიროებში ითამაშებს. რამდენიმე წლის წინ “შარჯაში” ნიკა ცქიტიშვილი გამოდიოდა.

ცინცაძე საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია – ყველაზე მეტი, 83 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული: 613 ქულა, 350 პასი და 105 ჩაჭრა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული