თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

ცსკა-მ "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში სტუმრად 93:60 დაამარცხა "ასტანა", შენგელიამ კი დებიუტშივე მუხლის ტრავმა მიიღო.

მოსკოვური კლუბის საიტი იტყობინება, რომ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს; თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. პრინციპში, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.

შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ააცილა ბურთი.

26 სექტემბერს ცსკა ამავე ტურნირის მეორე
ტურში პერმის "პარმას" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თოკო , გამოჯამრთელებას გისურვებთ, ძალიან გვიყვარხარ!
შენი ფანი, ნანკა.
23 სექტემბერი 2020 22:30
25
საქართველო ხომ ორმაგი სტანდარტების ქვეყანაა....
კახა ქ.
23 სექტემბერი 2020 22:21
16
თოკაა მოღალატე და ვიკა ჯიგარი ხო?))დ.დ.

vaxo
23 სექტემბერი 2020 21:57
16
ვერ გავიგე კაზანი რა ქვეყანაა ან "რუბინი" სადაური კლუბია? თუ ხვიჩა გმირია და აფეტიშებთ, ამ თორნიკემ რა დააშავა?
ავთო
23 სექტემბერი 2020 21:42
33
ყაზანი არი სათათრეთის დედაქალაქი, სათათრეთი - იგივე თათარსტანი რუსეთის ფედერაციაში შედის
Toko
24 სექტემბერი 2020 16:50
2
ბატონო დავით, აბა ორი რუსეთი არ არსებობსო?
ჰოი, საოცრებავ...
24 სექტემბერი 2020 14:08
3
ყველა გამოხმაურება
საწყენია, თოკა მაგარია და მალე ჩადგება ფორმაში!
ჯაბა
23 სექტემბერი 2020 21:37
22
არ გვაინტერესებს,მაგაზე რუსებმა იდარდონ!!!
!!!
23 სექტემბერი 2020 21:08
54

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული