თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
ქართველმა მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო.

ცსკა-მ "ვი თი ბი" ლიგის პირველ ტურში სტუმრად 93:60 დაამარცხა "ასტანა", შენგელიამ კი დებიუტშივე მუხლის ტრავმა მიიღო.

მოსკოვური კლუბის საიტი იტყობინება, რომ როგორც ჩანს, სერიოზული არაფერია, მხოლოდ ფეხი იტკინა, რომელიც გაუყინეს; თამაშში დასაბრუნებლად ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა პარკეტზე აღარ შეუშვა. პრინციპში, ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.

შენგელიამ 3:19 წუთში 2 ქულის ჩაგდება მაინც მოასწრო, 1 ორქულიანი ააცილა, 2-ჯერ მოხსნა და ერთხელ ააცილა ბურთი.

26 სექტემბერს ცსკა ამავე ტურნირის მეორე
ტურში პერმის "პარმას" უმასპინძლებს, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ევროლიგის პირველ ტურში სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ყოველ მეორე დღეს კაცი რეალს და ბარაელონას ეთამაშებოდა ახლა ვვა პოდმასკოვიეს და ზელონა გორას.. უბრალოდ უხერხულია როცა ბევრად უკეთესი და მეტი შეგეძლო..
რიგითი
23 სექტემბერი 2020 23:58
11
ხალხო, რა მოგდით? ის არა მარტო ცსკ-ას მოთამაშეა, არამედ საქართველოს ნაკრების კაპიტანიცაა და შეუცვლელი მოთამაშეც ჩვენი ნაკრებისთვის.
ჟორა
24 სექტემბერი 2020 09:52
4
შეხვდება ცსკა რაელს და ბარსელონას მაგის დროც მოვა და ნახავ, ვინ რა დონეა.D
fff
24 სექტემბერი 2020 15:05
3
არ გვაინტერესებს,მაგაზე რუსებმა იდარდონ!!!
!!!
23 სექტემბერი 2020 21:08
54
ეს რა უბედურება გვაუწყეთ,თურმე მოსკოვის ცსკ-ას კალათბურთელს ტრამვა მიუღია.დევიღუპეთთთ!
mees
24 სექტემბერი 2020 01:18
60
ეს კაცი, დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანია და წარმატებებს ვუსურვებ მას სპორტულ და პირად ცხოვრებაში.
გიზოგ
24 სექტემბერი 2020 13:53
5
სამწუხაროდ შენგელია ცსკაში არ იქნება ლიდერი
დროთა განმავლობაში დაეწყება რეგრესი.
ცსკაში ქართველს არ გაახარებენ
Gia
23 სექტემბერი 2020 22:40
26
თოკო , გამოჯამრთელებას გისურვებთ, ძალიან გვიყვარხარ!
შენი ფანი, ნანკა.
23 სექტემბერი 2020 22:30
25
ვერ გავიგე კაზანი რა ქვეყანაა ან "რუბინი" სადაური კლუბია? თუ ხვიჩა გმირია და აფეტიშებთ, ამ თორნიკემ რა დააშავა?
ავთო
23 სექტემბერი 2020 21:42
33
გიხსნი:ქართულად ყაზანია და არა კაზანი. მეორეც რუბინი ქართულად ლალს ნიშნავს. ცსკა იშიფრება ცენტრალური სპორტული კლუბი არმიისა. იმ არმიისა რომელიც პირდაპირ კავშირშია შენი სამშობლოს ტერიტორიების მიტაცებაში (თუ თვლი რომ საქართველო შენი სამშობლოა). ზოგადად მე პირადად არაფერი პრეტენზია არ მაქვს შენგელიასთან, მაგრამ რადგან ვერ გაგიგია რა მნიშვნელობა აქვს ამიტომ აგიხსენი. ეხლა ხომ მიხვდი?
დავით 67
23 სექტემბერი 2020 22:25
15
ყაზანი არი სათათრეთის დედაქალაქი, სათათრეთი - იგივე თათარსტანი რუსეთის ფედერაციაში შედის
Toko
24 სექტემბერი 2020 16:50
2
ყველა გამოხმაურება
საწყენია, თოკა მაგარია და მალე ჩადგება ფორმაში!
ჯაბა
23 სექტემბერი 2020 21:37
22
თოკაა მოღალატე და ვიკა ჯიგარი ხო?))დ.დ.

vaxo
23 სექტემბერი 2020 21:57
16
ჩოხაზე გიორგიევსკი ორდენს რომ შეაბამენ მერე თუნდაც "ნაცების" სიით შესულა პარლამენტში
ALONZO
23 სექტემბერი 2020 22:51
34
ეგეთი ტიპაჟები ძირითადად ქოცების სიით შედიან ხოლმე, სიებს გადახედე.
არტ
24 სექტემბერი 2020 15:15
1
ოოო იესსსს!
ოზუზი
24 სექტემბერი 2020 11:16
2
საქართველო ხომ ორმაგი სტანდარტების ქვეყანაა....
კახა ქ.
23 სექტემბერი 2020 22:21
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული