![](https://sportall.ge/pictures/image31/5186d9ec3ea51f1d989c8fb6006eecf4.jpg)
ცსკა-ს ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ "ასტანასთან" მატჩისას ტრავმა მიიღო. მისი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა:
"დილით კალათბურთელს გამოკვლევა GMS Clinic-ში ჩაუტარდა. მას მარჯვენა წვივის დიდი ძვლის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.
შენგელია კონსერვატული მკურნალობის კურსს ბაზაზე გაივლის და 26 სექტემბერს "პარმასთან" მატჩს გამოტოვებს. მისი მწყობრში ჩადგომის ვადები შუალედური გამოკვლევების შედეგად იქნება ცნობილი".